ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Booki - ბუკინისტური წიგნების ციფრული სივრცე

2023 წელს ინტერნეტში გაეშვება Booki —  მეორადი წიგნების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა, რომლის საშუალებით გამყიდველი/ბუკინისტი ეფექტურად წარმართავს ბიზნესს ონლაინ, მყიდველი კი მარტივად იპოვის სასურველ წიგნს.

კომენტარის დატოვება
Booki - ბუკინისტური წიგნების ციფრული სივრცე

2023 წელს ინტერნეტში გაეშვება Booki —  მეორადი წიგნების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა, რომლის საშუალებით გამყიდველი/ბუკინისტი ეფექტურად წარმართავს ბიზნესს ონლაინ, მყიდველი კი მარტივად იპოვის სასურველ წიგნს.

სტარტაპის იდეა 2021 წელს დაიბადა. Booki-ს გუნდის წარმომადგენელმა იდეა GITA-ს სტარტაპ საზაფხულო სკოლისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტზე წარადგინა.

2022 წლის ივლისში Booki-მ ბრიტანეთის საელჩოს, ბრიტანეთის საბჭოსა და ლონდონის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართულ ვიდეო კონკურსში Creative Spark Big Idea Challenge გაიმარჯვა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ანანო შავერდაშვილი dev.ge-ს ეუბნება, რომ Booki-ის გუნდი ამ ეტაპზე ვებგვერდის შექმნაზე მუშაობს: პირველ ეტაპზე იგეგმება ელექტრონული გაყიდვის ფუნქციის დამატება, რაც მოიაზრებს ვებგვერდზე წიგნების მოძებნისა და შეძენის საშუალებას.

მოგვიანებით Booki-ის სოციალური მედიის სახე მიეცემა და ისეთი ფუნქციები დაემატება, რომელიც სხვადასხვა წიგნისა თუ საკომუნიკაციო პლატფორმებზეა წარმოდგენილი. 

ანანო შავერდაშვილი
«ჩვეულებრივი გაყიდვების ვებსაიტი რომ წარმოვიდგინოთ — სხვადასხვა კატეგორია გვექნება. ფილტრები, რომლებიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს, თავიანთი გემოვნების მიხედვით დაალაგონ წიგნები. დამატებით, მიტანის სერვისზეც ვმუშაობთ, რომ მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ წიგნის მიწოდებისას. ჩეთბოქსები, რათა გავიგოთ როგორ შევძლებთ მომხმარებლის დახმარებას. ჩვენ შესახებ ინფორმაცია, რომ გვქონდეს ხშირი კომუნიკაცია მომხმარებელთან და ზოგადი მახასიათებლები». 

ვებგვერდის ახლანდელი ვარიანტი თითქმის დასრულებულია. ის ვორდპრესზე ეწყობა. თუმცა, იგეგმება ვებსაიტის შექმნა სპეციალურად Booki-სთვის. 

ანანო გვეუბნება, რომ პლატფორმას გამორჩეულს წიგნების მარაგი ხდის. Booki თანამედროვე ლიტერატურასთან ერთად, გააერთიანებს მეოცე საუკუნის და უფრო ადრინდელ ლიტერატურას- რთულად ხელმისაწვდომ წიგნებს. 

Booki-ის მომხმარებლები იქნებიან როგორც წიგნების მყიდველები, ასევე გამყიდველები, რომლებსაც აქვთ სურვილი, თავიანთი კოლექცია ფართო აუდიტორიას გაუზიარონ.

«ჩვენს მყიდველებად მოვიაზრებთ ახალგაზრდებს, გამომდინარე ინგლისური ლიტერატურის პოპულარობიდან, ასევე, ზოგადად ძველი წიგნებით დაინტერესებულ ადამიანებს. გამყიდველებად წარმოგვიდგენია წიგნების გადამყიდველები, ბუკინისტური მაღაზიები, გამომცემლობები. ასევე ადამიანები, რომლებსაც აქვთ წიგნების დიდი კოლექცია და სურთ მათი გაყიდვა». — გვიყვება ანანო შავერდაშვილი. 

მისი თქმით, ბუკინისტებისთვის Booki გახდება თანამედროვე და მარტივი გზა გაყიდვების გასაზრდელად. არის ბუკინისტების ნაწილი, რომლებსაც ნაკლებად აქვთ შეხება თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მათთვის ინფორმაციის მიწოდება გამარტივებული ფორმით იქნება საჭირო, რათა სიახლეს არ შეუშინდნენ. არიან ბუკინისტები, რომლებიც მზად არიან პროექტთან თანამშრომლობისთვის.

«ბევრი ბუკინისტია, რომელსაც ქუჩაში უწევს დგომა და წიგნების ამ ფორმით გაყიდვა. ეს დამატებითი ხარჯია, ქირის და ადგილის გადასახადი. უფრო შორს რომ გავყვეთ, ლეგალურ საკითხებთანაა დაკავშირებული, რადგან, შესაძლოა, ქუჩაში ვაჭრობაც გარკვეული პერიოდის შემდეგ აიკრძალოს ან შეიზღუდოს. ელექტრონული გაყიდვები ყველანაირად უსაფრთხო და მოწესრიგებული იქნება, წიგნების კატეგორიები, რაოდენობა და ა.შ ბუკინისტებს უფრო დიდ აუდიტორიასთან ექნებათ შეხება, ვიდრე ახლა ჰყავთ».  — ამბობს შავერდაშვილი. 

რაც შეეხება სოციალურ ქსელში უკვე არსებულ ფეისბუკ ჯგუფებსა და ბუკინისტებს — Booki გეგმავს, შექმნას სტანდარტი, რომელიც ონლაინ გაყიდვებს გაამარტივებს.

«ერთ-ერთი ღირებულება, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ ასატვირთად აღარ მოგიწიოს ჯგუფის ადმინის ლოდინი, რომ დაგიდასტუროს პოსტი და პროცესები უფრო სწრაფად განვითარდეს. შესაძლოა ბუკინისტისგან დამოუკიდებლად გაიყიდოს წიგნი ისე, რომ გამყიდველს ზედმეტად პოსტის დაწერა აღარ დასჭირდეს». — გვეუბნება ანანო შავერდაშვილი.


ასევე წაიკითხეთ
BookTok-ს ბესტსელერების შექმნა შეუძლია — ByteDance გამომცემელი ხდება
BookTok-ს ბესტსელერების შექმნა შეუძლია — ByteDance გამომცემელი ხდება
BookTok-ს ბესტსელერების შექმნა შეუძლია — ByteDance გამომცემელი ხდება
Instagram-ზე NFT თაღლითები მომრავლდნენ — არ წამოეგოთ მათ წინადადებებს
Instagram-ზე NFT თაღლითები მომრავლდნენ — არ წამოეგოთ მათ წინადადებებს
Instagram-ზე NFT თაღლითები მომრავლდნენ — არ წამოეგოთ მათ წინადადებებს
როგორ მუშაობს Carusell — მეორადი მანქანების ყიდვა-გაყიდვის სტარტაპი
როგორ მუშაობს Carusell — მეორადი მანქანების ყიდვა-გაყიდვის სტარტაპი
როგორ მუშაობს Carusell — მეორადი მანქანების ყიდვა-გაყიდვის სტარტაპი
Carusell პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებსა და ავტო ექსპერტებს ერთმანეთთან აკავშირებს. ექსპერტები კი მათ ავტომობილის ძალიან მარტივად ყიდვასა და გაყიდვაში ეხმარებიან. როგორც Carusell-ის თანადამფუძნებელი, ანა აბაშიძე გვიყვება, იდეა ნიკა აბაშიძის სტარტაპიდან Caru-დან წამოვიდა, რომელიც ადამიანებს მანქანების შეკეთებაში ეხმარებოდა.
Cyberpunk — სამეცნიერო ფანტასტიკა ტექნოლოგიისა და დისტოპიური ელემენტების კომბინაციით
Cyberpunk — სამეცნიერო ფანტასტიკა ტექნოლოგიისა და დისტოპიური ელემენტების კომბინაციით
Cyberpunk — სამეცნიერო ფანტასტიკა ტექნოლოგიისა და დისტოპიური ელემენტების კომბინაციით
თუ სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარული ხართ, სავარაუდოდ, ტერმინი Cyberpunk-იც გაგებული გექნებათ. მისი ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა არც ისე მარტივია. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, როგორც კულტურას, ასევე ჟანრს აერთიანებს. მოკლედ, დღეს Cyberpunk-ზე ვისაუბრებთ და ბონუსად ჟანრის საუკუთესო წიგნებს რეკომენდაციასაც გავუწევთ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.