GPT Store გაიხსნა — დეველოპერებს თავიანთი შექმნილი ბოტების გაზიარება შეეძლებათ
GPT ბოტების მაღაზია გაიხსნა. ის დეველოპერებს საშუალებას მისცემს, სხვებს თავიანთი შექმნილი ჩატბოტები გაუზიარონ.
GPT ბოტების მაღაზია გაიხსნა. ის დეველოპერებს საშუალებას მისცემს, სხვებს თავიანთი შექმნილი ჩატბოტები გაუზიარონ.
მაღაზია ხელმისაწვდომი იქნება ChatGPT Plus-ისა და Enterprise-ის მომხმარებლებისთვის, ისევე, როგორც ახალი პაკეტის, Team-ის გამომწერებისთვის.
კომპანია აცხადებს, რომ GPT Store აფართოებს Open AI-ის ეკოსისტემას იმის მიღმა, რასაც თავად ქმნის თავისი მომხმარებლებისთვის.
OpenAI-მ GPT მაღაზიის გახსნა ნოემბრისთვის დააანონსა. თუმცა, მისი გამოშვება ჯერ დეკემბრისთვის, შემდეგ კი იანვრისთვის გადადო. როგორც კომპანიამ განაცხადა, მას შემდეგ მომხმარებლებმა 3 მილიონზე მეტი ბოტი შექმნეს, სახელად GPT. მაგალითად, ასე: GPT, რომელიც სიტყვების სინონიმებს გთავაზობთ.
OpenAI აცხადებს, რომ გეგმავს, საუკეთესო GPT-ები მაღაზიის შიგნით განსაკუთრებით გამოყოს.
კომპანიამ ასევე თქვა, რომ GPT-ების შემქმნელები ანაზღაურებას მიიღებენ. თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია.