ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა

Microsoft-მა საკუთარი საძიებო სისტემის, Bing-ის ახალი ვერსია გამოუშვა, რომელსაც თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ძალები და ფუნქციები აქვს.

კომენტარის დატოვება
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა

Microsoft-მა საკუთარი საძიებო სისტემის, Bing-ის ახალი ვერსია გამოუშვა, რომელსაც თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ძალები და ფუნქციები აქვს.

Bing OpenAI-ის მიერ გამოშვებულ ChatGPT-ის ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც ბოლო პერიოდში ტექნოლოგიურ სფეროში მთავარი განსახილველი თემაა.

Microsoft-ის ხელმძღვანელის, სატია ნადელას თქმით, გიგანტ კომპანიებს შორის ხელოვნური ინტელექტით შეიარაღების შეჯიბრი იწყება.

«რბოლა დღეს იწყება» — თქვა მან.

ChatGPT საძიებო მოთხოვნებზე ადამიანის მსგავსი პასუხების შესაქმნელად ღრმა სწავლის ტექნიკას იყენებს.

ნადელა აღნიშნავს, რომ ონლაინ ძიების ხასიათისა და ფუნქციის მთლიანად შესაცვლელად მზად არის.

«ტექნოლოგია თითქმის ყველა პროგრამული უზრუნველყოფის კატეგორიას შეცვლის, რომელიც ჩვენ ვიცით» — აღნიშნა მან.

Bing ახლა მომხმარებლების შეკითხვებზე პასუხს იმაზე დეტალურად გასცემს, ვიდრე ოდესმე. ის მხოლოდ ვებსაიტების ბმულებით არ შემოიფარგლება.

მომხმარებლებს ბოტთან საუბარიც შეეძლებათ, რათა თავიანთი მოთხოვნები საძიებო სისტემას უკეთ მოარგონ. დეტალური პასუხები საძიებო სისტემის მარჯვენა მხარეს გამოჩნდება.

Microsoft-მა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კიდე ერთმა გიგანტმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Google-მა საკუთარი ჩატბოტი, Bard გამოუშვა. ორივე კომპანია საკუთარი პროდუქტის ბაზარზე გატანას ცდილობს.

Wedbush Securities-ის ანალიტიკოსმა, დენ აივსმა თქვა, რომ Microsoft-ის ინვესტიცია კომპანიის კონკურენციის უნარს მასობრივად გაზრდის.

«ეს ხელოვნური ინტელექტის ფრონტზე მხოლოდ საწყისი ნაბიჯებია… AI შეიარაღების რბოლა დიდ ტექნოლოგიებს შორის ახლა იწყება» — თქვა მან.

Microsoft, სან-ფრანცისკოში დაფუძნებული OpenAI-ის სტაჟიანი მხარდამჭერი, ხელოვნურ ინტელექტში მილიარდობით ინვესტიციას ანხორციელებს.

Microsoft-მა განაცხადა, რომ Bing OpenAI-ის ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომელიც იმაზე განვითარებული და დახვეწილი იქნება, ვიდრე გასულ წელს გამოქვეყნებული ChatGPT-ის ტექნოლოგია.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ChatGPT-ს,  რომელიც სტუდენტების მიერ გამოცდებისა და ტესტების ჩასაბარებლადაც კი გამოიყენება — პოტენციალი აქვს, რომ მრავალ პროფესიას საფრთხე შეუქმნას, მათ შორის ჟურნალისტიკასაც. თუმცა ტექნოლოგია ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია.

Microsoft ირწმუნება რომ პროგრამების სკანირებისას კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს
Microsoft ირწმუნება, რომ პროგრამების სკანირებისას კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს
თემის მიხედვით
Microsoft ირწმუნება, რომ პროგრამების სკანირებისას კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს
Microsoft Excel  ფორმულებს აძლიერებს და ამარტივებს
Microsoft Excel ფორმულებს აძლიერებს და ამარტივებს
თემის მიხედვით
Microsoft Excel ფორმულებს აძლიერებს და ამარტივებს
ChatGPT -  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
თემის მიხედვით
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს სახელწოდებით — Bard
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს, სახელწოდებით — Bard
თემის მიხედვით
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს, სახელწოდებით — Bard


ასევე წაიკითხეთ
Google Summer of Code 2023 იწყება — რა არის და როგორ შეიძლება მონაწილეობა
Google Summer of Code 2023 იწყება — რა არის და როგორ შეიძლება მონაწილეობა
Google Summer of Code 2023 იწყება — რა არის და როგორ შეიძლება მონაწილეობა
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება. ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი —  GPT-4. რას შეიძლება  ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?
Bing-მა GPT-4-ით მხარდაჭერილი ჩათბოტისთვის მომლოდინეთა სია გააუქმა
Bing-მა GPT-4-ით მხარდაჭერილი ჩათბოტისთვის მომლოდინეთა სია გააუქმა
Bing-მა GPT-4-ით მხარდაჭერილი ჩათბოტისთვის მომლოდინეთა სია გააუქმა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.