ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ჩიპების ომი — იაპონია ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს

აშშ-სა და ნიდერლანდების შემდეგ, კომპიუტერული ჩიპების ექსპორტის შეზღუდვა იაპონიის მთავრობამაც გადაწყვიტა. ზომები 23 ტიპის ნახევარგამტარული წარმოების მოწყობილობაზე გავრცელდება.

კომენტარის დატოვება

ნახევარგამტარები, რომლებიც ყველაფერს ამუშავებენ — მობილური ტელეფონებიდან დაწყებული სამხედრო ტექნიკით დამთავრებული, უკვე დიდი ხანია აშშ-სა და ჩინეთს შორის დაპირისპირების მიზეზია.

ჩინეთის მთავრობა ყოველთვის აღნიშნავს, რომ აშშ-ს ტექნოლოგიური ჰეგემონიის დამყარება სურს, რაზეც ვაშინგტონის მიერ დაწესებული ექსპორტის კონტროლიც ნათლად მეტყველებს.

თუმცა, იაპონიის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 31 მარტს გამოქვეყნდა, ჩინეთი და აშშ ნახსენები არ არის.

«ჩვენს პასუხისმგებლობას  ვასრულებთ, როგორც ტექნოლოგიური ქვეყანა, რათა საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას ხელი შევუწყოთ». — აცხადებენ სამინისტროში.

იაპონიის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, იასუტოში ნიშიმურამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯს აშშ-ს შეზღუდვებთან კავშირში არ აქვს.

«თუ ჩვენს ექსპორტს სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენებენ, მაშინ ექსპორტს აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიებზე გავლენა მცირე იქნება». — დასძინა ნიშიმურამ.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოშიმასა ჰაიაში პეკინს ეწვია.

ჰაიაშიმ თქვა, რომ ის თავის ჩინელ კოლეგას, ცინ განგს პატიოსანი და გულწრფელი დისკუსიისთვის, კონსტრუქციული და სტაბილური ურთიერთობის შესაქმნელად შეხვდება.

ექსპორტის შეზღუდვა რამდენიმე მნიშვნელოვან აღჭურვილობაზე გავრცელდება — დაწყებული ხელსაწყოებიდან, რომლებიც სილიკონის ვაფლის გასაწმენდად გამოიყენება, დამთავრებული ლითოგრაფიული მანქანებით.

გადადგმული ნაბიჯი ისეთ კომპანიებზე მოახდენს გავლენას, როგორიცაა, მაგალითად, Tokyo Electron და Nikon.

ლითოგრაფიული მანქანები მიკროჩიპების წარმოების პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. ისინი ლაზერებს იყენებენ, რათა სილიკონზე მცირე ზომის ნიმუშები დაბეჭდონ.

ოქტომბერში ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ლიცენზიებს იმ კომპანიებს მოსთხოვდა, რომლებიც ამერიკული ინსტრუმენტების ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ჩინეთში ექსპორტს ახორციელებენ. ამასთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა ნიდერლანდებსა და იაპონიას მსგავსი შეზღუდვების მიღებისკენ მოუწოდა.

ამ თვეში ნიდერლანდების მთავრობამ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მსოფლიოში მოწინავე მიკროჩპების ექსპორტზე გარკვეულ შეზღუდვებს შემოიღებს.

ნიდერლანდების ვაჭრობის მინისტრმა, ლიესე შრეინმახერმა თქვა, რომ ზომები ნახევარგამტარების წარმოების ციკლში ძალიან სპეციფიკურ ტექნოლოგიებზე მოახდენს გავლენას.

მან დაამატა, რომ მთავრობამ ტექნოლოგიური განვითარების მიზნები და გეოპოლიტიკური კონტექსტი, ჩინეთისა და ჰოლანდიური მწარმოებელის, ASML-ის დასახელების გარეშე განიხილა.

ASML მიკროჩიპების მიწოდების გლობალურ ჯაჭვში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიაა. ის მანქანებს აწარმოებს, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესო ჩიპებს ქმნიან.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
თემის მიხედვით
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
Samsung სამხრეთ კორეის მეგა ჩიპების დამზადების გეგმაში ინვესტიციას განახორციელებს
Samsung სამხრეთ კორეის მეგა ჩიპების დამზადების გეგმაში ინვესტიციას განახორციელებს
თემის მიხედვით
Samsung სამხრეთ კორეის მეგა ჩიპების დამზადების გეგმაში ინვესტიციას განახორციელებს
ჩიპების ომი — ნიდერლანდური ASML ამტკიცებს რომ ჩინელმა თანამშრომელმა მონაცემები მოიპარა
ჩიპების ომი — ნიდერლანდური ASML ამტკიცებს, რომ ჩინელმა თანამშრომელმა მონაცემები მოიპარა
თემის მიხედვით
ჩიპების ომი — ნიდერლანდური ASML ამტკიცებს, რომ ჩინელმა თანამშრომელმა მონაცემები მოიპარა

ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.