ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ბექა მაისურაძესტარტაპები
5 იანვარი 2023, 16:41
2023-01-05
ვიგლი — ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც ცხოველების მოვლაში დაგეხმარებათ
თუ შინაური ცხოველი უკვე დიდი ხანია გყავთ, ან ახლა აპირებთ ოთხფეხა მეგობრის სახლში მოყვანას, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. სულ მალე ქართულ ბაზარზე ახალი სტარტაპი, ვიგლი გამოჩნდება, რომლის შემქმნელებიც თორნიკე ჩუნთიშვილი და ნათია ჩიქოვანი არიან.
ვიგლი იქნება შინაური ცხოველების მეპატრონეების პირადი AI ასისტენტი, რომელიც 24/7-ზე შეძლებს მათთვის საჭირო ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემას. ვიგლი ცხოველის ისტორიაზე და ინდივიდუალურ მახასიათებლებზე დაყრდნობით შეძლებს პერსონალიზებული კონსულტაციის გაწევას. მაგალითად, მას შეეძლება რჩევების მიცემა ცხოველის მოვლის ნებისმიერ საკითხზე, სიმპტომებისა და სხვა მონაცემების მიხედვით სავარაუდო დიაგნოზის დასმა, ნუტრიციოლოგიური რჩევების მიცემა, კვების გეგმის გაწერა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სერვის პროვაიდერთან გადამისამართება და სხვა. ასევე, ვიგლის ექნება სხვა დამატებითი პროგრამული მახასიათებლებიც, რაც მომხმარებელს ცხოველის მოვლაში დაეხმარება.
როგორც თორნიკე ჩუნთიშვილი dev.ge-სთან ჰყვება, ვიგლის ყველაზე ფუნდამენტური კონცეფცია, რომ არსებობდეს AI ბოტი, რომელიც 24/7-ზე დააკვალიანებს, ასისტენტობას და პერსონალიზებულ კონსულტაციას გაუწევს შინაური ცხოველი პატრონს, იმისთვის, რომ მისმა ცხოველმა საუკეთესოდ იცხოვროს, სტარტაპის თანადამფუძნებელთან, ნათია ჩიქოვანთან საუბრისას გაჩნდა.
როგორც თორნიკე ამბობს, უახლოეს პერიოდში ქართულ ბაზარზე პროდუქტის mvp-ის გაუშვებენ, რომლის ფარგლებშიც ვიგლის ექნება საბაზისო უნარები.
თორნიკე ჰყვება, რომ აპირებენ მუშაობის დაწყებას ინგლისურენოვან ვერსიაზეც გლობალ მარკეტისთვის, რაც, მისი თქმით, ამ პროდუქტის საბოლოო სახე იქნება.
რაც შეეხება mvp-ის გაშვებას, ვიგლის შემქმნელები ამას 10 იანვარს გეგმავენ.
როგორც ვიგლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, 2023 წლისთვის მათი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება დიდი და მრავალფეროვანი მომხმარებლების ბაზის შეგროვება.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.