Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft-ის ახალი Work Trend Index-ის კვლევის თანახმად, თანამშრომლების 75% თავიანთი ამოცანების შესასრულებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ეს 6 თვის წინანდელ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია.
Microsoft-ის ახალი Work Trend Index-ის კვლევის თანახმად, თანამშრომლების 75% თავიანთი ამოცანების შესასრულებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ეს 6 თვის წინანდელ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია.
ეს ანგარიში ეფუძნება 31 ქვეყანაში 31 ათასი ადამიანის გამოკითხვის შედეგებს და მონაცემებს Microsoft 365-ის, LinkedIn-ის და სხვა ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ.
მოწინავე მომხმარებლებისთვის AI ტექნოლოგია ზოგავს 30 წუთზე მეტს დღეში.
LinkedIn-ის მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტი შრომის ბაზარზე ცვლილების მამოძრავებელი ძალაა. საგრძნობლად გაიზარდა იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომელთა პროფილებშიც აღნიშნულია ხელოვნური ინტელექტის უნარები, ხოლო ვაკანსიებზე, რომლებშიც AI უნარების ქონაა ნახსენები, 17%-ით მეტი ადამიანი აკეთებს განაცხადს.
რესპონდენტების 45%-ზე მეტი განიხილავს სამსახურის შეცვლას უახლოეს მომავალში. მაიკროსოფტი ამბობს, რომ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2021 წლის შემდეგ.