ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Samsung სამხრეთ კორეის მეგა ჩიპების დამზადების გეგმაში ინვესტიციას განახორციელებს

ელექტრონული გიგანტი Samsung 20 წლის განმავლობაში $230.8 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს, რათა კორეა ნახევარგამტარების ჰაბი გახდეს.

ინვესტიცია ჩიპების ხუთი ქარხნის მშენებლობას მოხმარდება. Samsung სმარტფონებისა და ტელევიზორებისთვის მეხსიერების ჩიპების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელია.

კომენტარის დატოვება

ოფიციალური გეგმის მიხედვით, კორეის ხელისუფლება მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის კომპანიებს წაახალისებს გაფართოებული საგადასახადო შეღავათებითა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით. 

გლობალური საკონსულტაციო კომპანია Albright Stonebridge Group-ის წარმომადგენლის, პოლ ტრიოლის განცხადებით, სამხრეთ კორეაში ეს ნაბიჯები სექტორის მთავარი მოთამაშეების მიერ ნახევარგამტარების წარმოების გაძლიერებას მოჰყვა.

«სამხრეთ კორეას სურს, გარკვეულწილად ტაივანის ეფექტს მიბაძოს და შეიქმნას მასობრივი კლასტერი, რომელიც მიიზიდავს მრავალ სხვა კომპანიას, მიწოდების როგორც ზედა, ასევე ქვედა ჯაჭვებში». — თქვა ტრიოლმა.

ნახევარგამტარები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა მოწყობილობის ფუნქციონირებას, მობილური ტელეფონიდან დაწყებული სამხედრო ტექნიკით დამთავრებული, აშშ-სა და ჩინეთს შორის მწვავე დაპირისპირების საგანია. 

2022 წლის ოქტომებრში ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ითხოვდნენ ლიცენზიებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინეთში ჩიპების ექსპორტს ამერიკული ინსტრუმენტების ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ახორციელებდნენ, მიუხედავად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ წერტილში იყო ისინი დამზადებული.

გასულ კვირას ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ ასევე აპირებს შეზღუდვების დაწესება მისი «ყველაზე მოწინავე» მიკროჩიპების ტექნოლოგიის ექსპორტზე, ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.

სამხრეთ კორეის ვაჭრობის სამინისტრომ კი გამოთქვა შეშფოთება აშშ-ის ნახევარგამტარების პოლიტიკასთან დაკავშირებით.

უწყებამ განაცხადა, რომ ჩიპების აქტმა «შეიძლება გააღრმაოს გაურკვევლობა ბიზნესში, დაარღვიოს კომპანიების მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების უფლებები და ასევე შეერთებული შტატები ინვესტიციისთვის ნაკლებად მიმზიდველად აქციოს».

2023 წლის 14 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავს, განახორციელოს «ჩიპების აქტი». საერთაშორისო ტექნოლოგიების უსაფრთხოებისა და ინოვაციების ფონდი გამოყოფს $500 მილიონს — $100 მილიონს წელიწადში, რათა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ახალი პროგრამებისა და ინიციატივების მეშვეობით მიაღწიონ შემდეგ ამოცანებს: 

  • ნახევარგამტარები — აშშ აცხადებს, რომ არც ერთ ქვეყანას, მათ შორის, არც მას, არ შეუძლია, მთელი მსოფლიოსთვის საჭირო ჩიპები აწარმოოს და მომარაგება უზრუნველყოს. «აშშ-ის მიერ მიკროჩიპების დამზადებისა და გავრცელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა ითანამშრომლოს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა უზრუნველყოს, ნახევარგამტარების მიწოდების ჯაჭვის ზედა და ქვედა დინების კომპონენტები იყოს საკმარისად დივერსიფიცირებული, ელასტიური და უსაფრთხო.
  • უსაფრთხო და სანდო სატელეკომუნიკაციო ქსელები: ციფრული კავშირისა და კიბერუსაფრთხოების პარტნიორობის (DCCP) ფარგლებში, აშშ-ის მთავრობა მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მთელს მსოფლიოში, რათა დაეხმაროს ქვეყნებს, ისარგებლონ ძლიერი ციფრული ეკონომიკის უპირატესობებით, რომელიც დაფუძნებულია უსაფრთხო და სანდო ICT ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე. ამ ძალისხმევის წინსვლისთვის, ITSI-ის დაფინანსება ხელს შეუწყობს პროგრამებს სამ სამუშაო მიმართულებით:

    1. ქვეყნებთან მუშაობა პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოების შემუშავების მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, არის ცენტრალური გადაწყვეტილების მიმღები ფაქტორი ICT შესყიდვებში;

    2. დაფინანსების, ინვესტიციების და სხვა ინსტრუმენტების გამოყენება, რათა მოხდეს კერძო სექტორის ინვესტიციების კატალიზება უსაფრთხო ICT ქსელებში, მათ შორის ღია და თავსებადი ქსელების არქიტექტურაში;

    3. მუშაობა კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტებისა და სერვისების მიწოდებაზე, რათა გააუმჯობესოს პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობები, დაიცვან კიბერუსაფრთხოების საფრთხეები, მართონ, უპასუხონ და აღდგეს მათგან. 
  • dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
    dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
    თემის მიხედვით
    dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
  • ჩიპების ომი — ნიდერლანდური ASML ამტკიცებს რომ ჩინელმა თანამშრომელმა მონაცემები მოიპარა
    ჩიპების ომი — ნიდერლანდური ASML ამტკიცებს, რომ ჩინელმა თანამშრომელმა მონაცემები მოიპარა
    თემის მიხედვით
    ჩიპების ომი — ნიდერლანდური ASML ამტკიცებს, რომ ჩინელმა თანამშრომელმა მონაცემები მოიპარა
  • Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს
    Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს
    თემის მიხედვით
    Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
ქართულმა CityPay.io-მ Tether.to-სგან $10 მილიონის Series A ინვესტიცია მიიღო
ქართულმა CityPay.io-მ Tether.to-სგან $10 მილიონის Series A ინვესტიცია მიიღო
ქართულმა CityPay.io-მ Tether.to-სგან $10 მილიონის Series A ინვესტიცია მიიღო
Nvidia ახლა Amazon-სა და Alphabet-ზე მეტი ღირს
Nvidia ახლა Amazon-სა და Alphabet-ზე მეტი ღირს
Nvidia ახლა Amazon-სა და Alphabet-ზე მეტი ღირს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.