ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის

ნახევარგამტარები, იგივე ჩიპები თანამედროვე სამყაროს ნავთობად მიიჩნევა. დღეს სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ძალა კომპიუტერულ ჩიპებზეა დაფუძნებული. პრაქტიკულად ყველაფერი — რაკეტებიდან სარეცხის მანქანებამდე, სმარტფონებიდან საფონდო ბირჟებამდე, ნახევარგამტარების დახმარებით ფუნქციონირებს. ჩიპების — სილიკონის პატარა ფრაგმენტების მნიშვნელობის გააზრებისთანავე, ნათელი ხდება, რატომ იბრძვის ორი გიგანტი სახელმწიფო, აშშ და ჩინეთი ამ სფეროში პირველობისთვის — მიწოდების ჯაჭვების კონტროლი უკონკურენტო ზესახელმწიფოს შექმნის გასაღებია.

კომენტარის დატოვება
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის

ნახევარგამტარები, იგივე ჩიპები თანამედროვე სამყაროს ნავთობად მიიჩნევა. დღეს სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ძალა კომპიუტერულ ჩიპებზეა დაფუძნებული. პრაქტიკულად ყველაფერი — რაკეტებიდან სარეცხის მანქანებამდე, სმარტფონებიდან საფონდო ბირჟებამდე, ნახევარგამტარების დახმარებით ფუნქციონირებს. ჩიპების — სილიკონის პატარა ფრაგმენტების მნიშვნელობის გააზრებისთანავე, ნათელი ხდება, რატომ იბრძვის ორი გიგანტი სახელმწიფო, აშშ და ჩინეთი ამ სფეროში პირველობისთვის — მიწოდების ჯაჭვების კონტროლი უკონკურენტო ზესახელმწიფოს შექმნის გასაღებია.

«ჩიპების ომი აშშ-სგან ომის კიდევ ერთი ფორმაა, ისევე, როგორც ნავთობის ომი, რომელიც მათ ერაყსა და ავღანეთში წამოიწყეს, მაგრამ ამჯერად ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე», — ასე აღწერს China Daily Media Unlocked Studio-ის რეპორტიორი, მენგ ჟე იმ გრძელვადიან პროცესს, რომელიც ჩინეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობს.

ჩიპების ომს დიდი ისტორია აქვს, რომელიც მე-20 საუკუნიდან იწყება. იმ ვითარების სწორად აღსაქმელად, რომელსაც დღეს ვხედავთ, აუცილებელია, მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ. 1947 წელს Bell Labs-ის (სატელეკომუნიკაციო გიგანტის, at&t-ის შვილობილი კომპანია) მკვლევართა ჯგუფმა გადამრთველი გამოიგონა, ელექტრო ქსელს აკონტროლებს და თანამედროვე ელექტრონიკის სამშენებლო ბლოკს წარმოადგენს. დაახლოებით 10 წელში გადამრთველი «ინტეგრირებული მიკროსქემის», ანუ ჩიპის შესაქმნელად გამოიყენეს. ჩიპების ინდუსტრია კალიფორნიის გარშემო აყვავდა, თუმცა ეტაპობრივად აზიაში გადაინაცვლა, სადაც მუშახელი და შრომაც გაცილებით იაფი იყო.

ინოვაცია სწრაფად გავრცელდა. 1965 წელს გორდონ მურმა, რომელმაც მოგვიანებით ამერიკული ჩიპების მწარმოებელი გიგანტი, Intel დააარსა, სწორად იწინასწარმეტყველა, რომ გადამრთველების შემცირებით ინჟინრები წარმოებული ჩიპების რაოდენობას წარმატებით გააორმაგებდნენ.

ბაზრის ზრდასთან ერთად, კონკურენტების ინტერესიც გაიზარდა. თავდაპირველად, მცდელობა საბჭოთა კავშირს ჰქონდა, რომელმაც სილიკონის ველის კოპირება სცადა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით, იაპონურმა ფირმებმა ჩიპების ბაზრის წილის აღება მოახერხეს, მაგრამ მთავარი სტრატეგიული საფრთხე ჩინეთიდან მოდის, რომელიც დღეს ჩიპების იმპორტზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ნავთობზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1960-იან წლებში ამერიკულმა კომპანიებმა გარკვეული ჩიპების ოფშორული წარმოება აზიაში დაიწყეს. იაპონია ამერიკული ჩიპების ქარხანად იქცა. თუმცა 1980-იან წლებში ამერიკული ბიზნესი ალყაში აღმოჩნდა, რადგან იაპონურ კომპანიებს (Hitachi და Fujitsu) ჩიპების დამზადება უფრო სწრაფად და იაფად შეეძლოთ, ვიდრე ამას ამერიკული კომპანიები აკეთებდნენ.

აშშ-მ იაპონიასთან სავაჭრო ომი დაიწყო, ხოლო შემცვლელად ჩინეთის ტაივანი და სამხრეთ კორეა აირჩია. სწორედ ამ მომენტში გადაუსწრეს იაპონიას და მსოფლიოში წამყვანი ჩიპების მწარმოებლები გახდნენ. 1990 წელს მსოფლიოში ნახევარგამტარების 37% შეერთებულ შტატებში მზადდებოდა, ახლა აშშ-ის ბაზრის წილი 12%-მდეა შემცირებული.

აშშ-ის მდგომარეობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩიპების მწარმოებლის, ტაივანური tsmc-ის დაფუძნებამ კიდევ უფრო გაართულა. თავდაპირველად, tsmc-ის ტექნოლოგია ამერიკელ კონკურენტებს ჩამორჩებოდა. თუმცა, მორის ჩენგის ხელმძღვანელობის წყალობით, მალევე პირველობა მოიპოვა. ამერიკული კომპანიების უმეტესობამ უახლესი ჩიპების წარმოება შეწყვიტა და ამის ნაცვლად tsmc-ის ტექნოლოგიაზე გადაერთო. დღეს tsmc საბაზრო ღირებულებით მსოფლიოში ყველაზე დიდი მწარმოებელია.

2022 წლიდან კი ყველაზე მომხიბვლელი და საინტერესო ისტორია იწყება — აშშ ჩიხში კიდევ ერთხელ მოექცა, სექტორში ჩინეთის წილი თითქმის ნულიდან 15%-მდე გაიზარდა. ეს მოვლენების მოულოდნელი განვითარება აღმოჩნდა, ამიტომ შეერთებულმა შტატებმა ისეთი ქმედებების განხორციელება დაიწყო, როგორიც 1980-იან წლებში, იაპონიის შემთხვევაში.

ამოქმედდა მთელი რიგი რეგულაციები. ბაიდენის ადმინისტრაციამ ცნობილ «ჩიპების აქტს» მოაწერა ხელი, რომელიც მიზნად ისახავს კვლევების გაძლიერებას, მიწოდების ჯაჭვის დახვეწასა და აშშ-ში ნახევარგამტარების წარმოების გაცოცხლებას. ასევე, ექსპორტის წესები შეიცვალა და ინვესტიციები აიკრძალა, რაც ჩინეთს მოწინავე ნახევარგამტარებისა და აღჭურვილობის შეძენაში ხელს უშლის.

ადმინისტრაციამ მძიმე და ეპიკური შეზღუდვები შემოიღო, რომელიც ჩინეთში მოწინავე ჩიპების გაყიდვას ზღუდავს, რაც ჩინეთს გამოთვლით ძალას ართმევს, რომელიც მას მასშტაბური ხელოვნური ინტელექტის მოსამზადებლად სჭირდება.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ დროისთვის აშშ მიზნისკენ სწორად მიდის და ომში იმარჯვებს. თუმცა, მისი ნაბიჯები გლობალურ ეკონომიკას ცალსახად ცვლის. ეს ერთგვარი ჯაჭვია, რომლის დარღვევაც, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

ილუსტრაციისთვის, iPhone-ს აქვს ჩიპები, რომლებიც აშშ-შია შექმნილი, ტაივანში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში იწარმოება, პროცესი კი ჩინეთში სრულდება. ამასთან ერთად, ინდოეთი, რომელიც ჩიპების ინდუსტრიაში სულ უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებს, შეიძლება მომავალში ჩინეთისა და აშშ-ის კონკურენტად მოგვევლინოს.

რბოლის კიდევ ერთი ასპექტია რაც შეიძლება პატარა ჩიპების შექმნა, რაც გორდონ მურის აღმოჩენის ლოგიკური გაგრძელებაა. წარმოიდგინეთ პატარა ელექტრული ჩამრთველი, რომელიც დენის ჩართვასა და გამორთვაზეა პასუხისმგებელი. შეძლებთ მის მოთავსებას სილიკონის ძალიან პატარა ნაჭერზე?

«ეს არის ის, რასაც ნახევარგამტარების ინდუსტრია მურის კანონს უწოდებს — არსებითად გადამრთველის სიმკვრივეს დროთა განმავლობაში აორმაგებს და ამის მიღწევა ძალიან რთულია» — თქვა Silicon Valley-ის პარტნიორმა Bain & Company-ში, ჯუ ვანგმა.

ამის მიღწევა ჩიპების წამყვანი, მოწინავე მწარმოებლებისთვისაც რთულია. 2022 წლის შუა რიცხვებში Samsung პირველი კომპანია გახდა, რომელმაც სამნანომეტრიანი ჩიპების მასობრივი წარმოება დაიწყო. იმავე წელს, მას Apple-ის მთავარი მიმწოდებელი, tmsc მიჰყვა. საინტერესოა, რამდენად ვიწროა მათი პროდუქტი? — გაცილებით ვიწრო, ვიდრე ადამიანის თმის ღერი, რომელიც დაახლოებით 50-დან 100000 ნანომეტრამდეა.

აშშ ჩინეთის «დაპყრობას» უზარმაზარი ტექნოლოგიური ინვესტიციებით ცდილობს, თუმცა დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ აზიური კომპანიების შეფერხებას არ იწვევს — ნიდერლანდური ASML, რომელიც მიკროჩიპების მიწოდების გლობალურ ჯაჭვში ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი კომპანიაა, შემოსავლების დაახლოებით მეოთხედს კარგავს. ის აწარმოებს ლითოგრაფიულ მანქანებს, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესო ჩიპებს ქმნიან.

«ნიჭი ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია… თუ ჩინეთის ნახევარგამტარული კომპანიების აღმასრულებლებს გადავხედავთ, ბევრი მათგანი ამერიკულ პასპორტს ფლობს, ისინი ტრენინგს აშშ-ში გადიან და მწვანე ბარათები აქვთ. ასე რომ, ეს ჩინეთისთვის მართლაც დიდი პრობლემაა. ომი უნდა დასრულდეს», — ამბობს, პოლიტიკის კვლევის კომპანიის, Trivium China-ის ანალიტიკოსი, ლინგჰაო ბაო.

ყველაფერთან ერთად, აშშ-ს იმაზე მეტი ჩიპის დამზადება სურს, ვიდრე ეს ოდესმე გაუკეთებია. ჩიპების უმსხვილესმა ამერიკულმა მწარმოებელმა, Micron-მა, რომელიც სუპერკომპიუტერებისთვის, სამხედრო ტექნიკისთვისა და ნებისმიერი მოწყობილობისთვის მაღალი ხარისხის ჩიპებს ამზადებს, განაცხადა, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში 100 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, რათა წარმოების რაოდენობა და ხარისხი გაცილებით გაზარდოს.

აშშ-ის აქტიურობა იმას არ ნიშნავს, რომ ჩინეთი უმოქმედოდ არის. პეკინმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO) უჩივლა, თუმცა რეზოლუციას შეიძლება წლები დასჭრიდეს. ამავდროულად, ექსპერტები ამბობენ, რომ ჩინეთი ინვესტიციებს აუცილებლად გააორმაგებს და შეერთებულ შტატებს მარტივად არაფერს დაუთმობს.

მოკლევადიან პერსპექტივაში, ინდუსტრიას გლობალური შენელება უკრაინაში ომის, მზარდი ინფლაციისა და ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობის გამო უწევს. პეკინს სურს, ფრთხილად იმოქმედოს, იმის გათვალისწინებით, რომ მისმა ეკონომიკამ Covid-ის პანდემიის გამო დიდი დარტყმა მიიღო, რომლის შედეგებს ახლაც ებრძვის. 

«ჯერ ყველაფერი წინაა. ამერიკულ, ტაივანურ, ჩინურ და სხვა ქვეყნების კომპანიებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაღვივდება. ჩვენ ერთობლივ ძალისხმევას ვიხილავთ — აშშ ეცდება, ჩინეთი ინოვაციური ქსელებიდან გააქროს, ხოლო ჩინეთი შეერთებული შტატებისგან თავისუფალი მიწოდების ჯაჭვის შექმნას შეეცდება», — ვარაუდობს პროფესორი კრის მილერი.

ამას გლობალურ ეკონომიკაზე უდიდესი გავლენა ექნება და მოთამაშეებს აიძულებს, აირჩიონ მხარეები, რამაც შესაძლოა ჩინეთის ბაზრის კიდევ უფრო შესუსტება გამოიწვიოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ამ სექტორის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ არ დარჩებიან.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საბოლოო ჯამში, ამერიკისთვის სწორი მიდგომის სამი მიმართულება არსებობს:

  • პირველი ევროპასა და აზიაში მოკავშირეებთან მუშაობაა, რაც ჩინეთის უსამართლო პრაქტიკას შეაჩერებს (როგორიცაა იძულებითი ტექნიკის გადაცემა და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა).
  • მეორე შიდა ინოვაციების ხელშეწყობაა — როგორც უკვე ვთქვით, სახელმწიფო დაფინანსების დიდი ნაწილი ჩიპების კვლევაში მიდის და საჭიროა ნიჭისადმი მეტი გახსნილობა.
  • და მესამე არის ის, რომ მოემზადონ სამყაროსთვის, სადაც ჩინური ჩიპები ძალიან ძლიერი და გავრცელებულია.

მოკლედ, შეერთებული შტატები მოვლენების ნებისმიერი შესაძლო განვითარებისთვის მზად უნდა იყოს.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Samsung სამხრეთ კორეის მეგა ჩიპების დამზადების გეგმაში ინვესტიციას განახორციელებს
Samsung სამხრეთ კორეის მეგა ჩიპების დამზადების გეგმაში ინვესტიციას განახორციელებს
თემის მიხედვით
Samsung სამხრეთ კორეის მეგა ჩიპების დამზადების გეგმაში ინვესტიციას განახორციელებს
ჩიპების ომი — ნიდერლანდური ASML ამტკიცებს რომ ჩინელმა თანამშრომელმა მონაცემები მოიპარა
ჩიპების ომი — ნიდერლანდური ASML ამტკიცებს, რომ ჩინელმა თანამშრომელმა მონაცემები მოიპარა
თემის მიხედვით
ჩიპების ომი — ნიდერლანდური ASML ამტკიცებს, რომ ჩინელმა თანამშრომელმა მონაცემები მოიპარა
Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს
Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს
თემის მიხედვით
Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს


ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.