რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
სტარტაპი არის ერთ პროდუქტზე ორიენტირებული დამწყები კომპანია ან საწარმო, რომლის მიზანია, შექმნას უნიკალური პროდუქტი ან მომსახურება. ის მიზნად ისახავს ინოვაციების შემოტანას. სტარტაპები დაფუძნებულია ერთი ან მეტი ადამიანის მიერ, როგორც წესი, ინდივიდუალური ფინანსებით და ინვესტიციების მოლოდინით.
ახალი სტარტაპების შესაძლებლობები, ერთი შეხედვით, უსაზღვროა — ვირტუალური რეალობიდან დაწყებული, ხელოვნურ ინტელექტით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სტარტაპების 90% წარუმატებელია, წარმატებული სტარტაპის შექმნისკენ ბევრი ადამიანი ისწრაფვის.
შეიძლება ჩვენი მკითხველიც მათ შორის იყოს, ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ წარმატებული ქართული სტარტაპების წარმომადგენლების რჩევები თუ რეკომენდაციები, რაც სფეროში უკეთ გარკვევაში დაგეხმარებათ.
იდეა, გუნდი და მოთმინება
Pulsar AI, პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც წარმატებულად გავიდა საერთაშორისო ბაზარზე და რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად გაიყიდა, 2016 წელს დაფუძნდა. ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოფო ჭყოიძე dev.ge-სთან ამბობს, რომ სურდათ შეექმნათ ისეთი რამ, რაც არც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არ არსებობდა და მათი წარმატება გუნდმა და ამ ინტერესმა განაპირობა.
Theneo-ს ოპერაციების დირექტორი, მარიამ ლეკვეიშვილი დამწყებ სტარტაპერებს ურჩევს, აირჩიონ ისეთი იდეა, რომელიც ძალიან აინტერესებთ და სურთ ამ იდეით კონკრეტული პრობლემის გადაჭრა.
Payze-ის თანადამფუძნებელი, გიორგი წურწუმია ამბობს, რომ ტექნოლოგიების სფეროში სტარტაპის იდეაზე მუშაობისას, მნიშვნელოვანია, პროდუქტი მალე გაიტანოთ ბაზარზე, მინიმუმ — სატესტო ვერსია.
Calen AI-ის დამფუძნებლის, ირაკლი ბესელიძის თქმით, უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ იდეა მაშინვე არ იმუშავებს.
სტარტაპის კეთების ორი მიდგომა არსებობს. პირველები არიან სერიული სტარტაპერები, ადამიანები, რომლებიც ქმნიან და ავითარებენ სტარტაპს მხოლოდ მისი გაყიდვის მიზნით. Wally-ის დამფუძნებელი, გვანცა კიკალიშვილი მეორე ტიპის სტარტაპერია — მისთვის მთავარი ამ საქმიანობისგან სიამოვნების მიღებაა.
გვანცა ამბობს, რომ სტარტაპის შექმნისას მნიშვნელოვანია, იცოდეთ რა მიზნისთვის აკეთებთ ამას. არსებობს უამრავი წიგნი და Ted Talk, რომლებიც დაგეხმარებათ მიხვდეთ, სწორია თუ არა თქვენი იდეა.
შეიყვარეთ თქვენი იდეა და მოემზადეთ ძალიან გრძელი და შრომატევადი მოგზაურობისთვის. გვანცა კიკალიშვილის თქმით, სტარტაპის იდეიდან წარმატებამდე გზა ათწლიანი მოგზაურობაა და წარმატება არასდროს, არსად მიიღწევა ერთ ღამეში.
«ნეთვორქინგი»
ირაკლი ბესელიძე ამბობს, რომ კომუნიკაციის, განსაკუთრებით კი საჯარო კომუნიკაციის რაც უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ, წარმატების შანსი მით მეტია, იქნება ეს ინვესტიციების, კვალიფიციური თანამშრომლების თუ მომხმარებლის სახით. ის გირჩევთ, დაესწროთ სხვადასხვა ღონისძიებას, ასევე, შეხვედრებს, კონფერენციებს, სადაც ახალი კონტაქტების გაჩენის კარგი შესაძლებლობაა. დასწრება.
არსებობს ცნობილი კონფერენციები, სადაც 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობს და უფრო სეგმენტირებული კონფერენციები, სადაც კონკრეტულ ბაზარზე მომუშავე კომპანიები მონაწილეობენ.
სოფო ამბობს, რომ კონფერენციების მოძიების ერთ-ერთი ხერხია, სოციალურ ქსელებში დააკვირდეთ იმ სპიკერებს, რომლებიც მოგწონთ, რადგან ხშირად ისინი აზიარებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად მიიღებენ მონაწილეობას.
მარიამ ლეკვეიშვილის თქმით, საკმაოდ მომგებიანია მონაწილეობა ინკუბატორებსა და აქსელერატორებში, რადგან ეს სტარტაპებს «ნეთვორქინგში» უწყობენ ხელს და Ხშირად ინვესტორები თავად უკავშირდებიან ინკუბატორის მონაწილე სტარტაპებს. ის დამწყებ სტარტაპერებს ურჩევს, მონაწილეობა მიიღონ YCombinator-ში, 500 Startups და მსგავს პროგრამებში. ხოლო თუ სტარტაპი არცერთი ინკუბატორის ან აქსელერატორის მონაწილე არ არის, მისი აზრით, დამაარსებლებმა, სასურველია, სხვა სტარტაპებთან დაამყარონ კავშირები, რადგან «სხვა ადამიანის მიერ გაგზავნილი გაცნობითი იმეილები ხშირად საკმაოდ ეფექტურია, რადგან შესაძლოა ინვესტორმა უცხო და დამწყები სტარტაპისგან გამოგზავნილი იმეილი არც კი გახსნას».
თენეოს კონკურსებში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა. მარიამი ამბობს, რომ ამის მთავარი მიზანი მათი პროდუქტის ცნობადობის გაზრდაა.
ფული და ინვესტიციები
გვანცა კიკალიშვილი სტარტაპის 0 ლარით დაწყებას მის შეცდომას უწოდებს და გირჩევთ, იგივე არ გაიმეოროთ.
სოფო ჭყოიძის თქმით, როცა Pulsar AI იწყებდა, ინვესტორის მოძიება უფრო რთული იყო, თუმცა ახლა მეტი ვენჩურული კაპიტალი და ენჯელ ინვესტორი არსებობს. სოფო ამბობს იმასაც, რომ ინვესტორები მხოლოდ ფინანსურად არ გეხმარებიან.
გიორგი წურწუმიას თქმით, მნიშვნელოვანია, იცოდე რა გსურს — ინვესტორებთან ურთიერთობა თუ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთო და წარმატება გუნდთან ერთად გაიყო წარმატება.
რესპონდენტები დამწყები სტარტაპებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) გრანტებსაც.
წარუმატებლობა და შეცდომები
შეცდომების დაშვებაც და წარუმატებლობებიც ცხოვრების, საქმის განუყოფელი ნაწილია. რაც უფრო მალე გავიაზრებთ ამას, მით უფრო მალე გავიზრდებით.
მარიამ ლეკვიაშვილისთვის წარუმატებლობა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომელმაც ბევრი რამ შეიძლება გვასწავლოს.
გულწრფელობა
გარდა ენთუზიაზმისა და საკუთარი საქმის, იდეის სიყვარულისა, გვანცა კიკალიშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გულწრფელობასაც. მისი თქმით, მომხმარებელი ამას გრძნობს და მერე უჩნდება ნდობა, ემპათია, ინტერესი.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება — რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.