GPT-4-ის 5 გამორჩეული უნარი, რომელიც GPT-3-ს არ ჰქონდა
უფრო სწრაფი, უკეთესი, უფრო ზუსტი — ეს OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელის ახალი ვერსია, GPT-4-ია და მზად არის, რომ ხელახლა გაგაოცოთ.
უფრო სწრაფი, უკეთესი, უფრო ზუსტი — ეს OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელის ახალი ვერსია, GPT-4-ია და მზად არის, რომ ხელახლა გაგაოცოთ.
როდესაც OpenAI-მ 2022 წლის ნოემბერში ChatGPT გამოუშვა, ხელოვნური ინტელექტის ახალი ერა დაიწყო. უეცრად გაჩნდა უფასო და ფართოდ ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი, რომლებიც ნებისმიერს აძლევდა საშუალებას, ჰქონოდა შეხება გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტთან და ჩაეტარებინა ექსპერიმენტები მისი მოწინავე შესაძლებლობებითა და შეზღუდვებით.
GPT-4 კი უფრო ზუსტია, ვიდრე მისი წინამორბედი. მას უკეთ ესმის რთული და ნიუანსირებული მოთხოვნები და იმდენად ინტელექტუალურია, რომ ადვოკატთა გამოცდაზე ქულების 90% დააგროვა. ის მულტიმოდალურიცაა, რაც ნიშნავს, რომ გენერაცია შეუძლია როგორც სურათებით, ასევე — ტექსტით.
GPT-4 ამჟამად მხოლოდ ChatGPT Plus აბონენტებისთვისაა ხელმისაწვდომი. მომხმარებლებმა უკვე აღნიშნეს, რომ GPT-4-ს შეუძლია ის, რაც GPT-3-ს არ შეეძლო.
გთავაზობთ ხუთ უნარს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მოდელის ახალ ვერსიას აქვს.
GPT-4-ს შეუძლია მიიღოს და დაამუშაოს ბევრად მეტი ინფორმაცია, ვიდრე GPT-3-ს. DoNotPay.com უკვე მუშაობს გზებზე, რათა გამოიყენოს ისინი რობოქოლერების (რობოქოლი — სატელეფონო ზარი, რომელიც იყენებს კომპიუტერიზებულ ავტომატურ აკრეფას და წინასწარ ჩაწერილი შეტყობინების მიწოდებას ისე, თითქოს ამას რობოტი აკეთებს) წინააღმდეგ სარჩელის შესადგენად. ამ შემთხვევაში, თაღლითების გამოაშკარავება ნამდვილად კარგია, მაგრამ ეს ამტკიცებს, რომ GPT-4-ს აქვს ძალა, სარჩელი თითქმის ყველაფერზე მოამზადოს.
გაცნობის აპლიკაციებში «დამთხვევების» (match) ანალიზი დამღლელი, მაგრამ აუცილებელი სამუშაოა. ინტენსიური შესწავალა არის ის, რაც ვიღაცის პოტენციალს განსაზღვრავს და ეს აქამდე მხოლოდ თქვენ შეგეძლოთ. GPT-4-ს შეუძლია, ავტომატურად გააანალიზოს და გითხრათ, ღირს თუ არა ადამიანის არჩევა თავსებადობის საფუძველზე და შემდგომი შეტყობინების გენერირებაც კი.
მარტივი ბრძანებით, BetaList-ის დამფუძნებელმა, მარკ კოლბრუგემ გამოიყენა GPT-4 მთლიანი ვებ გვერდის შესაქმნელად. მან ხელახლა შექმნა Nomad List — პოპულარული საიტი დისტანციურად მომუშავეებისთვის. GPT-4-ის OpenAI-ის ლაივ დემოში პრეზიდენტმა და თანადამფუძნებელმა, გრე ბროკმანმა ატვირთა ხელით დაწერილი ჩანაწერის სურათი ვებ გვერდისთვის. დაახლოებით ერთ წუთში GPT-4-მა შექმნა მოქმედი ვებ გვერდი, რომელიც ხელნაწერის სურათს ეფუძნებოდა.
იურისტები, დეველოპერები და სომელიეებიც კი არ არიან დაცულები. გსურთ სამუშაოების სია, რომლის შეცვლაც GPT-4-ს შეუძლია? ამას ის თავად გაჩვენებთ.
CAPTCHA არის ტესტი, რომელიც ორი მარტივი ნაწილისგან შედგება:
პირველი — შემთხვევით გენერირებული ასოების და/ან რიცხვების თანმიმდევრობა, რომლებიც დამახინჯებული გამოსახულების სახით გამოჩნდება.
მეორე — ამ ნაწერის ტექსტის ველში იდენტურად გადატანა.
GPT-4-ს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებიც მოჰყვება. OpenAI-მ და Alignment Research Center-მა ჩაატარეს კვლევა იმ სიტუაციებისთვის, სადაც GPT-4 შეიძლება «რელსებიდან გადავიდეს». ერთ-ერთ ასეთ სიტუაციაში, GPT-4-მა TaskRabbit-ის თანამშრომელს სთხოვა, რომ მისთვის CAPTCHA-ს ტესტი დაეწერა და უმტკიცებდა, რომ მხედველობა დაქვეითებული ადამიანი იყო. ეს კვლევის ნაწილი იყო, რომლითაც OpenAI-მ შექმნა დამცავი ბარიერები მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.