ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Phubber — მოდის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა

ყოველწლიურად დედამიწაზე 100 მილიარდი ერთეული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარი იწარმოება — დაახლოებით 10-12 ერთეული ერთი ადამიანისთვის. ისინი ძირითადად მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, ბავშვების შრომისა და გარემოს დაბინძურების ხარჯზე იქმნება. 100 მილიარდი ერთეულის 85% იმავე წელს ნაგავსაყრელზე ხვდება. გაყიდული სამოსის 80% ჩვენს გარდერობშია გამოკეტილი ისე, რომ წლის განმავლობაში, შეიძლება, მხოლოდ ერთხელ ჩავიცვათ.

Phubber მოდის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმაა. ის მომხმარებლებს მოუწოდებს, ნაცვლად სწრაფი მოდის ბრენდების გამოყენებისა, რომლებიც გარემოს საფრთხეს უქმნიან, სამოსი სხვა მომხმარებლებისგან შეიძინონ — გაცვალონ ის მარაგები, რომლებიც მათ გარდერობებში მოიპოვება.

კომენტარის დატოვება
Phubber — მოდის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა

ყოველწლიურად დედამიწაზე 100 მილიარდი ერთეული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარი იწარმოება — დაახლოებით 10-12 ერთეული ერთი ადამიანისთვის. ისინი ძირითადად მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, ბავშვების შრომისა და გარემოს დაბინძურების ხარჯზე იქმნება. 100 მილიარდი ერთეულის 85% იმავე წელს ნაგავსაყრელზე ხვდება. გაყიდული სამოსის 80% ჩვენს გარდერობშია გამოკეტილი ისე, რომ წლის განმავლობაში, შეიძლება, მხოლოდ ერთხელ ჩავიცვათ.

Phubber მოდის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმაა. ის მომხმარებლებს მოუწოდებს, ნაცვლად სწრაფი მოდის ბრენდების გამოყენებისა, რომლებიც გარემოს საფრთხეს უქმნიან, სამოსი სხვა მომხმარებლებისგან შეიძინონ — გაცვალონ ის მარაგები, რომლებიც მათ გარდერობებში მოიპოვება.

Phubber გიორგი ჩუგოშვილმა ანანო დოლაბერიძესთან ერთად 2019 წლის 22 მარტს გაააქტიურა. თუმცა, იდეაზე მუშაობა 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

«Phubber-ის შექმნის იდეას თავისი ლოგიკური მიზეზები ჰქონდა. მე ათი წელი კორპორაციულ სექტორში ვიყავი, ფინანსებში, პროგრამულ უზრუნველყოფაში, ინფრასტრუქტურულ დეველოპმენტში და მინდოდა რამე ჩემი დამეწყო. მეორე მხრივ, იყო ანანო დოლაბერიძე, ჩემი პარტნიორი, რომელიც მოდის ინდუსტრიაში იყო და იგივე სურვილი ამოძრავებდა. დიდი გამოცდილება დააგროვა მოდის ინდუსტრიაში. ვიცოდი, რომ ანანო ძალიან მაგარია თავის საქმეში და მშრომელია. ანანომაც იცოდა, რომ მეც ჩემი მხრივ ძლიერი მხარეები მაქვს და ეს მომენტი სულ გვქონდა, რომ რაღაც შეიძლებოდა ერთად გაგვეკეთებინა.» — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.

გიორგის ინსპირაცია Insider-ის სტატია გახდა Depop-ზე, რომელიც Phubber-ის ანალოგიური ბრიტანული პლატფორმაა Gen Z ბრიტანელებისთვის. თუმცა, სტატიამდეც მუშაობდნენ იდეაზე, რომ შეექმნათ სტანდარტული ელექტრონული კომერციის პლატფორმა სამოსისთვის.

«ამას ერთი პრობლემა აქვს, მარაგებში ინვესტიცია უნდა ჩადო, რაღაცნაირად უნდა იყიდო ნივთები, რომ შემდეგ გაყიდო. უნდა დააფინანსო ეს მარაგები. მაგალითად, დიდ კომპანიებს საქართველოში დაახლოებით 20-დან 30 მილიონ ლარამდე მარაგები აქვთ იმისთვის, რომ მაღაზიები და ელექტრონული კომერციის პლატფორმა ჰქონდეთ. ეს რესურსი არ გვქონდა, შესაბამისად, ცოტა ყურები ჩამოვყარე. თუმცა, შემდეგ Insider-ის სტატია წავიკითხე და ნათურა რომ გაანათებს ხოლმე, ის მომენტი მქონდა. შეიძლება გქონდეს ყველაზე დიდი ონლაინ ტანსაცმლის მაღაზია საქართველოში ისე, რომ საერთოდ არ გქონდეს მარაგი. ნივთები ადამიანების გარდერობებში ალაგია». — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.

Phubber  ციფრული პლატფორმაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების მყიდველებს და გამყიდველებს, პირველ რიგში, ფიზიკურ პირებს. თუმცა, Phubber-ზე გამყიდველი შეიძლება იყოს ქართველი დიზაინერი, მცირე მდგრადი (sustainable) ბრენდი, მაგრამ არა —  მასობრივი ბაზრის მაღაზიები.

«Phubber არ არის მასობრივი ბაზრის ბრენდის გასაყიდი პლატფორმა. ჩვენი ბიზნესის სათავე, იდეოლოგია და ფუნდამენტი არის მდგრადობა და მბრუნავი მოდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებმა ერთმანეთში უნდა გავცვალოთ ნივთები. ტანსაცმლის შეძენის ერთადერთი გზა არ არის უბრალოდ მაღაზიაში წასვლა. მოდის ინდუსტრია, ნავთობის ინდუსტრიის შემდეგ, ყველაზე დამაბინძურებელი ინდუსტრიაა მსოფლიოში და ნახშირბადის ემისიების დაახლოებით 10%-ზეა პასუხისმგებელი, რაც უზარმაზარი რიცხვია. თუმცა, ამაზე არავინ საუბრობს, რადგან პრობლემას დიდი მასობრივი ბაზრის მაღაზიები იწვევენ, როგორებიცაა, მაგალითად H&M და LC Waikiki. Phubber-ის იდეა იყო ის, რომ გარდერობში გამოკეტილი ტანსაცმელებისთვის ახალი სიცოცხლე გვეჩუქებინა და ერთმანეთში გაგვეცვალა. ერთი გაყიდული ტანსაცმელი, ერთ ახალ ნაყიდ ტანსაცმელთან შედარებით დაახლოებით 87%-ით ამცირებს გარემოსთვის მიყენებულ ზიანს». — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.

გიორგი ჩუგოშვილის თქმით, Phubber, ალბათ, ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ეუბნება, რომ თუ საჭიროებას ვერ ხედავენ, აჯობებს, ნივთი არ იყიდონ.

სოციალურ ქსელებში გააქტიურდა მეორეული სამოსის გაყიდვის ონლაინ მაღაზიები და ჯგუფები, რომლებთანაც Phubber-ს საერთო იდეა აკავშირებს, თუმცა, კომპანიას უპირატესობას რიგი ფაქტორები ანიჭებს — Phubber მომხმარებლებისთვის სანდო გარემოს ქმნის.

«Phubber-ზე არ შეიძლება არაავთენტური ნივთების გაყიდვა. ჩვენ გვყავს შიდა აუთენტიფიკატორების გუნდი, რომლებიც ყველა გაყიდულ ნივთს ამოწმებენ. ჩვენ გვგონია, რომ დიზაინი ხელოვნებაა, როგორც პროდუქტი, რომელიც ადამიანმა შექმნა და იმუშავა. მისი ბრენდის დაუკითხავად გამოყენება და ყალბი პროდუქციის წარმოება არაეთიკურ საკითხად მიგვაჩნია, შესაბამისად, ჩვენს პლატფორმაზე ამ პროდუქტის რეალიზაცია არ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ აღმოვაჩენთ, რომ ნივთი ყალბია, მყიდველს სურვილის შემთხვევაშიც კი არ ვაბარებთ ამ ნივთს, რადგან ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება».  — გვიყვება გიორგი ჩუგოშვილი.

ამასთან, Phubber-ზე ვერ შეხვდებით ნატურალური ბეწვით წარმოებულ პროდუქტს, რადგან მსგავსი ნაწარმიც ეწინააღმდეგება კომპანიის ღირებულებებს.

თითოეული ნივთი, რომელიც პლატფორმაზე იყიდება, ხარისხის კონტროლის ეტაპს გადის.

«Phubber-ზე გაყიდული ნებისმიერი ნივთი ჩვენივე კურიერს მოაქვს ოფისში, სადაც მოწმდება ჰიგიენური მდგომარეობა, ხომ არ აქვს დაფარული დეფექტები, ხომ ის ზომაა, რაც მითითებული ჰქონდათ. ყველაფერი შეესაბამება თუ არა აღწერას. ასე ვიცილებთ თავიდან «რა შევუკვეთე — რა ჩამომივიდა» მომენტებს.

შემდეგ ნივთი აუთენტიფიკაციის ეტაპზე გადადის, სადაც მოწმდება მისი ორიგინალობა ჩვენი აუთენტიფიკატორების მიერ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ძალიან ძვირადღირებულია, მას შემოწმებას ამერიკელი აუთენტიფიკატორები უტარებენ. შემდეგ ნივთი ლამაზად იფუთება, მიდის მყიდველის სახლში და თანხა გამყიდველს ერიცხება». — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.

Phubber-ზე 20 ლარის ღირებულების საკომისიო გადასახადი მოქმედებს, რომელიც მინიმალური ხარჯების დაფარვას და პლატფორმის კატალოგის დაბალ ხარისხიანი პროდუქციისგან დაცვას ხმარდება.

წარმატებულ პროექტებს თან ბევრი სირთულე ახლავს. გიორგი ჩუგოშვილი საუბრობს იმ მთავარ გამოწვევებზე, რომლებსაც  Phubber-თან ერთად გადააწყდა.

«სტარტაპი მთლიანად სირთულეა. როდესაც ვიწყებდით, სირთულე იყო ის, რომ გადაყიდვა გვექცია „ქულ“ მიმართულებად, რაც ძალიან რთულია. 90-იანებიდან  მოყოლებული მთელი ქვეყანა მეორეული სამოსის მაღაზიებში იცვამდა და ეს ტანსაცმელიც საქართველოში სიღარიბესთან ასოცირდება. განსაკუთრებით უფროსი თაობის გონებაში. შენ რაღაცნაირად უნდა შეძლო, რომ თან გადამყიდველი იყო და თან მაგარი. ახლა ასობით და ათასობით პოსტია, სადაც წერენ: „ნახე, რა მაგარი ნივთი ვიყიდე Phubber-ზე“. ამის განხორციელება ძალიან რთული იყო, მაგრამ ანანომ და მისმა გუნდა ძალიან კარგად გაართვეს თავი». 

ამასთან, სირთულეს ტექნიკური საკითხებიც ქმნიდა. Phubber-ის ბაზაში 2 მილიონზე მეტი სურათია, რომელიც Instagram-ის მსგავსად უნდა ისქროლებოდეს.

«მომხმარებელს არ აინტერესებს, შენ ბიუჯეტი რამდენი გაქვს. Instagram სწრაფად ტვირთავს, Phubber — ნელა, ამიტომ აღარ მომწონს. ამიტომ, იმ  200 000 მომხმარებლის ტექნოლოგიური მხარდაჭერა, რომელსაც დღეს Phubber-ის ანგარიში აქვს შექმნილი, გამართული, თანამედროვე აპლიკაციით უნდა შეგვძლებოდა. საიტზე უნდა დამატებულიყო ფუნქციები, რომლებიც მომხმარებლებს სჭირდებოდათ». — ამბობს გიორგი. 

კიდევ ერთ სირთულე ბიზნესის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა იყო. გაშვებული აპლიკაციის გადაწყობა მულტი-ვალუტურ და მულტი-ენობრივ სისტემაში საკმაოდ რთული გამოწვევაა.

«ამასთან, ინვესტიციების მოზიდვა ქართულ სტარტაპში, როცა გარშემო ომია, რთული ამბავია. თუმცა, აქამდე მოვედით, ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ დავიწყეთ და ვაგრძელებთ სირთულეებთან გამკლავებას».

Phubber 2021 წლის დეკემბრიდან უკრაინაშიც ფუნქციონირებს. დეკემბრიდან თებერვლის პირველი ნახევრის ჩათვლით პლატფორმას დაახლოებით 100 000 მომხმარებელი ჰყავდა.

ომის დაწყებამ პროცესები შეაფერხა, თუმცა, ლოგისტიკა უკვე მუშაობდა და ომის მიუხედავად, Phubber მაინც აგრძელებს უკრაინაში ოპერირებას.

«ადგილზეც გვაქვს შეკვეთები უკრაინიდან უკრაინაში, უკრაინიდან საქართველოშიც ჩამოგვაქვს. ამას დაახლოებით, სამი კვირა სჭირდება, მაგრამ თავისუფლად ჩამოდის. საქართველოდან უკრაინაშიც ვგზავნით. ლოგისტიკური ჯაჭვი მუშაობს. ის, რაზეც გათვლა გვქონდა ომის დაწყებამდე, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ, დღესაც ვართ, დღესაც ვმუშაობთ, შეკვეთები გვაქვს და ძალიან გვიხარია, რომ შევძელით და შევინარჩუნეთ იქ ჩვენი აქტივობა». — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.

Phubber-ის ხედვა ყოველთვის ერთი იყო — შენ სადღაც შენი გარდერობიდან შეგიძლია გადმოიღო ნივთი და გაყიდო 100 ან 10 000 კილომეტრის იქით ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე.

«Phubber-ის სტრატეგიაა, იყოს ბევრ ქვეყანაში. იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი საერთაშორისო გამყიდველებისთვის და მაქსიმალურად ლოკალიზებული მყიდველებისთვის. ადგილობრივი ენით, ადგილობრივი საგადასახადო სისტემებით, განვადებებით და სხვა».

შორეულ მომავალში, გიორგი ჩუგოშვილის თქმით, Phubber-ს ძალიან დიდი მოდის სახლის წევრ კომპანიად ხედავს, შეერთების ან ყიდვის შედეგად. ამასთან, მისი შეფასებით «ზღაპრულ სცენარში», კომპანიას ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოხვედრასაც უწინასწარმეტყველებს.

ეს ორი ქართული სტარტაპი მოგზაურობას გაგიმარტივებთ
ეს ორი ქართული სტარტაპი მოგზაურობას გაგიმარტივებთ
თემის მიხედვით
ეს ორი ქართული სტარტაპი მოგზაურობას გაგიმარტივებთ
ვიგლი — ახალი ქართული სტარტაპი რომელიც ცხოველების მოვლაში დაგეხმარებათ
ვიგლი — ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც ცხოველების მოვლაში დაგეხმარებათ
თემის მიხედვით
ვიგლი — ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც ცხოველების მოვლაში დაგეხმარებათ
Booki - ბუკინისტური წიგნების ციფრული სივრცე
Booki — ბუკინისტური წიგნების ციფრული სივრცე
თემის მიხედვით
Booki — ბუკინისტური წიგნების ციფრული სივრცე
რა უნდა იცოდე თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
თემის მიხედვით
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს


ასევე წაიკითხეთ
გიორგი ჩუგოშვილი: ყველანაირად სწორი, ნათელი არჩევანი არის დასავლეთი და არა — ჩრდილოეთი
გიორგი ჩუგოშვილი: ყველანაირად სწორი, ნათელი არჩევანი არის დასავლეთი და არა — ჩრდილოეთი
გიორგი ჩუგოშვილი: ყველანაირად სწორი, ნათელი არჩევანი არის დასავლეთი და არა — ჩრდილოეთი
Phubber-ის დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ფიზიკურად დაზიანდა. როგორც თავად თქვა, დამიზნებით ესროლეს, მაგრამ «ხანდახან ასეც ხდება, როცა თავისუფლებისთვის იბრძვი». 
2024 წელს ქართული სტარტაპი Phubber ყაზახეთსა და უზბეკეთში შედის
2024 წელს ქართული სტარტაპი Phubber ყაზახეთსა და უზბეკეთში შედის
2024 წელს ქართული სტარტაპი Phubber ყაზახეთსა და უზბეკეთში შედის
პირველი ქართული უკუვენდინგ აპარატი ბოთლის სანაცვლოდ კრიპტოვალუტას დაგიბრუნებთ
პირველი ქართული უკუვენდინგ აპარატი ბოთლის სანაცვლოდ კრიპტოვალუტას დაგიბრუნებთ
პირველი ქართული უკუვენდინგ აპარატი ბოთლის სანაცვლოდ კრიპტოვალუტას დაგიბრუნებთ
1 კომენტარი
გიორგი ჩუგოშვილი: აგენტის სტატუსი ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუშლის
გიორგი ჩუგოშვილი: აგენტის სტატუსი ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუშლის
გიორგი ჩუგოშვილი: აგენტის სტატუსი ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუშლის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.