ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Google ChatGPT-სთან საბრძოლველად წარუმატებელი Google + -ის დაბრუნებას განიხილავს

2011 წელს Google პანიკამ მოიცვა. Facebook ელვისებურად იზრდებოდა და კომპანია თვლიდა, რომ სოციალური ქსელი მალე ყველაფერს გადაყლაპავდა. ამ ლურჯ დაბრკოლებასთან საბრძოლველად, Google-ის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ლარი პეიჯმა კომპანიის თანამშრომლებს უთხრა, რომ ამიერიდან მათი ბონუსები სოციალურ ქსელში Google-ის წარმატებასთან პირდაპირ კავშირში იქნებოდადა მოუწოდა, სოციალური მახასიათებლები Google-ის ყველა პროდუქტში დაემატებინათ.

კომენტარის დატოვება

ამ გადაწყვეტილებამ Google-ში სოციალური მედიის მახასიათებლების ინტეგრაცია გამოიწვია, რაც მომხმარებელთა უმარავლესობას სძულდა. მაგალითად, YouTube-ის კომენტარები Google±თან იყო მიბმული და საიტი სპამებით გაივსო. ახალი Gmail მისამართის გასაკეთებლად Google±ის ანგარიშის შექმნა აუცილებელი იყო. ფაქტობრივად, Google-ის პროდუქტების ანონიმური გამოყენება შეუძლებელი გახდა. Gmail-ში სოციალური ქსელი შეიქმნა, სახელწოდებით Google Buzz, რომელსაც თავდაპირველად ყველა მომხმარებელი იძულებით შეუერთდა. 

ამ იძულებითმა ინტეგრაციამ საშინელი მარცხი განიცადა და სოციალური პანიკის გადავლის შემდეგ კომპანიამ სერვისი საბოლოოდ გააუქმა.

თუმცა, წარსულში განცდილი წარუმატებლობა Google-ს არ აჩერებს, მორიგი პანიკის დროს Google±ის მსგავსი სერვისი კვლავ აამოქმედოს. როგორც ცნობილია, კომპანიას ChatGPT-ის სტილის ფუნქციების დამატება ყველაფერში სურს. თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შესწავლასა და დახვეწაზე მუშაობს.

კომპანიის თანამშრომლებიც აღიარებენ, რომ Google-ის პანიკა, რომელიც ამჯერად ChatGPT-ის უკავშირედება, Google±ის ეპოქას ძალიან წააგავს. ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ Google-ის ზოგიერთი თანამშრომლის რეიტინგსა და მიმოხილვაზე მათი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უნარები დიდ გავლენას მოახდენს.

ხელოვნური ინტელექტი Google-ის იმ რამდენიმე სფეროდან, რომელშიც აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ ინვესტიცია განახორციელა, ერთ-ერთია.

Google, წლების განმავლობაში, ხმის ამოცნობის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქციებით — Google Assistant-თა და Google Duplex-ით, ლიდერი იყო.

თუმცა, ახლა  Google-ს ეშინია რომ, მაგალითად, OpenAI-ს წარმატებაში ეხმარება. და სანამ Google კვლევით ნაშრომებს აქვეყნებს, OpenAI პროდუქტებს უშვებს, რის გამოც Google ხელოვნური ინტელექტის ლიდერად აღარ განიხილება. 

2021 წელს New York Times პიჩაის მენეჯმენტის სტილს კრიტიკულად აფასებდა. ბევრი მიიჩნევს, რომ პიჩაი Google-ის ერთფეროვნების მთავარი წყაროა. გიგანტი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პროდუქტების განვითარებასთან დაკავშირებით ახლა უფრო პრაქტიკულ მიდგომას ახორციელებს.

რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად როგორი იქნება იძულებითი AI ინტეგრაცია — Google-ის მოხსენებაში მოყვანილია YouTube-ის ბოლო ფუნქციის მაგალითი, რომელიც ადამიანებს ტანსაცმლის ვირტუალურად გამოცვლის საშუალებას მისცემს.

პიჩაიმ თქვა, რომ კომპანია Gmail-სა და Docs-ში დიდი ენობრივი მოდელების შემოტანაზე მუშაობს.

Google-ის ერთ-ერთი თანამშრომელი Bloomberg-თან ინტერვიუში ამბობს:

«ჩვენ, ფაქტობრივად, მაქსიმუმს ვაკეთებთ, თუმცა წარმატება არც ისე ახლოსაა. კომპანიის გარდაქმნისთვისა და კონკურენტუნარიანობისთვის, ალბათ, დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო».

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თანამშრომლები Google-ის CEO-ს Bard-ის შესახებ ნაჩქარევი განცხადებების გამო აკრიტიკებენ
თანამშრომლები Google-ის CEO-ს Bard-ის შესახებ ნაჩქარევი განცხადებების გამო აკრიტიკებენ
თემის მიხედვით
თანამშრომლები Google-ის CEO-ს Bard-ის შესახებ ნაჩქარევი განცხადებების გამო აკრიტიკებენ
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს სახელწოდებით — Bard
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს, სახელწოდებით — Bard
თემის მიხედვით
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს, სახელწოდებით — Bard
Google გეგმავს საძიებო სისტემას ჩატბოტის ფუნქციები დაუმატოს
Google გეგმავს, საძიებო სისტემას ჩატბოტის ფუნქციები დაუმატოს
თემის მიხედვით
Google გეგმავს, საძიებო სისტემას ჩატბოტის ფუნქციები დაუმატოს

ასევე წაიკითხეთ
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ახალი AI მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია  მომხმარებლის განახლებულ ინტერფეისთან ერთად გამოუშვა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.