ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ჩიპების ომი — ნიდერლანდური ASML ამტკიცებს, რომ ჩინელმა თანამშრომელმა მონაცემები მოიპარა

კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი კომპანია ASML ამტკიცებს, რომ მისმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც წარმოშობით ჩინელია, კომპანიის ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია მოიპარა.

კომენტარის დატოვება

ჰოლანდიური კომპანიის განცხადებით, დარღვევის შესახებ ნიდერლანდებისა და აშშ-ის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეატყობინა.

ASML მიკროჩიპების მიწოდების გლობალურ ჯაჭვში ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი კომპანიაა. ის აწარმოებს მანქანებს, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესო ჩიპებს ქმნიან.

ჩიპები, იგივე ნახევარგამტარები, რომლებიც ყველაფერში გამოიყენება, მობილური ტელეფონებიდან დაწყებული სამხედრო ტექნიკით დამთავრებული, აშშ-სა და ჩინეთს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი საგანია.

«ჩვენ ჩინეთში ყოფილი თანამშრომლის მიერ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული მონაცემების არასანქცირებული მითვისება განვიცადეთ». — ნათქვამია ASML-ის უახლეს წლიურ ანგარიშში.

«შესაძლოა ექსპორტის კონტროლის გარკვეული რეგულაციები გამკაცრდეს. ჩვენ ინციდენტის შემდეგ დამატებით გამოსასწორებელ ზომებს აუცილებლად მივიღებტ». 

ASML-ს ყოფილი თანამშრომლის ვინაობა არ დაუსახელებია და არც იმ დეტალებზე უსაუბრია, თუ რა იგულისხმება ექსპორტის კონტროლის რეგულაციების გამკაცრებაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ASML ინტელექტუალური საკუთრების (IP) დარღვევას ჩინეთს უკავშირებს.

2021 წლის ყოველწლიურ ანგარიშში კომპანიამ განაცხადა, რომ ინფორმაცია ჰქონდა, რომლის მიხედვითაც, ჩინური ნახევარგამტარული აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი DongFang JingYuan Electron პროდუქტებს ჩინეთში აქტიურად აწარმოებდა, რასაც შეიძლებოდა ASML-ის IP უფლებები დაერღვია.

DongFang JingYuan Electron-მა ბრალდება უარყო. ბეიჯინგში დაფუძნებულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ცნობები ფაქტებს არ შეესაბამებოდა. 

«ჩვენ უფლება გვაქვს, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ASML-ს სამართლებრივად დავუპირისპირდეთ» — განაცხადა 2021 წელს DongFang JingYuan Electron-ის წარმომადგენელმა.

ნახევარგამტარების ინდუსტრიის ძირითად კომპანიებს ჩინეთში ექსპორტზე კონტროლი აქვთ დაწესებული.

ოქტომბერში აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ ლიცენზიას ყველა იმ კომპანიას მოსთხოვს, რომელსაც ჩინეთში ექსპორტზე ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფა გააქვს.

აშშ მსგავსი შეზღუდვების მიღებისკენ ნიდერლანდებსა და იაპონიასაც მოუწოდებს.

2019 წლიდან ნიდერლანდების მთავრობამ ჩინეთისთვის ASML-ს მოწინავე ლითოგრაფიული აპარატების მიყიდვა შეაჩერა.

ლითოგრაფიული აპარატები ლაზერებს სილიკონზე მცირე ზომის ნიმუშების დასაბეჭდად იყენებენ. ეს მიკროჩიპების წარმოების პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს
Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს
თემის მიხედვით
Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს
სანქციების მიუხედავად ჩინეთის ბირთვული იარაღის ლაბორატორიამ ამერიკული ჩიპები გამოიყენა
სანქციების მიუხედავად, ჩინეთის ბირთვული იარაღის ლაბორატორიამ ამერიკული ჩიპები გამოიყენა
თემის მიხედვით
სანქციების მიუხედავად, ჩინეთის ბირთვული იარაღის ლაბორატორიამ ამერიკული ჩიპები გამოიყენა

ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
Temu-მ ახალ მომხმარებლებზე თანხის გაცემის პირობები შეშფოთების ფონზე შეცვალა
Temu-მ ახალ მომხმარებლებზე თანხის გაცემის პირობები შეშფოთების ფონზე შეცვალა
Temu-მ ახალ მომხმარებლებზე თანხის გაცემის პირობები შეშფოთების ფონზე შეცვალა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.