ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ჟიპიტაური — ChatGPT-ის ქართული ანალოგი

Pulsar AI-იმ ChatGPT-ის ქართული ანალოგი შექმნა. ჩატბოტს ჟიპიტაური ჰქვია. მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია. თუმცა,  ჟიპიტაური, ჯერჯერობით, ძალიან არაზუსტია. მის მიერ გაცემული ფაქტობრივად ყველა პასუხი არასწორია. 

კომენტარის დატოვება

Pulsar AI აცხადებს, რომ მათი მიზანია, ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი გახადოს ის, რასაც მომხმარებლებს ChatGPT ინგლისურად სთავაზობს — კითხვებზე პასუხებს, მეილების, სტატიების და რეცენზიების დაწერას და სხვა. 

«სანაცვლოდ კი GPT-3-ს და ავტომატური თარგმანის მიერ დაბრუნებულ შედეგების შეფასებას გთხოვთ». — აცხადებს კომპანია. 

Pulsar AI ასევე წერს, რომ დაგროვებულ მონაცემებს გამოიყენებენ თარგმანის ხარისხობრივი ანალიზისთვის და ღრმა ნეირონულ ქსელებზე დაფუძნებული ქართულ-ინგლისური (და შემდეგ სხვა ქართველური ენების) დიდი ენობრივი მოდელის შესაქმნელად.

«პირველ ეტაპზე შევაფასებთ, რამდენად კარგად მუშაობს არსებული თარგმანი და ამოვიცნობთ ნაკლოვანებებს. ეს გვიკარნახებს, სად ვეძიოთ სწორი მასალა შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

შემდგომ ეტაპზე შევუდგებით სწორი მასალის (დატას) მოგროვებას და უფრო მეტი ადამიანის ჩართვას ავტომატური თარგმანის გაცილებით უკეთესი სისტემის შექმნისთვის.

ამ ყველაფრით მომავალში ქართულენოვანი ცოდნით გაჯერებული დიდი ენობრივი მოდელის შექმნას გვინდა საფუძველი ჩავუყაროთ».- აცხადებს კომპანია. 

ასეთ პროექტებში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, Pulsar AI-ს მიწერონ მეილზე [email protected] ან შეუერთდნენ ფეისბუქ ჯგუფსა და დისქორდ სერვერზე

Pulsar AI — გზა თბილისიდან სილიკონის ველამდე
Pulsar AI — გზა თბილისიდან სილიკონის ველამდე
თემის მიხედვით
Pulsar AI — გზა თბილისიდან სილიკონის ველამდე
უნდა ვუწოდოთ თუ არა ChatGPT-ს ხელოვნური ინტელექტი
უნდა ვუწოდოთ თუ არა ChatGPT-ს ხელოვნური ინტელექტი
თემის მიხედვით
უნდა ვუწოდოთ თუ არა ChatGPT-ს ხელოვნური ინტელექტი

ასევე წაიკითხეთ
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უდიდესი გლობალური გამოწვევაა. ის გამოწვეულია ადამიანების საქმიანობის გამო, მათ შორის: წიაღისეული საწვავის წვა, ტყეების განადგურება და სოფლის მეურნეობა. კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, სათბურის გაზების ემისია შემცირდეს და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება გაიზარდოს. დღეს ხელოვნური ინტელექტი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ძლიერი ინსტრუმენტია. 
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება. ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი —  GPT-4. რას შეიძლება  ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.