ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

20 სახალისო და კრეატიული გზა ChatGPT-ის გამოსაყენებლად: თამაშებიდან ტესტებამდე

ChatGPT არის ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანებს კომპიუტერთან კომუნიკაციაში ეხმარება. ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) ტექნოლოგიის გამოყენებით, იგი ნებისმიერ დიალოგს უფრო ბუნებრივსა და ადამიანისთვის გასაგებს ხდის. ChatGPT ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო ჩატბოტია, რაც კი ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ყოფილა ხელმისაწვდომი. იგი OpenAI-მ, სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა კომპანიამ ააშენა, რომელიც ასევე ისეთ ინსტრუმენტებზეა პასუხისმგებელი, როგორებიცაა GPT-3 და DALL-E 2.

კომენტარის დატოვება
20 სახალისო და კრეატიული გზა ChatGPT-ის გამოსაყენებლად: თამაშებიდან ტესტებამდე

ChatGPT არის ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანებს კომპიუტერთან კომუნიკაციაში ეხმარება. ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) ტექნოლოგიის გამოყენებით, იგი ნებისმიერ დიალოგს უფრო ბუნებრივსა და ადამიანისთვის გასაგებს ხდის. ChatGPT ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო ჩატბოტია, რაც კი ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ყოფილა ხელმისაწვდომი. იგი OpenAI-მ, სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა კომპანიამ ააშენა, რომელიც ასევე ისეთ ინსტრუმენტებზეა პასუხისმგებელი, როგორებიცაა GPT-3 და DALL-E 2.

ChatGPT-ის გამოყენება და შესაძლებლობები უბრალოდ უსაზღვროა. თუმცა, კომპანიები ჯერ კიდევ მისი შესწავლის ფაზაში არიან და სწორი დანიშნულებით გამოყენებას ცდილობენ.

სანამ პასუხამდე მივლენ და ChatGPT სერიოზული საკითხებისა და პრობლემების გადამჭრელად მოგვევლინება, გავერთოთ. ამიტომ, წარმოგიდგენთ ChatGPT-ის ოც ნაკლებად ცნობილ და გასართობ გამოყენებას.

Twitter-ის თემის შექმნა

თუ თქვენ სთხოვთ ChatGPT-ს, რომ გააკეთოს Twitter-ის თემა, მაგალითად, დიზაინზე ან სპორტზე, ის ამ დავალებას უპრობლემოდ შეასრულებს.

რომანის დაწერა

ChatGPT-ს რომანის დაწერა მოსთხოვეს, შედეგი კი გამაოგნებელი აღმოჩნდა. თხოვნა ასეთი იყო: «შეადგინეთ სცენარი საიდუმლო რომანისთვის, სადაც იმედგაცრუებული დეტექტივი ჭკვიან სერიულ მკვლელზე ნადირობს, რომელიც, თავის მხრივ, მუსიკოსების მოკვლას ცდილობს, რომლებიც ჯაზის შემოდგომის ფოთლებს ასრულებენ».

ChatGPT-ს მიერ მოწოდებული შედეგის მცირე შინაარსი ასეთია: დეტექტივი ჯეიმს ტომპსონი მკვლელობების დეპარტამენტის გამოცდილი ვეტერანია, მაგრამ ამ ბოლო დროს ის თავს დაღლილად და იმედგაცრუებულად გრძნობს. მისი ბოლო საქმე, ახალგაზრდა ჯაზ პიანისტის მკვლელობაა, რომელიც საკუთარ სახლში სასტიკად მოკლული იპოვეს. 

სპიკერთან კითხვა-პასუხის წინასწარ მომზადება

თუ თქვენს ღონისძიებაზე სპიკერი მოდის და კითხვების დასმა გსურთ, ChatGPT ამას წინასწარ მოამზადებს. მაგალითად, კონფერენცია აშშ-ის დასავლეთში წყლის დეფიციტს ეხება, სპიკერი კი წყლის მართვის საკითხების ექსპერტია. ChatGPT რამდენიმე კითხვას შემოგთავაზებთ:

  • გაუვალობის გამოყენებისას რა არის პოტენციური უპირატესობები და უარყოფითი მხარეები მტკნარი წყლის უზრუნველსაყოფად?
  • ამჟამად როგორ გამოიყენება დეზალიზაცია მთელ მსოფლიოში და რა ტიპის ადგილებშია ის ყველაზე ეფექტური?
  • რა არის დეზალიზაციის ტექნოლოგიის ძირითადი გამოწვევები და შეზღუდვები და როგორ გვარდება ისინი?

თამაშების შექმნა

რიჩარდ ბლისი, სამაგიდო თამაშების მოყვარული და ექსპერტი, ვარაუდობს, რომ ChatGPT ახალი თამაშების შედგენისთვისა და დიზაინისთვის შეიძლება გამოიყენო. ზოგიერთმა ადამიანი მას კროსვორდის თავსატეხების ამოხსნისას დახმარების მისაღებად იყენებს.

პაემანი

ChatGPT სხვა ადამიანის გაცნობაშიც შეიძლება დაგვეხმაროს. თუ აპირებთ გაცნობის აპლიკაციების დახმარებით ვინმეს გაცნობა და პირველივე მესიჯით ფლირტაობა გსურთ, ChatGPT სხვადასხვა ვარიანტს შემოგთავაზებთ:

  • შენი პროფილის ფოტო საოცარია. არ შემიძლია შევწყვიტო ფიქრი შენზე და იმაზე, თუ რამდენად მსურს შენი უკეთ გაცნობა.
  • როგორც წესი, პირველ ნაბიჯს არ ვდგამ, მაგრამ უბრალოდ ვალდებული ვარ მოგწერო. ვერ ვითმენ, როდის გაგიცნობ.
  • გამარჯობა! შენი პროფილი ვნახე და არ მოვიტყუები — ცოტა შემეშინდა. შენ ისეთი მიმზიდველი ხარ, თავს ვარსკვლავთ მოყვარედ ვგრძნობ.
ChatGPT -  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
თემის მიხედვით
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი

მარტოობასთან გამკლავება

როგორც ჩანს, ChatGPT ერთი-ერთზე საუბრის ექსპერტია. თუ მისწერთ ChatGPT-ს, რომ ძალიან სევდიანი და მარტოსული ხართ, ის თქვენს გამხნევებას ყველანაირად ეცდება.

«ვწუხვარ, რომ მოწყენილად და მარტოსულად გრძნობ თავს. ხანდახან დაღლილობის გრძნობა ბუნებრივია, მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ. ბევრი ადამიანია, ვინც შენზე ზრუნავს და სურს დაგეხმაროს. თქვენს გრძნობებზე ვინმესთან საუბარი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, იქნება ეს ახლო მეგობარი, ოჯახის წევრი თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალი», — ასე გაგამხნევებთ ChatGPT.

იდეების მოწოდება

ChatGPT-ს კიდევ ერთი გამოყენება შეიძლება იდეების მოწოდებაც იყოს. მაგალითად, თუ მას სთხოვთ, რომ დაგეხმაროთ ახალი სასმელი სახელის მოფიქრებაში, რომელიც იაპონური ჯინით, უშაქრო ტონიკით, ცაცხვით, წიწაკითა და გრეიპფრუტით მზადდება, პასუხად მიიღებთ:

«რას იტყვით „Sakura Sunrise"-ზე? სახელწოდება იაპონურ ჯინსა და გრეიპფრუტს აერთიანებს, ხოლო სიტყვა «მზის ამოსვლა» დღის ახალ და გამამხნევებელ დაწყებასთან ასოცირდება».

თარგმნა

ChatGPT თქვენს მობილურზეც მუშაობს, ამიტომ ის თარგმანის ინსტრუმენტადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, იტალიაში ხართ და დახმარება გჭირდებათ:

«საწვავი გამითავდა, შეგიძლიათ უახლოესი ბენზინგასამართი სადგური მიმასწავლოთ?».

ChatGPT ფრაზას უმოკლეს დროში თარგმნის: «La mia auto sta per esaurire il carburante, mi puoi dire dove si trova la stazione di servizio più vicina?»

ფიტნესი

ChatGPT სავარჯიშო გეგმის ჩამოყალიბებაშიც დაგეხმარებათ.  მაგალითად, თუ ეტყვით, რომ 3 თვეში 5 კილომეტრის უპრობლემოდ დაფარვა გსურთ, ChatGPT მსგავს გეგმას შემოგთავაზებთ:

დაიწყეთ ყოველდღიურად 15–20 წუთის განმავლობაში სიარულით, რათა თქვენი გამძლეობა გაზარდოთ და სხეული რეგულარულ ვარჯიშს მიაჩვიოთ. ერთი კვირის გასეირნების შემდეგ, რუტინაში ძუნძულიც ჩართეთ. სირბილის ხანგრძლივობა თანდათან გაზარდეთ და სიარულში  გატარებული დრო შეამცირეთ. მას შემდეგ, რაც 10 წუთის განმავლობაში სირბილს გაუჩერებლად შეძლებთ, მანძილის გაზრდაზე იზრუნეთ. მიზნად გაჩერების გარეშე ერთი კილომეტრის დაფარვა დაისახეთ და მანძილი თანდათან გაზარდეთ.

კოდირება და ინტეგრაციები

ChatGPT-ს გამოყენება კოდირებისთვისაც შეგიძლიათ. მაგალითად, თუ თქვენ მიერ დაწერილი კოდი არ მუშაობს, ChatGPT, ბრძანების შემთხვევაში, შეცდომას იპოვის და გამოასწორებს.

ის არა მხოლოდ კონკრეტულ შეცდომას აღმოფხვრის, არამედ აგიხსნით, რატომ აკეთებს ამას, რათა შემდეგში მსგავსი ხარვეზი თავიდან აიცილოთ.

მასწავლებლებისთვის გაკვეთილების გეგმის შედგენა

ChatGPT მასწავლებლებს დროის დაზოგვაში დაეხმარება, რადგან მას გაკვეთილების მონახაზის შედგენა შეუძლია. მაგალითად, თუ მას მიაწოდებთ გაკვეთილის სათაურს, მიზანსა და კონკრეტული მასალებს დაახლოებით ამ ფორმით:

სათაური: ხელოვნური ინტელექტის ისტორია და გავლენა.

მიზანი: ხელოვნური ინტელექტის ისტორიის გაცნობა და მისი უარყოფითი და დადებითი მხარეების გარჩევა.

მასალები: *AI-ის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენების თაიმლაინი და AI ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების მაგალითები.

ChatGPT შემოგთავაზებთ ასეთ მონახაზს:

  1. ხელოვნური ინტელექტის თემა განმარტეთ — რომ ის ეხება კომპიუტერული სისტემების და ალგორითმების განვითარებას, რომლებსაც ადამიანის ინტელექტისა და ქცევის სიმულაცია შეუძლიათ.
  2. განიხილეთ AI-ის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენების თაიმლაინი და ამ სფეროში ძირითადი ეტაპები.
  3. აჩვენეთ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების მაგალითები და ახსენით, როგორ იყენებენ მათ სხვადასხვა ინდუსტრიასა და დარგში.
  4. განიხილეთ საზოგადოებაზე AI-ის პოტენციური დადებითი და უარყოფითი ზემოქმედება.

პოდკასტის სტუმრების პოვნა

თუ გაინტერესებთ, ვინ შეიძლება იყოს საუკეთესო სტუმარი თქვენი Web3 მარკეტინგის პოდკასტისთვის, ChatGPT ამაში დაგეხმარებათ:

«თქვენი Web3 მარკეტინგის პოდკასტის იდეალური სტუმრების რამდენიმე მაგალითი შეიძლება იყოს:

  1. ტიმ ბერნერ-ლი —მსოფლიო ქსელის გამომგონებელი;
  2. კრის დიქსონი — Andreessen Horowitz-ის გენერალური პარტნიორი;
  3. ვიტალიკ ბუტერინი — Ethereum-ის დამფუძნებელი;
  4. ჯო ლუბინი — ConsenSys-ის დამფუძნებელი;
  5. სიუზან ფაულერი, Whistleblower-ის ავტორი».

დანაშაულთან ბრძოლა

ერთ-ერთმა ენთუზიასტმა, ზაკ საიპერტმა, ChatGPT-ს რამდენიმე გაუხსნელი მკვლელობის საქმე მიაწოდა და შედეგები დამაიმედებელი აღმოჩნდა.

«ChatGPT-მა საქმე შესანიშნავად შეასრულა… დანაშაული, ეჭვმიტანილები, მინიშნებები და სხვა, ეს საოცარი იყო. ფსონს ვდებ, რომ გამოცდილი დეტექტივებისა და ChatGPT-ის კოლაბორაციით, რამდენიმე გაუხსნელი საქმის მოგვარებაა შესაძლებელი», — აღნიშნა საიპერტმა.

მუზა

შეუძლია თუ არა ხელოვნური ინტელექტს მხატვრული ლიტერატურის მწერლის ემოციურ მოთხოვნებისა და მუზის შევსება? 

ავტორის, ჯოან ტეილორის, თქმით, ამ დავალებას ChatGPT თავს იდეალურად ართმევს.

ავეჯის დიზაინი

ChatGPT-ს გამოყენება ავეჯის დიზაინის შესაქმნელადაც შეიძლება. 

თუ მას მაგიდის დიზაინის შექმნას მოსთხოვთ, მსგავს შედეგს მიიღებთ: 

სერიალისთვის სცენარის დაწერა

ამ ტექნოლოგიის გამოყენებით სკოტ სკოუკოფტმა სერიალისთვის პატარა სცენარი დაწერა, რომლის ნახვაც აქ შეგიძლიათ.

გასაუბრებისთვის მომზადება 

ChatGPT-ის დახმარებით, გასაუბრებაზე ნაკლებად ინერვიულებთ. ის ინტერვიუს დროს დასასმელ პოტენციურ კითხვებსა და პასუხებს გვთავაზობს. ამისთვის ჩვენ მხოლოდ კონკრეტული თემისა და პროფესიის მითითება გვევალება. მაგალითად, გაყიდვების მენეჯერი:

კითხვა: როგორ ფიქრობთ, როგორ იმოქმედებს ტექნოლოგია გაყიდვების პროფესიაზე?

პასუხი: უახლოეს წლებში ტექნოლოგია გაყიდვების პროფესიაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ზოგიერთი გზა, რომ ტექნოლოგიამ გაყიდვების პროფესიაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს რუტინული ამოცანების შესასრულებლად, მოიცავს ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის მზარდ გამოყენებას. გარდა ამისა, ელექტრონული კომერციისა და ონლაინ გაყიდვების არხების ზრდა გაყიდვების ლანდშაფტის შეცვლას გააგრძელებს.

საჩუქრის იდეა

არ იცი, რა უყიდო საყვარელ ადამიანს საშობაოდ? კითხე ChatGPT-ს და ის აუცილებლად დაგეხმარება. მაგალითად, მიუთითეთ საშუალო ასაკის ქალი, რომელსაც ჯგუფი The Eagles უყვარს. ფასი, დაახლოებით, 200 დოლარი.

პასუხი: ერთი პოტენციური საჩუქრის იდეა შუახნის ქალისთვის, რომელსაც The Eagles უყვარს, მათი ერთ-ერთი კლასიკური ალბომის, «Hotel California» ან «The Long Run» ვინილის ჩანაწერია. ვინილის ჩანაწერები ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

რთული ცნებების განმარტება

ChatGPT-ს შეგიძლიათ კვანტური ფიზიკის ახსნა ისე სთხოვოთ, თითქოს 10 წლის ხართ, ის კი შეეცდება, პასუხი რაც შეიძლება მარტივი და გასაგები იყოს: 

«კვანტური ფიზიკა მეცნიერების ფილიალია, რომელიც სწავლობს, თუ როგორ მოქმედებენ პაწაწინა ნაწილაკები, როგორიცაა ატომები და სუბატომიური ნაწილაკები. ეს ნაწილაკები იმდენად მცირეა, რომ ისინი ყოველთვის არ იცავენ იმავე წესებს, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ და ვხვდებით».

რედაქტირება AP სტილისთვის

ბლოგების, ჟურნალებისა და წიგნების უმეტესობა AP სტილის მითითებებს იცავს. სთხოვეთ ChatGPT-ს ტექსტი ამ სტილის მიხედვით შეასწოროს და ის საქმეს იდეალურად შეასრულებს.

მაგალითად, თუ მოითხოვთ კრეატიულ სათაურს AP სტილის მიხედვით ბლოგისთვის, რომელშიც ChatGPT-ს ოც სახალისო და საინტერესო გამოყენებაზე საუბრობთ, ის რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ:

  • 20 სახალისო და კრეატიული გზა ChatGPT-ის გამოსაყენებლად: თამაშებიდან ტესტებამდე და სხვა
  • ChatGPT-ის გამოყენების გზამკვლევი გართობისთვისა და კრეატიულობისთვის
  • ChatGPT-ის 20 გასართობი დანიშნულება, რომელზეც არასდროს გსმენიათ.

როგორც ხედავთ, ჩვენი სტატიის სათაურიც ChatGPT-ს შევარჩევინეთ.

საუკეთესო უფასო AI ინსტრუმენტები რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ
საუკეთესო უფასო AI ინსტრუმენტები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ
თემის მიხედვით
საუკეთესო უფასო AI ინსტრუმენტები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ
DALL·E 2 - ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით
DALL·E 2 — ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით
თემის მიხედვით
DALL·E 2 — ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით


ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.