ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა

OpenAI-ის ოფიციალური საიტის მიხედვით, კომპანიამ ChatGPT-ის მონაცემთა ანალიზის უნარი საგრძნობლად გააუმჯობესა. ამიერიდან, მომხმარებლებს ფაილის უახლესი ვერსიების პირდაპირ Google Drive-იდან და Microsoft OneDrive-დან ატვირთვა, ცხრილებთან და დიაგრამებთან ახალი მიდგომით ურთიერთქმედება და პრეზენტაციებისა და დოკუმენტების დიაგრამების ჩამოტვირთვა შეეძლებათ.

კომენტარის დატოვება

როგორც ცნობილია, მონაცემთა ანალიზის გაუმჯობესებული უნარი ხელმისაწვდომი ჩათბოტის ახალ ფლაგმანურ მოდელში, GPT-4o-ში, ChatGPT Plus, Team და Enterprise მომხმარებლებისთვის უახლოეს კვირებში იქნება.

როგორ მუშაობს მონაცემთა ანალიზი ChatGPT-ში?

აღნიშნული გაუმჯობესება. ChatGPT-ის უნარს ეფუძნება, რომელიც მონაცემთა ნაკრების გაგებასა და ამოცანების ბუნებრივ ენაზე დასრულებას გულისხმობს. თავდაპირველად, ერთი ან მეტი მონაცემთა ფაილი ატვირთეთ და ChatGPT მონაცემებს  Python კოდის დაწერითა და გაშვებით გააანალიზებს. მას შეუძლია მონაცემთა უამრავ ამოცანას გაუმკლავდეს, როგორიცაა მონაცემთა დიდი ნაკრებების შერწყმა და გაწმენდა, სქემების შექმნა და ინფორმაციის აღმოჩენა (uncovering insights). ეს დამწყებთათვის სიღრმისეული ანალიზების შესრულებას გაამატივებს, ხოლო ექსპერტებს რუტინული ამოცანების შესრულებისთვის განსაზღვრულ დროს დაუზოგავს.

«ChatGPT ჩემი განუყოფელი ინსტუმენტი გახდა, რომელსაც მომხმარებელთა მონაცემების გასაანალიზებლად ვიყენებ. ის მონაცემთა მასიური ნაკრების გარჩევაში მეხმარება, რაც საშუალებას მაძლევს,  შევამცირო დრო, რომელიც ღირებული ინფორმაციის მიღებისთვის მჭირდება». — განაცხადა მონაცემთა მეცნიერმა, დევიდ ვონიმ.

დაამატეთ ფაილები პირდაპირ Google Drive-იდან და Microsoft OneDrive-დან

იმის ნაცვლად, რომ ფაილები თქვენს დეკსტოპზე ჩამოტვირთოთ და შემდეგ ისინი ChatGPT-ზე ატვირთოთ, ახლა შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის ფაილები პირდაპირ Google Drive-დან ან Microsoft OneDrive-დან დაამატოთ. ეს ChatGPT-ის საშუალებას აძლევს, თქვენი Google Sheets, Docs, Slides, Microsoft Excel, Word და PowerPoint ფაილები უფრო სწრაფად გაიაზროს.

«ChatGPT მონაცემთა ანალიზს მასწავლის. ეს ჩემს სამუშაოს უფრო სრულყოფილს ხდის — ამასთან, ათავისუფლებს ჩემს დროს, რომ ფოკუსირება ჩემი სამუშაოს უფრო სტრატეგიულ ნაწილებზე მოვახდინო». — მარკეტინგის მენეჯერი, ლორენ ნოვაკი.

OpenAI-ის საიტზე ვკითხულობთ, რომ ChatGPT-ის ნებისმიერი მახასიათებლის შემთხვევაში, ნდობა და მონაცემთა კონფიდენციალურობა OpenAI-ის მისიის საფუძველია.

«ჩვენ ChatGPT Team-ისა და Enterprise მომხმარებლების მონაცემებზე არაფერს ვწვრთნით. ამასთან, ChatGPT Plus მომხმარებლებს შეუძლიათ  მათი მონაცემთა კონტროლის საშუალებით ტრენინგზე უარი თქვან».

OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
თემის მიხედვით
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
თემის მიხედვით
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა

ასევე წაიკითხეთ

OpenAI-მ ახალი AI მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია  მომხმარებლის განახლებულ ინტერფეისთან ერთად გამოუშვა.
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის
კონტენტი გამოიყენოს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის კონტენტი გამოიყენოს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის კონტენტი გამოიყენოს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.