ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

27 აპრილს, ბათუმში, Startup Grind ანტრეპრენერ შოლა აბიდოიეს უმასპინძლებს

ბათუმში  Startup Grind Tbilisi-ის ღონისძიებების სერია გრძელდება. მომდევნო ღონისძიება 27 აპრილს გაიმართება. მოწვეული სპიკერი შოლა აბიდოიე საერთაშორისო კონსულტანტი და მეწარმეა, რომელიც რამდენიმე კვირით სტუმრობს ბათუმს. თუმცა, აქ დასახლებასაც განიხილავს. 

კომენტარის დატოვება

ინჟინრების ოჯახში დაბადებულმა შოლამ, აშშ-სა და შვედეთში კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტში დაინახა დიდი პოტენციალი და გახდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატების მამოძრავებელი ძალა. 

დღეს ის საერთაშორისო მოგზაური, «ციფრული მომთაბარე» და Bankso Nomad Fest-ის თანამფლობელია, რომელიც საერთაშორისოდ ცნობილი ტექ ფრილანსერებისა და მეწარმეების თავშეყრის ადგილია ბულგარეთში. 

ღონისძიებაზე შოლა ისაუბრებს AI-ს როლზე ბიზნესის წარმატებაში და იმაზე, თუ როგორ აუცილებლობას წარმოადგენს ის დღეს — ზუსტად ისე, როგორც ადრე ვებსაიტის ქონა იყო. «ხელოვნური ინტელექტი „ახალი“ და უჩვეულოა, მაგრამ ძალიან მალე გახდება ყოველდღიურობის ნაწილი.» ამბობს ის.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დისკუსია ბათუმზე და საერთაშორისო ტექ-ნიჭისა და დამფუძნებლების მოსაზიდად გადასადგმელ ნაბიჯებზე. შოლა აბიდოიე თავად გახლავთ გამოცდილი «მომთაბარე» და იცის თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ბათუმის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდნენ. 

სტარტაპ გრაინდ თბილისი გიწვევთ ნეთვორქინგზე, რათა გააზიაროთ თქვენი ხედვა ბათუმის წარმატებულ მომავალზე და იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის შესაქმნელად. 

ღონისძიება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყენებენ AI ინსტრუმენტებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ისინი მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ინსტრუმენტებია ხელმისაწვდომი და როგორ შეიძლება მათი გამოყენება რთული და შრომატევადი ამოცანების ავტომატიზაციისთვის.

«ეფექტურობის გაზრდის ხერხების სწავლა ნებისმიერი ბიზნესის მფლობელისთვის მნიშვნელოვანი  ინვესტიციაა.» — ამბობს სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი კოლინ დონოჰიუ.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან გენერალური სპონსორი — საქართველოს ბანკი ბიზნესი, ქ. ბათუმის მერია, თელიანი ველი, რიპლ სფეისი, ნექსია, ბათუმის ამერიკული კუთხე, Entrepreneur და dev.ge.

  • ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
  • რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს 👈

ასევე წაიკითხეთ
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგ ღონისძიებას გამართავს
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგ ღონისძიებას გამართავს
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგ ღონისძიებას გამართავს
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგი ღონისძიებით ბრუნდება  მათთვის, ვისაც სტარტაპის მართვის შიდა სამზარეულოსა და მამაკაცების მიერ დომინირებულ ტექნოლოგიების სფეროში ქალი დამფუძნებლის მოღვაწეობის თავისებურებებზე მეტის გაგება სურს.
ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი — 15 დეკემბერს Startup Grind-ის ღონისძიება ჩატარდა
ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი — 15 დეკემბერს Startup Grind-ის ღონისძიება ჩატარდა
ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი — 15 დეკემბერს Startup Grind-ის ღონისძიება ჩატარდა
15 და 19 დეკემბერს, თბილისსა და ბათუმში Startup Grind-ის ღონისძიებები ჩატარდება
15 და 19 დეკემბერს, თბილისსა და ბათუმში Startup Grind-ის ღონისძიებები ჩატარდება
15 და 19 დეკემბერს, თბილისსა და ბათუმში Startup Grind-ის ღონისძიებები ჩატარდება
15 დეკემბერს თბილისში, 19 დეკემბერს კი ბათუმში Startup Grind-ის ტექ ღონისძიებები გაიმართება. 
Startup Grind Tbilisi — აუდიტორიის წინაშე BigPay-ის CTO, საიმონ ვანს კოლინა წარსდგა
Startup Grind Tbilisi — აუდიტორიის წინაშე BigPay-ის CTO, საიმონ ვანს კოლინა წარსდგა
Startup Grind Tbilisi — აუდიტორიის წინაშე BigPay-ის CTO, საიმონ ვანს კოლინა წარსდგა
27 ოქტომბერს Tbilisi Marriott-ში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, სადაც ქართველი დამფუძნებლები და ადგილობრივი ბიზნეს ლიდერები საიმონ ვანს კოლინას შეხვდნენ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.