ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ეს ორი ქართული სტარტაპი მოგზაურობას გაგიმარტივებთ

მოგზაურობა ზედმეტი არასდროსაა, პირიქით, ნებისმიერი ადამიანისთვის სამუშაო სივრცის მიტოვება და ახალი ადგილების აღმოჩენა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბევრს შეიძლება ეზარებოდეს ის წინასწარი ქაოსი, რაც მოგზაურობის დაგეგმვას ახლავს თან.

გადავწყვიტეთ, ორი ქართული სტარტაპი გაგაცნოთ, რომლებიც თქვენს ამ შინაგან შფოთვებს ბოლოს მოუღებენ და მოგზაურობის დაგეგმვას გაგიმარტივებენ.

კომენტარის დატოვება

e-Consul არის, პლატფორმა, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს ყველა დოკუმენტი ერთ სივრცეში მოაქციონ და თავიანთი სამოგზაურო პროფილი შექმნან.

სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეზი ყურფარაძე dev.ge-სთან ამბობს, რომ ხშირად პატარა მექანიკურმა შეცდომამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს არამარტო კონკრეტულ, არამედ სამომავლო ვიზის მიღებაზეც. სწორედ ამიტომ გადაწყდა e-Consul-ის შექმნა.

რეზი ყუფარაძე
«მე და ჩემმა თანადამფუძნებლებმა, ბექა ყაზაიშვილმა და თინათინ გოგუაძემ თიბისი ბანკის დეკრეტი მოვიგეთ, რაც ითვალისწინებს შენს სტარტაპზე მუშაობას 6 თვის განმავლობაში, რა დროსაც ბანკი ისევ გიხდის ხელფასს და გაძლევს შესაძლებლობას, შენს პროექტს მოახმარო მთელი რესურსი. 2022 წლის მარტიდან ოფიციალურად დავიწყეთ ოპერაციები ჩვენს მესამე თანადამფუძნებელთან, თინათინ გოგუაძესთან ერთად და უკვე 2000-მდე მოგზაურს მოვემსახურეთ. გარდა ამისა, გვაქვს ქომიუნითი სოციალურ ქსელში, facebook ჯგუფი ვიზა, სადაც მოგზაურები ცვლიან თავიანთ გამოცდილებებს ვიზებისა და სამოგზაურო პროცესების შესახებ».

e-Consul-ის ვებ/აპლიკაციაზე შესული მომხმარებელი თავდაპირველად ირჩევს ქვეყანას, სადაც სურს მოგზაურობა. ამის შემდეგ, ის დეტალურად ეცნობა სამოგზაურო რეგულაციებს, საჭირო დოკუმენტების სიას და იწყებს სავიზო აპლიკაციის შევსებას. ამისთვის აუცილებელია, მომხმარებელმა პლატფორმაზე რეგისტრაცია გაიაროს. რეგისტრაციის მოდულის გამოყენებით მომხმარებელი მარტივად ავსებს განაცხადს მისთვის საჭირო ვიზაზე, რაც პირადი პროფილის შევსების ტოლფასია.

რამდენიმე კვირის წინ e-Consul საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული გახდა. გუნდი იმ 20 სტარტაპს შორის მოხვდა, რომლებიც 150 000-ლარიან გრანტს მიიღებენ.

კიდევ ერთი სტარტაპი, რომელიც მოგზაურობას გაგიმარტივებთ, არის ბილიკი.

ბილიკი ტურისტული მარშრუტების საბაზრო სივრცეა, სადაც მომხმარებელი ქმნის და ყიდის საკუთარ ტურს. ამ სივრცის საშუალებით მოგზაური, ტურისტული გიდი და კომპანია დამატებით შემოსავალს იღებენ. დღეისთვის აქ შეგიძლიათ ნახოთ 140-ზე მეტი ციფრული ტური 9 ქვეყანაში: საქართველო, ისრაელი, იტალია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, ესპანეთი. გარდა იმისა, რომ თითოეული გაყიდული ტურიდან ბილიკი იღებს საკომისიოს, აქ ტურისტულ ბიზნესს შეუძლია, განათავსოს ინფორმაცია მომსახურების შესახებ, იქნება ეს სასტუმრო, რესტორანი, ღვინის მარანი თუ სხვა და გამოჩნდეს ტურებში.

აღსანიშნავია, რომ ბილიკის გამოყენება offline რეჟიმშიც არის შესაძლებელი, ამიტომ ეს ფუნქციონალი უსაფრთხოებას ზრდის, განსაკუთრებით იქ, სადაც მიუვალი ადგილია და კავშირი არ არის.

ბილიკის დამფუძნებლები ძმები თორნიკე და გიორგი ცირამუები არიან. მათ ეს იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა მიხვდნენ, რომ თუნდაც ერთ დღიანი ტურის დაგეგმვა საკმაოდ შრომატევადი და დროში გაწელილი პროცესი იყო. 

თორნიკე ცირამუა
«2019 წელს გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა აპლიკაცია, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილი იქნებოდა ყველა დეტალური ინფორმაცია, რაც მოგზაურს აინტერესებს მოგზაურობის დაგეგმვიდან მოგზაურობის პროცესამდე. საწყისი, პირადი ინვესტიცია 20 ათასი დოლარი იყო. ბილიკი 2020 წლის თებერვალში ჩავუშვით და გავაერთიანეთ ჩვენ მიერ გავლილი ტურები, რომელშიც თავმოყრილია მარშრუტი და ყველა საჭირო ინფორმაცია თითოეული მარშრუტის გარშემო — რა ნახოს მოგზაურმა, სად განთავსდეს, რომელი საპიკნიკე ან საკარვე ადგილებია კარგი და ა.შ. ასევე, ის გამდიდრებულია რჩევებით, ამინდის პროგნოზით და მომხმარებელთა შეფასებებით».

ბილიკის ჩაშვებიდან ორ კვირაში პანდემია დაიწყო. იმისთვის, რომ დაწყებული საქმის ტემპი არ დაეგდოთ, სახლიდან გაუსვლელად დაიწყეს ვლოგების ჩაწერა, «დარჩი სახლში და იმოგზაურე საქართველოში».

თორნიკე ცირამუა

«ჯამში, 20-ზე მეტი უარი მივიღეთ და ეს, მით უმეტეს გამოუცდელი სტარტაპერებისთვის, ძალიან მტკივნეული იყო. ბილიკის დახურვასაც ვფიქრობდით. თუმცა, არ დავნებდით და 2020 წლის ბოლოს გავხდით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები, როგორც წლის საუკეთესო სტარტაპი. 2021 წლის თებერვალში ავიღეთ GITA-ს 100-ათასლარიანი გრანტი, რაც დაგვეხმარა ამ კონცეფციის განხორციელებაში და ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაში. დღეს, გიდებს და ტურისტულ კომპანიებს ბილიკის მეშვეობით შეუძლიათ ბაზრის 100%-იანი წილის ათვისება საკუთარი ტურისტული ინფორმაციის გაყიდვის მეშვეობით».

20 სტარტაპი რომლებმაც GITA-ს ₾150 000-იან პროგრამაში გაიმარჯვეს
20 სტარტაპი, რომლებმაც GITA-ს ₾150 000-იან პროგრამაში გაიმარჯვეს
თემის მიხედვით
20 სტარტაპი, რომლებმაც GITA-ს ₾150 000-იან პროგრამაში გაიმარჯვეს
Forma healthy — თერთმეტი უარი და ერთი შანსი აპლიკაციის დაფინანსებაზე
Forma healthy — თერთმეტი უარი და ერთი შანსი აპლიკაციის დაფინანსებაზე
თემის მიხედვით
Forma healthy — თერთმეტი უარი და ერთი შანსი აპლიკაციის დაფინანსებაზე

ასევე წაიკითხეთ
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია. 
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.