ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეახალი ამბები
10 ივნისი 2023, 18:11
2023-06-10
პირველი ქართული უკუვენდინგ აპარატი ბოთლის სანაცვლოდ კრიპტოვალუტას დაგიბრუნებთ
საქართველოში მალე პირველი უკუვენდინგ აპარატი გამოჩნდება, რომელიც პლასტმასის ბოთლის სანაცვლოდ კრიპტო ვალუტას დაგიბრუნებთ. პროექტი ორი ქართული კომპანიის, Tene-სა და Edison Tech Solution-ის თანამშრომლობით ხორციელდება.
«მალე დასრულდება პროგრამული ნაწილიც და ჩვენი მოქალაქეები ბოთლის სანაცვლოდ შეძლებენ მიიღონ ტენეს კრიპტო ვალუტა — „პლასტმასის ქოინი“, რომლის გადაცვლაც შეეძლებათ USB სადენში, სამომავლოდ კი ნაღდ ფულში». — ვკითხულობთ Tene-ს განცხადებაში.
წამოწყების მნიშვნელობასა და არსზე dev.ge-სთან დეტალურად Edison Tech Solution-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი ბერიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, უკუვენდინგის აპარატის მთელი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოება პლასტმასის ბოთლების, ნარჩენების შეგროვებას შეეჩვიოს და ამით პლანეტა დაბინძურებას გადაურჩეს. აპარატი, თავდაპირველად, რამდენიმე ადგილას დაიდგმება, ეტაპობრივად კი მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსდება.
პროექტის იდეა Tene-ს დამფუძნებელს, სანდრო ლილუაშვილს გაუჩნდა, რომელსაც ქართული ტექნოლოგიური საზოგადოება პირველი ქართული USB კაბელის შემქმნელად იცნობს.
პრინციპი მარტივია — პლასტმასის ბოთლის ნაცვლად, ე.წ. პლასტმასის ქოინს იღებთ, რომელიც ტენეს ვებ გვერდზე, თქვენს საფულეში დაირიცხება.
გივი ბერიძის თქმით, მოწყობილობით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელსაც გარემოზე ზრუნვა სურს და ბოთლს შემდგომი გადამუშავების მიზნით მიიტანს.
პროექტის უმთავრესი მიზანი და მნიშვნელობა იმ ქართულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაა, რომლებიც პლასტმასის ბოთლებში უდიდესი რაოდენობის პროდუქციას აწარმოებენ.
საინტერესოა, როგორი გავლენა ექნება წამოწყებას საზოგადოებაზე, რომლისთვისაც მსგავსი პროექტი, გარკვეულწილად, სიახლეა. გივი ბერიძე, ფიქრობს, რომ ერთი და ორი ასეთი აპარატი დიდ გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ეტაპობრივად ეს მყარად დანერგავს საზოგადოებაში იმ მოსაზრებას, რომ ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ.
Tene ქართული კომპანიაა, რომელიც ეკომეგობრული ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას ცდილობს, მომხმარებელს კი ნარჩენების სანაცვლოდ სასარგებლო პროდუქციის მიღებას სთავაზობს.
Edison Tech Solutions-ს 2017 წელს დაფუძნდა, რომლის მთავარი მიზანი ბიზნესისთვის Hardware & Software პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შექმნაა. კომპანია სხვადასხვა პერიოდში ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორიცაა: მსოფლიო ბანკი, იუნესკო და სხვა.
«Edison Tech-ში უკვე 6 წელზე მეტია ვქმნით სხვადასხვა ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფებს, ჭკვიან მოწყობილობებსა და ავტომატიზაციის სისტემებს, რომლებიც როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ ათასობით ლოკაციაზეა დამონტაჟებული და მილიონობით ადამიანს ემსახურება». — განაცხადა გივი ბერიძემ.
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები”
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა.
"უკუვენდინგი" რა ჯანდაბაა? ვინ იგონებს და ამკვიდრებს ასეთ ტერმინებს? ნუთუ ქართული შესატყვისი სიტყვის მოფიქრება ასე რთულია? ალბათ ამაზე დაფიქრებაა უფრო რთული ამ ტერმინის შემქმნელისთვის. უფრო მარტივი არ არის, ადგე და გააერთიანო ქართული და ინგლისური სიტყვები და ახალი, ყველასთვის გაუგებარი სიტყვის ავტორი გახდე და შემდეგ, ალბათ ამით იამაყო კიდეც.
"უკუვენდინგი" რა ჯანდაბაა? ვინ იგონებს და ამკვიდრებს ასეთ ტერმინებს? ნუთუ ქართული შესატყვისი სიტყვის მოფიქრება ასე რთულია? ალბათ ამაზე დაფიქრებაა უფრო რთული ამ ტერმინის შემქმნელისთვის. უფრო მარტივი არ არის, ადგე და გააერთიანო ქართული და ინგლისური სიტყვები და ახალი, ყველასთვის გაუგებარი სიტყვის ავტორი გახდე და შემდეგ, ალბათ ამით იამაყო კიდეც.