ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა ტექნოლოგიური ღონისძიებები ჩატარდება საქართველოში 2024 წლამდე

სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ქართული IT სფერო ღონისძიებებით დატვირთულია. ახალ წლამდე ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური კონფერენცია გელოდებათ.  

კომენტარის დატოვება

27 ოქტომბერს Startup Grind Tbilisi და საქართველოს ბანკი Fintech-ის ვარსკვლავს, Bigpay-ის CTO-ს, საიმონ ვანს-კოლინას უმსაპინძლებს. ღონისძიება Tbilisi Marriot-ში გაიმართება. 

Startup Grind საქართველოს ბანკთან ერთად BigPay-ის CTO-ს უმასპინძლებს
Startup Grind საქართველოს ბანკთან ერთად BigPay-ის CTO-ს უმასპინძლებს
თემის მიხედვით
Startup Grind საქართველოს ბანკთან ერთად BigPay-ის CTO-ს უმასპინძლებს

31 ოქტომბერს,  «რესპუბლიკაში», Agile mentor-ის ორგანიზებით, ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. თიბისის მხარდაჭერით მთავარი გამომსვლელი, «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, დოქტორ ალისტერ ქობერნი იქნება, რომელიც ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთვება. 

ალისტერ ქობერნი, 2020 წელს დასახელდა «ყველა დროის 42 უდიდეს სოფთვეარ პროფესიონალს» შორის, როგორც მსოფლიო დონის ექსპერტი მეთოდოლოგიებში, პროექტების მენეჯმენტში, სოფთვეარ არქიტექტურაში, ე.წ. use case-ებსა და ეჯაილ დეველოპმენტში.

თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება
თემის მიხედვით
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება
AgileXchange Vol. 2 —  მთავარი სპიკერი „ეჯაილ მანიფესტოს“ თანაავტორი ალისტერ ქობერნია
AgileXchange Vol. 2 —  მთავარი სპიკერი «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, ალისტერ ქობერნია
თემის მიხედვით
AgileXchange Vol. 2 —  მთავარი სპიკერი «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, ალისტერ ქობერნია

3 ნოემბერს, სასტუმრო «ბილტმორში», ჩატარდება Customer Experience (CX) Business Summit. ღონისძიებას წარმოგიდგენთ CX hub და UPWAY. 

CX Business Summit-ზე მთავარი სპიკერი CX ექსპერტი, კონსულტანტი და არაერთი წიგნის ავტორი, შონ ბელდინგი (Shaun Belding) იქნება. ღონისძიება კომპანიების მენეჯმენტს და დამსწრე აუდიტორიას მისცემს CX მართვის მიდგომების გაცნობის, ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობას.

3 ნოემბერს, პროკრედიტ ბანკის, VISA-ს და აქსელის ორგანიზებით გაიმართება  ღონისძიება — Business Insights: Navigating the Future. 

შეხვედრა სასტუმრო სტამბაში, არაფორმალური საუბრების ფორმატში ჩატარდება და 250+ დამსწრეთა შორის გააერთიანებს პროკრედიტ ბანკის, VISA-ს კლიენტებსა და პარტნიორებს და აქსელის წევრ ანგელოზ ინვესტორებს. 

დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ სხვადასხვა ინდუსტრიების ლიდერებს, გააზიარონ გამოცდილება, გაცვალონ იდეები და დაამყარონ ბიზნეს კავშირები. 

სპიკერები:

  • სემი ქოენი | Leo Institute 
  • ალექს მატუა | Procredit Bank
  • ნათია გავარდაშვილი | VISA
  • ერეკლე ზურმუხტაშვილი | Leavingstone
  • გიორგი სიმონგულაშვილი | GEC Consulting
  • ვალერიან გეგიძე | Gegidze CA
  • ანა რობაქიძე | Theneo
  • გიორგი მიქაია | Crosty

ნახეთ დეტალურად 👈

რას ითხოვენ ანგელოზი ინვესტორები სტარტაპებისგან — ინტერვიუ ირო ცაგარეიშვილთან
რას ითხოვენ ანგელოზი ინვესტორები სტარტაპებისგან — ინტერვიუ ირო ცაგარეიშვილთან
თემის მიხედვით
რას ითხოვენ ანგელოზი ინვესტორები სტარტაპებისგან — ინტერვიუ ირო ცაგარეიშვილთან

9-11 ნოებერს აქსის თაუერსში, სასტუმრო პულმანში რიგით მეშვიდე Data Fest Tbilisi ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება 3 ჰაკათონი: დემტექი; გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონი და ჰაკათონი ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ. 

ჰაკათონებში მონაწილეობის მიღება მკვლევრებს, ვებ და გრაფიკულ დიზაინერებს, დეველოპერებს, მონაცემთა მეცნიერებს, ჟურნალისტებს, კომუნიკაციების სპეციალისტებს, მარკეტოლოგებს, არტისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველას შეუძლია, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიებისა და მონაცემების ვიზუალიზაციის როლი დემოკრატიისა და  ადამიანის უფლებების სფეროში.

წელს DataFest Tbilisi სამ ჰაკათონს უმასპინძლებს
წელს DataFest Tbilisi სამ ჰაკათონს უმასპინძლებს
თემის მიხედვით
წელს DataFest Tbilisi სამ ჰაკათონს უმასპინძლებს

7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციას Touch 23. ღონისძიება დატვირთული იქნება სპიკერების გამოსვლებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით.

ასევე წაიკითხეთ
Web Summit 2023-ში 18 ქართული სტარტაპი მონაწილეობს
Web Summit 2023-ში 18 ქართული სტარტაპი მონაწილეობს
Web Summit 2023-ში 18 ქართული სტარტაპი მონაწილეობს
პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში ტექნოლოგიურ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური კონფერენცია, Web Summit დაიწყო, რომელიც 13-დან 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. მას მსოფლიოს 160 ქვეყნიდან 70 000 ადამიანი ესწრება — ასეულობით სტარტაპი და ტექნოლოგიური ორგანიზაცია. მათ შორის, არაერთი სტარტაპი და საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანია საქართველოდან. 
როგორ ჩაიარა DataFest Tbilisi 2023-ის პირველმა დღემ
როგორ ჩაიარა DataFest Tbilisi 2023-ის პირველმა დღემ
როგორ ჩაიარა DataFest Tbilisi 2023-ის პირველმა დღემ
9 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესმა ფესტივალმა, DataFest Tbilisi 2023-მა აიღო სტარტი, რომელიც 11 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„რესპუბლიკაში
„რესპუბლიკაში" Agile mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით Agile Summit გაიმართა
„რესპუბლიკაში" Agile mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით Agile Summit გაიმართა
31 ოქტომბერს «რესპუბლიკაში», Agile mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართა. ღონისძიების მთავარი სპიკერი «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, დოქტორი ალისტერ ქობერნი იყო. ის ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთო. 
DataFest Tbilisi 2023-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება
DataFest Tbilisi 2023-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება
DataFest Tbilisi 2023-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება
წლევანდელი DataFest Tbilisi 2023,  რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალია, წელს უკვე მეშვიდედ, 9-11 ნოემბერს ჩატარდება. dev.ge DataFest Tbilisi 2023-ის მედიაპარტნიორია. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.