ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

OpenAI DALL-E 3-ს ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის

OpenAI ტექსტისა და გამოსახულების უახლეს გენერატორს ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის. კომპანია ChatGPT Plus-ისა და Enterprise-ის მომხმარებლებს ახალ DALL-E 3 მოდელზე წვდომას აძლევს — ის ChatGPT-ის აპში მუშაობს. OpenAI ამბობს, რომ მოდელისთვის უსაფრთხოების დამატებითი ნორმები შეიმუშავა და ის გაფართოებული გამოშვებისთვის მზადაა.

კომენტარის დატოვება

DALL-E 3 პირველად გასულ თვეში დაანონსდა. OpenAI-მ ნათლად აჩვენა, თუ როგორ გაუმჯობესდა ის წინა მოდელთან შედარებით. DALL-E 3 მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ChatGPT უფრო გრძელი და ვიზუალურად დახვეწილი ბრძანებებისთვის გამოიყენოს. DALL-E 3 Bing Chat-სა და Bing Image Generator-საც დაემატა. ამან Microsoft-ის პლატფორმა პირველი გახადა, რომელმაც მოდელზე უფრო ფართო საჯარო წვდომა შემოიტანა — ChatGPT-მდეც კი.

მავნე გამოსახულებების შესამცირებლად დამცავი მოაჯირები ყოველთვის არ მუშაობდა. მაგალითად, მომხმარებლები მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სურათებს ქმნიდნენ, რომელსაც SpongeBob SquarePants-ის თვითმფრინავი ეჯახებოდა. მას შემდეგაც კი, რაც Microsoft-მა გარკვეული მოთხოვნები დაბლოკა, მომხმარებლებმა ალტერნატიული გზები იპოვეს.

ტექსტისა და გამოსახულების ყველაზე პოპულარული გენერატორები, როგორიცაა Midjourney, Stable Diffusion და DALL-E, ხარვეზებით მუშაობენ. მოდელები საავტორო უფლებებს ხშირად არღვევენ. ამასთან ერთად, ისეთ ფოტოებს ქმნიან, რომლებიც ეთიკურ ნორმებს ცდება. 

OpenAI გვპირდება, რომ ამჯერად ბევრად უფრო ფართო ნაბიჯებს გადადგამს და DALL-E 3 წინა მოდელთან შედარებით უფრო დახვეწილი და უსაფრთხო იქნება. კომპანია ამბობს, რომ
«მოდელს ცოცხალი მხატვრების სტილში სურათების შექმნის შესაძლებლობას არ მისცემს. ამასთან ერთად, მუშაობის ხარისხიც საგრძნობლად გაიზრდება. 

OpenAI-ს ასევე შიდა ინსტრუმენტი აქვს, რომელიც ამბობს, რომ 99 პროცენტიანი სიზუსტით შეუძლია აღმოაჩინოს ფოტო DALL-E 3-ის მიერ არის გენერირებული თუ არა.

DALL-E 3 — Open AI-მ შესაძლოა გამოსახულების გენერირების ხელსაწყოს ახალი ვერსია გამოუშვას
DALL-E 3 — Open AI-მ შესაძლოა გამოსახულების გენერირების ხელსაწყოს ახალი ვერსია გამოუშვას
თემის მიხედვით
DALL-E 3 — Open AI-მ შესაძლოა გამოსახულების გენერირების ხელსაწყოს ახალი ვერსია გამოუშვას
DALL·E-მ ჩვენი თხოვნით დახატა როგორები იქნებოდნენ აპლიკაცები ადამიანები რომ ყოფილიყვნენ
DALL·E-მ ჩვენი თხოვნით დახატა, როგორები იქნებოდნენ აპლიკაცები, ადამიანები რომ ყოფილიყვნენ
თემის მიხედვით
DALL·E-მ ჩვენი თხოვნით დახატა, როგორები იქნებოდნენ აპლიკაცები, ადამიანები რომ ყოფილიყვნენ

ასევე წაიკითხეთ
AI-ით შექმნილი 10 ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ მალე ფილმებს სმარტფონებით გადავიღებთ
AI-ით შექმნილი 10 ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ მალე ფილმებს სმარტფონებით გადავიღებთ
AI-ით შექმნილი 10 ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ მალე ფილმებს სმარტფონებით გადავიღებთ
სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება
სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება
სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება
სემ ალტმანი Microsoft-ს შეუერთდა
სემ ალტმანი Microsoft-ს შეუერთდა
სემ ალტმანი Microsoft-ს შეუერთდა
სემ ალტმანი Open AI-ში აღარ დაბრუნდება — მის შემცვლელად საბჭომ ემეთ შირი დაასახელა
სემ ალტმანი Open AI-ში აღარ დაბრუნდება — მის შემცვლელად საბჭომ ემეთ შირი დაასახელა
სემ ალტმანი Open AI-ში აღარ დაბრუნდება — მის შემცვლელად საბჭომ ემეთ შირი დაასახელა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.