ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Startup Grind საქართველოს ბანკთან ერთად BigPay-ის CTO-ს უმასპინძლებს

თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმზე ვაჭრობისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო წარმომადგენლებს მასპინძლობს — Startup Grind და საქართველოს ბანკი 27 ოქტომბერს Fintech-ის ვარსკვლავს, Bigpay-ის CTO-ს, საიმონ ვანს-კოლინას უმსაპინძლებს, რომელიც საქართველოს თვალს აქტიურად ადევნებს.

კომენტარის დატოვება

საიმონ ვანს-კოლინა ქართველ დამფუძნებლებსა და ადგილობრივ ბიზნეს ლიდერებს Tbilisi Marriott-ში საკუთარ ისტორიას გაუზიარებს. ის ასევე დამფუძნებლებს შეხვდება და მათთან საბანკო მომავლის შესახებ ისაუბრებს.

საიმონი მსოფლიოში ცნობილი ციფრული ბანკის, Monzo-ს დამფუძნებელი გუნდის წევრი იყო დიდ ბრიტანეთში და Fintech ინოვაციების სფეროში მაღალი დონის ექსპერტად ითვლება. ის Monzo Bank-ში ღია საბანკო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა და ასევე ღია საბანკო სამუშაო ჯგუფის (Open Banking Working Group) ნაწილი იყო, რომელმაც დიდ ბრიტანეთში ღია ბანკინგი განსაზღვრა.

Monzo-ს შემდეგ ის Big Pay ბანკის თანადამფუძნებელი და CTO გახდა — ციფრული ბანკი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს.

BigPay-ის შემდეგ, საიმონს კიდევ ერთი, უფრო ინოვაციური პროექტის გაკეთება სურს, რომელიც ჯერ არ არის დაანონსებული, მაგრამ ცნობილია, რომ იდეის განხორციელებას საქართველოში განიხილავს.

გარდა ამისა, Startup Grind საბანკო საქმიანობის მომავალსა და «შემდეგი თაობის» Fintech-ზე მოკლე პანელურ დისკუსიას გამართავს.

ღონისძიება დაფინანსებულია Fintech.ge-ს მიერ და ორგანიზებას Startup Grind Tbilisi უწევს, რომელიც Startup Grind-ის გლობალური ქსელის ნაწილია.

შეიძინეთ ბილეთები

ლევან შალამბერიძე: სტარტაპერებს ვურჩევ იცოდნენ სად გავლენ საქართველოს ბაზრის შემდეგ
ლევან შალამბერიძე: სტარტაპერებს ვურჩევ, იცოდნენ, სად გავლენ საქართველოს ბაზრის შემდეგ
თემის მიხედვით
ლევან შალამბერიძე: სტარტაპერებს ვურჩევ, იცოდნენ, სად გავლენ საქართველოს ბაზრის შემდეგ

ასევე წაიკითხეთ
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
Startup Grind Tbilisi — აუდიტორიის წინაშე BigPay-ის CTO, საიმონ ვანს კოლინა წარსდგა
Startup Grind Tbilisi — აუდიტორიის წინაშე BigPay-ის CTO, საიმონ ვანს კოლინა წარსდგა
Startup Grind Tbilisi — აუდიტორიის წინაშე BigPay-ის CTO, საიმონ ვანს კოლინა წარსდგა
27 ოქტომბერს Tbilisi Marriott-ში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, სადაც ქართველი დამფუძნებლები და ადგილობრივი ბიზნეს ლიდერები საიმონ ვანს კოლინას შეხვდნენ.
Space International-ს 24 ახალი ვაკანსია აქვს — გაეცანით!
Space International-ს 24 ახალი ვაკანსია აქვს — გაეცანით!
Space International-ს 24 ახალი ვაკანსია აქვს — გაეცანით!
Space International-ს 24 ახალი ვაკანსია აქვს.
რა ტექნოლოგიური ღონისძიებები ჩატარდება საქართველოში 2024 წლამდე
რა ტექნოლოგიური ღონისძიებები ჩატარდება საქართველოში 2024 წლამდე
რა ტექნოლოგიური ღონისძიებები ჩატარდება საქართველოში 2024 წლამდე
სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ქართული IT სფერო ღონისძიებებით დატვირთულია. ახალ წლამდე ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური კონფერენცია გელოდებათ.  
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.