ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

OpenAI-ის GPT 4 2023 წლის მარტის შუა რიცხვებში გამოვა

OpenAI GPT-4-ის გამოშვებას აპირებს. Microsoft Germany-ის CTO-მ, ანდრეას ბრაუნმა დაადასტურა, რომ GPT-4 2023 წლის 16 მარტს გამოვა და ის მულტიმოდალური იქნება. 

კომენტარის დატოვება

მულტიმოდალური AI ნიშნავს, რომ მას მრავალმხრივ მუშაობა შეეძლება — ვიდეო, სურათები და ხმა. ბრაუნის განცხადებაშიც ყველაზე დიდი ყურადღება, ცხადია, ამ ასპექტს დაეთმო.

GPT-3 და GPT-3.5 მხოლოდ ერთი მოდალობით — ტექსტით მუშაობდნენ. გერმანული ახალი ამბების მოხსენების თანახმად, GPT-4-ს შესაძლოა მუშაობა სულ მცირე ოთხ მოდალობაში, (გამოსახულება, ხმა (სმენა), ტექსტი და ვიდეო) შეეძლოს.

«მომავალ კვირას GPT-4-ს შემოგთავაზებთ. გვექნება მულტიმოდალური მოდელები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს შემოგთავაზებენ». — განაცხადა ანდრეას ბრაუნმა.

Microsoft-ის ბიზნეს სტრატეგიის დირექტორმა, ჰოლგერ კენმა მულტიმოდალურობა დეტალურად განმარტა, მაგრამ მოხსენებაში გაურკვეველი დარჩა, ის GPT-4 მულტიმოდალობაზე საუბრობდა თუ უბრალოდ მულტიმოდალურობის მნიშვნელობას ხსნიდა. უმრავლესობა ფიქრობს, რომ ის GPT-4-ზე მიანიშნებდა.

გერმანული საინფორმაციო საიტის, Heise.de-ის ცნობით, Microsoft-მა მულტიმოდალური ენის მოდელი, სახელწოდებით Kosmos-1 2023 წლის მარტის დასაწყისში გამოუშვა. რატომღაც ეს სიახლე აშშ-ში ნაკლებად გავრცელდა და მასზე თითქმის არავინ საუბრობდა.

Kosmos-1 მულტიმოდალური პროდუქტია, რომელიც ტექსტისა და სურათების მოდალობას აერთიანებს. GPT-4 უფრო შორს მიდის და კომპლექტს ვიდეოსა და ხმას ამატებს. ამასთან ერთად, გავრცელებული ინფორმაციით, ის უამრავ ენაზე იმუშავებს.

«ტექნოლოგია იქამდე მივიდა, რომ ის თითქმის ყველა ენაზე მუშაობს. შეგიძლიათ, რომ კითხვა გერმანულად დასვათ და პასუხი იტალიურად მიიღოთ». — განმარტა ჰოლგერ კენმა.

Google აუცილებლად უნდა გააქტიურდეს, თუ მას პირველობა სურს. კომპანია ხელოვნურ ინტელექტს უკვე უამრავ პროდუქტში იყენებს, როგორიცაა Google Lens, Google Maps და სხვა.

ექსპერტები თვლიან, რომ Microsoft-მა Google-ს საკუთარი თამაში მოახვია, რომლიდანაც ის კომპანია გამოსვლას ჯერ ვერ ახერხებს. მიუხედავად ამისა, უდიდესი გამოცდილების მქონე კომპანიისგან გადამწყვეტი ნაბიჯი ყოველთვის მოსალოდნელია. 

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
რა არის PaLM-E — მულტიმოდალური ვიზუალური ენის ახალი მოდელი
რა არის PaLM-E — მულტიმოდალური ვიზუალური ენის ახალი მოდელი
თემის მიხედვით
რა არის PaLM-E — მულტიმოდალური ვიზუალური ენის ახალი მოდელი
ქვიზი — გამოიცანით ტექნოლოგიური სფეროს ტვინები ChatGPT-ის აღწერით
ქვიზი — გამოიცანით ტექნოლოგიური სფეროს «ტვინები» ChatGPT-ის აღწერით
თემის მიხედვით
ქვიზი — გამოიცანით ტექნოლოგიური სფეროს «ტვინები» ChatGPT-ის აღწერით

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.