საქართველოში პირველი Agile სამიტის ორგანიზების შემდეგ, Agile Mentor განსაკუთრებული ამბისთვის ემზადება — 31 ოქტომბრის ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაშე «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, დოქტორი ალისტერ ქობერნი წარდგება.

2020 წელს დოქტორი ალისტერ ქობერნი დასახელდა «ყველა დროის 42 უდიდეს სოფთვეარ პროფესიონალს» შორის, როგორც მსოფლიო დონის ექსპერტი მეთოდოლოგიებში, პროექტების მენეჯმენტში, სოფთვეარ არქიტექტურაში, ე.წ. use case-ებსა და ეჯაილ დეველოპმენტში.
ის არის «ეჯაილ მანიფესტოსა» და «პროექტების მენეჯმენტის ურთიერთდამოკიდებულების დეკლარაციის» თანაავტორი. 2015 წლიდან ალისტერ ქობერნი მუშაობს ეჯაილის გავრცელებაზე ყველა სახის ინიციატივების დასაფარად, მათ შორის, სოციალურ და სამთავრობო პროექტებსა თუ ოჯახებში.
ეჯაილი გახდა ძალიან კომპლექსური და პოპულარული წარმოდგენით, ფოკუსირებული სოფთვეარ პროდუქტებზე, როდესაც რეალურად, შესაძლებელია მისი მორგება ნებისმიერ ინდუსტრიასა თუ ინიციატივაზე.
ალისტერ ქობერნი აღწერს ეჯაილის «გულს» (Heart of Agile), როგორც უმარტივესი ქმედებების ერთობლიობას, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი განსხვავება მოგვიტანოს სამუშაო პროცესში. ეს ყოველივე მოიცავს 4 ძირითად ქმედებას: კოლაბორაცია (Collaborate), მიწოდება (Deliver), რეფლექსია (Reflect), გაუმჯობესება (Improve).
ამ 4 ქმედებაზე ფოკუსირება იძლევა შესაძლებლობას, ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებს ყველა ინდუსტრიაში და არამხოლოდ — სოფთვეარ დეველოპმენტში.
როგორც Agile Mentor-ში ამბობენ, ძალიან უხარიათ, რომ ამ ღონისძიებით შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ საქართველოს დამკვიდრებას ეჯაილის მსოფლიო რუკაზე.
ღონისძების დაწყების დრო 18:30–ია.
ის «რესპუბლიკაში» გაიმართება, თბილისში, ვარდების მოედანზე. ჰობრიდულ ფორმატში: გექნებათ ადგილზე და ონლაინ დასწრების შესაძლებლობა, სპიკერების ნაწილი გამოვა ონლაინ, ინტერაქციულ ფორმატში.
2 საათიანი ღონისძიების განმავლობაში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:
დაუსვათ კითხვები ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორს.
ჩაერთოთ ნეთვორქინგში: გაიცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან.
მიიღოთ მონაწილეობა ინტერაქტიულ ვორქშოპში ჩვენს მოწვეულ ეჯაილ ექსპერტებთან ერთად.
ინფორმაცია სხვა გამოსვლელებისა და აქტივობების შესახებ, პერიოდულად დაიდება როგორც ივენთში, ასევე Agile Mentor-ის ფეისბუქ გვერდზე 👈
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: TBC, Lineate, Apeople, GPI Holding.
ღონისძიების პარტნიორები არიან: GITA, HRPA, Dev.ge, EduTech, EPAM, Tallium Digital
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. ღონისძიების მთავარი აქცენტია Heart of Agile — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.
Agile Summit — 5 დღე საერთაშორისო ეჯაილ ღონისძიებამდე