31 ოქტომბერს, «რესპუბლიკაში», Agile mentor-ის ორგანიზებით, ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. თიბისის მხარდაჭერით მთავარი გამომსვლელი, «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, დოქტორ ალისტერ ქობერნი იქნება, რომელიც ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთვება.
ღონისძიების მთავარი აქცენტი წელს Heart of Agile იქნება, თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებს ყველა ინდუსტრიაში და არამხოლოდ — სოფთვეარ დეველოპმენტში.
ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუსვან კითხვები ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორს, ჩაერთონ ნეთვორქინგში, გაიცნონ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან, როგორიცაა საერთაშორისოდ ცნობილი ეჯაელ ექსპერტი- ანტონ მარკი.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმობა პანელურ დისკუსიას, რომელზეც ქართული ტექნოლოგიური კომპანიები დანერგილ ეჯაილ გამოცდილებას გააზიარებენ.
ღონისძიების მთავარი სპიკერი, დოქტორი ალისტერ ქობერნი, 2020 წელს დასახელდა «ყველა დროის 42 უდიდეს სოფთვეარ პროფესიონალს» შორის, როგორც მსოფლიო დონის ექსპერტი მეთოდოლოგიებში, პროექტების მენეჯმენტში, სოფთვეარ არქიტექტურაში, ე.წ. use case-ებსა და ეჯაილ დეველოპმენტში.
თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა.
ღონისძიებაზე დამსწრეების მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ბმულზე.
თიბისიმ საქართველოში Agile ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. მრავალ უპირატესობასთან ერთად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ აუცილებელია, რომ გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მუდმივად ვითარდებოდეს, პროგრესირებდეს და მოთხოვნების შესაბამისად, ცვლიდეს მიდგომებს.
თიბისის მხარდაჭერით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია, GITI გაიმართება
11-12 დეკემბერს აქსისში საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება. რიგით მე-13 GITI კონფერენცია ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრის, ხოლო სახელმწიფო და კერძო უწყებებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობას აძლევს.
თიბისიში საკრედიტო პროდუქტების განაცხადების დამუშავებისა და სესხების გაცემის პროცესების ავტომატიზაციის სისტემის დეველოპმენტისთვის მსოფლიოში მოწინავე Low-Code პლატფორმას, OutSystems-ს იყენებენ.
OutSystems, რომელიც 2001 წელს ლისაბონში დაფუძნდა, წელიწადში 3 მასშტაბურ კონფერენციას ატარებს 3 სხვადასხვა კონტინენტსა და ქვეყანაში — აშშ-ში, პორტუგალიასა და ინდოეთში. თიბისის OutSystems დეველოპერები და ასოცირებული პარტნიორები: მიხეილ ოსიპოვი, ლევან ტეტემაძე, ირინა კაზარიანი და ჯაბა აგულაშვილი ღონისძიებას ლისაბონში, 12-13 სექტემბერს დაესწრნენ.
მიხეილ ოსიპოვმა dev.ge-სთან კონფერენციის დეტალებზე, მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო. თუ ხარ 13-დან 18 წლამდე გოგო საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან და გაინტერესებს ტექნოლოგიები, მაშინ პროექტი შენთვისაა.