ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

წელს DataFest Tbilisi სამ ჰაკათონს უმასპინძლებს

წელს DataFest Tbilisi სამ ჰაკათონს მასპინძლობს: დემტექი; გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონი და ჰაკათონი  ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ. 

კომენტარის დატოვება

ჰაკათონებში მონაწილეობის მიღება მკვლევრებს, ვებ და გრაფიკულ დიზაინერებს, დეველოპერებს, მონაცემთა მეცნიერებს, ჟურნალისტებს, კომუნიკაციების სპეციალისტებს, მარკეტოლოგებს, არტისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველას შეუძლია, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიებისა და მონაცემების ვიზუალიზაციის როლი დემოკრატიისა და  ადამიანის უფლებების სფეროში.

შერჩეული კანდიდატები DataFest Tbilisi 2023-ზე, რომელიც 9-11 ნოემბერს ჩატარდება, დასწრებას უფასოდ შეძლებენ და მენტორობის კურსს გაივლიან, რომელსაც, ტექნოლოგიების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების სფეროს ექსპერტები წარუძღვებიან.

მონაწილეებს თავიანთი პროექტების წარდგენა ფესტივალის დახურვით საღამოზე, ჟიურის წინაშე მოუწევთ. 

ჰაკათონში გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ, დემტეკის გამარჯვებული კი დამატებით, მონაწილეობას მიიღებს სტაჟირების პროგრამაში The Democracy Tech Entrepreneur და კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე გაემგზავრება, რომელიც 2024 წლის მაისშია დაგეგმილი. 

დემტექის შესახებ:

ამ ჰაკათონში  შერჩეულმა მონაწილეებმა მონაცემთა ვიზუალიზაციის ან ტექნოლოგიური პროექტები შემდეგ საკითხებზე უნდა შექმნან:

  • საარჩევნო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა ინტერაქციული მედიაპლატფორმების დახმარებით;
  • ამომრჩევლის  ინფორმირება ციფრული რესურსების გამოყენებით;
  • ციფრულ სამყაროში დეზინფორმაციასთან და მისინფორმაციასთან ბრძოლა, სხვადასხვა ინსტრუმენტის დახმარებით. 

მონაწილეობის მისაღებად, 29 ოქტომბრამდე უნდა შეავსოთ აპლიკაცია 👈

ჰაკათონი გენდერულ საკითხებზე: 

ამ ჰაკათონში შერჩეულმა მონაწილეებმა მონაცემთა ვიზუალიზაციის პროექტები სხვადასხვა ფორმატით უნდა შექმნან: ინფოგრაფიკა, ანიმაცია, ინტერაქციული ვიზუალიზაცია, თამაში და სხვა. მონაწილეები ვიზუალიზაციას UN Women-ის მიერ, ქალების აუნაზღაურებელ შრომაზე  ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით შექმნიან.

მონაწილეობის მისაღებად, 👉 აპლიკაცია უნდა შეავსოთ 1 ნოემბრამდე 👈

ჰაკათონი სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ:

ეს ჰაკათონი ევროპის საბჭოსთან პარტნიორობით მოეწყობა და შერჩეულმა მონაწილეებმა მონაცემთა ვიზუალიზაციის, ანტექნოლოგიური პროექტები უნდა შექმნან, რომლებიც ციფრულ სამყაროში ქალთა მიმართ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. (მაგ: ქვიზი, გიფი, ინფოგრაფიკა, ჩათბოტი, მონიტორინგისა და ანალიზის პლატფორმა და სხვა)

მონაწილეობის მისაღებად, 1 ნოემბრამდე უნდა შეავსოთ აპლიკაცია 👈

DataFest Tbilisi 2023, რომლის ფარგლებშიც ჰაკათონები ტარდება, აღმოსავლეთ ევროპასა და  ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური ფესტივალია.

ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 4 ათასზე მეტ მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორქშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, და Amazon.

DataFest Tbilisi 2023-ის ორგანიზატორია ფორსეტი — არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომოანიის უნიკალური ჰიბრიდი. მისი მიზანია, სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, ევროპის საბჭო, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა.

ForSet  — ორგანიზაცია რომელიც საყოველთაო სიკეთის იდეას ეფუძნება
ForSet — ორგანიზაცია, რომელიც საყოველთაო სიკეთის იდეას ეფუძნება
თემის მიხედვით
ForSet — ორგანიზაცია, რომელიც საყოველთაო სიკეთის იდეას ეფუძნება

ასევე წაიკითხეთ
როგორ ჩაიარა DataFest Tbilisi 2023-ის პირველმა დღემ
როგორ ჩაიარა DataFest Tbilisi 2023-ის პირველმა დღემ
როგორ ჩაიარა DataFest Tbilisi 2023-ის პირველმა დღემ
9 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესმა ფესტივალმა, DataFest Tbilisi 2023-მა აიღო სტარტი, რომელიც 11 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
DataFest Tbilisi 2023-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება
DataFest Tbilisi 2023-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება
DataFest Tbilisi 2023-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება
წლევანდელი DataFest Tbilisi 2023,  რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალია, წელს უკვე მეშვიდედ, 9-11 ნოემბერს ჩატარდება. dev.ge DataFest Tbilisi 2023-ის მედიაპარტნიორია. 
MDF იუნესკოს გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჰაკათონს გამართავს
MDF იუნესკოს გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჰაკათონს გამართავს
MDF იუნესკოს გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჰაკათონს გამართავს
DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
DataFest Tbilisi 2023 მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
DataFest Tbilisi 2023 -ს მესამე დღე, 11 ნოემბერი,  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, სტარტაპების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიების შეხვედრის ადგილად იქცევა. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.