ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Samsung მეხსიერების ჩიპების წარმოებას ამცირებს და AI ჩიპებზე ორიენტირდება

Samsung Electronics მეხსიერების ჩიპების წარმოების შემცირებას აგრძელებს, მათ შორის NAND flash-ის, რომელიც სმარტფონებსა და კომპიუტერებში გამოიყენება. კომპანიამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მეხსიერების ჩიპების განყოფილებაში 3,4 მილიარდი აშშ დოლარის (4,36 ტრილიონი ვონი) საოპერაციო ზარალი გამოაცხადა. მეხსიერების ჩიპების მსოფლიოს უდიდესმა მწარმოებელმა ნახევარგამტარების ბიზნესში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი დააფიქსირა.

კომენტარის დატოვება

ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მეხსიერების ჩიპების წარმოება აპრილში შეამცირა — კომპანიამ 2009 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი კვარტალური მოგება დააფიქსირა, რადგან სამომხმარებლო მოწყობილობებზე მოთხოვნა შესუსტდა.

თუმცა, Samsung მომავლისთვის უფრო ნათელი AI სურათის შექმნას აპირებს: კომპანიამ თქვა, რომ  2024 წლისთვის, ძლიერი AI მოთხოვნის გამო მაღალი ხარისხის ჩიპების წარმოებას გაზრდის, როგორიცაა, მაგალითად, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ჩიპი (HBM). HBM, რომელიც ხელოვნურ ინტელექტში, 5G-სა და გრაფიკული დამუშავების აპლიკაციებში გამოიყენება, მონაცემთა უფრო სწრაფ დამუშავებასა და ენერგიის დაბალ მოხმარებას უზრუნველყოფს, ვიდრე ტრადიციული NAND.

«სერვერებზე მოთხოვნა სუსტი დარჩა, რადგან მომხმარებლები მარაგების კორექტირებას განაგრძობენ, მაგრამ მაღალი სიმკვრივის/მაღალი ეფექტურობის პროდუქტებზე მოთხოვნა ძლიერდება, რაც AI-ზე ფოკუსირებული ინვესტიციების გაზრდით არის განპირობებული». — თქვა კომპანიამ.

Samsung-ის მეხსიერების განყოფილების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეჯუნ კიმმა თქვა, რომ მეხსიერების ჩიპების წარმოების შემცირებას გააგრძელებს, მ მაგრამ მაღალი ხარისხის მეხსიერების ჩიპების წარმოაებას გააორმაგებს.

მეხსიერების ორი ძირითადი ჩიპი — DRAM და NAND — სმარტფონებში, სერვერებსა და მონაცემთა ცენტრებში გამოიყენება. მაგალითად, DRAM დიდ ენობრივ მოდელებს, მათ შორის Open AI-ის ChatGPT-ს, მოწინავე ფუნქციების შესრულების საშუალებას აძლევს. DRAM რთული AI აპლიკაციების შექმნისთვისაც გამოიყენება. NAND მონაცემთა შენახვას ეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ საოპერაციო მოგება მეორე კვარტალში 95%-ით შემცირდა, Samsung ელოდება, რომ გლობალური მოთხოვნა მეხსიერების ჩიპებზე ამ წლის მეორე ნახევარში, ეტაპობრივად აღდგება.

«მოსალოდნელია, რომ გლობალური მოთხოვნა წლის მეორე ნახევარში გაიზრდება, რამაც შემოსავლის გაუმჯობესება უნდა გამოიწვიოს». — ნათქვამია Samsung-ის განცხადებაში. «თუმცა, მუდმივი მაკროეკონომიკური რისკები შეიძლება მოთხოვნის აღდგენისას მთავარი გამოწვევა იყოს.

გუშინ, Samsung-მა თავისი უახლესი მოწყობილობების მოდელები — Galaxy Z fold 5, flip 5, Galaxy Tap S9 და Galaxy Watch 6/ Watch 6 Classic წარადგინა.

Samsung Electronics მეხსიერების ჩიპების წარმოებას შეამცირებს
Samsung Electronics მეხსიერების ჩიპების წარმოებას შეამცირებს
თემის მიხედვით
Samsung Electronics მეხსიერების ჩიპების წარმოებას შეამცირებს
Samsung-მა ახალი ულტრა ფართოზოლოვანი ჩიპი გამოუშვა
Samsung-მა ახალი ულტრა ფართოზოლოვანი ჩიპი გამოუშვა
თემის მიხედვით
Samsung-მა ახალი ულტრა ფართოზოლოვანი ჩიპი გამოუშვა

ასევე წაიკითხეთ
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი.  კურსების უფასოდ გავლა 2023 წლის 15 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.  წარმოგიდგენთ მათ 👇
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.