ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ChatGPT-ის კონკურენტი, Bard ხელმისაწვდომი მხოლოდ სრულწლოვნებისთვის იქნება

Google-მა თავისი AI ჩათბოტის, Bard-ის გამოშვება უკვე აქტიურად დაიწყო, თუმცა ის ხელმისაწვდომი მხოლოდ 18 წელზე მეტი ასაკის მომხმარებლებისთვის იქნება. 

კომენტარის დატოვება

ChatGPT-სგან განსხვავებით, მას ინტერნეტიდან განახლებულ ინფორმაციაზე აქვს წვდომა. კომპანიამ ასევე დაამატა ღილაკი «Google it», რომელიც ძიებისთვის გამოიყენება. Bard-ს წვდომა Wikipedia-სთანაც აქვს, რასაც ფაქტების გადამოწმებისთვისა და წყაროების მოძიებისთვის იყენებს.

Google-მა მომხმარებლები გააფრთხილა, რომ დასაწყისისთვის Bard შეზღუდული ფუნქციებით იმუშავებს და შესაძლოა, დეზინფორმაციის გავრცელებისა და მიკერძოების შემთხვევებიც დაფიქსირდეს.

მიზეზი მარტივია. ის იმ რეალურ სამყაროში არსებულ ინფორმაციას სწავლობს, სადაც მიკერძოება ჩვეულებრივი ამბავია — რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია, მის პასუხებში სტერეოტიპები და ყალბი ინფორმაცია შიგადაშიგ გამოჩნდეს.

ხელოვნური ინტელექტის ჩათბოტები დაპროგრამებულია, რათა კითხვებს ბუნებრივი, ადამიანის ენის გამოყენებით უპასუხონ. მათ ყველაფრის დაწერა შეუძლიათ, დაწყებული CV-ებითა და რეკომენდაციებით, დამთავრებული კომპიუტერული კოდითა და სტუდენტური ესეებით.

AI ჩათბოტების პოპულარობა ყოველდღიურად იმატებს. OpenAI-ის ცნობით, ChatGPT-ის, რომელიც 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა, ერთ კვირაში მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.

ChatGPT-ის პოპულარობისა და წარმატების შემდეგ, თითქმის ყველა გიგანტმა კომპანიამ საკუთარი ხელოვნური ინტელექტისა და ჩათბოტების განვითარებაზე დაიწყო ზრუნვა. მაგალითად, Microsoft-მა ამაში მილიარდობით აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო და საძიებო სისტემა Bing გააცოცხლა. კომპანია აპირებს, ხელოვნური ინტელექტი სხვა სერვისებსა და პროდუქტებშიც აქტიურად ჩართოს, როგორიცაა Word, Excel და Powerpoint.

Bard არის Google-ის ადრინდელი ენობრივი მოდელის, Lamda-ს შთამომავალი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის არასდროს გამოქვეყნებულა. თუმცა დიდი ყურადღება მიიპყრო, როდესაც მასზე მომუშავე ერთ-ერთმა ინჟინერმა განაცხადა, რომ მისი პასუხები იმდენად დამაჯერებელი იყო, თითქოს რაღაცას გრძნობდა და რეალურად აზროვნებდა. Google-მა ინჟინერი მალევე გაათავისუფლა და პროექტიც შეაჩერა.

Google-ის პროდუქტის უფროსმა დირექტორმა, ჯეკ კრაუჩიკმა განაცხადა, რომ Bard ექსპერიმენტია და იმედოვნებს, რომ ხალხი მას შემოქმედების წყაროდ გამოიყენებს. 

ChatGPT-ის ცოდნის მონაცემთა ბაზა მხოლოდ 2021 წლამდე ვრცელდება, ამიტომ მას არ შეუძლია, მაგალითად, თურქეთსა და სირიაში ბოლო მიწისძვრის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხოს. Bard-ს კი ამ ინფორმაციაზეც აქვს წვდომა.

«ის დაპროგრამებულია ისე, რომ შეურაცხმყოფელ მოთხოვნებს არ უპასუხოს და აქვს ფილტრები, რათა მავნე, უკანონო, სექსუალურად გამოხატული ან პერსონალურად იდენტიფიცირებული ინფორმაციის გაზიარება თავიდან აიცილოს. თუმცა ხარვეზები აუცილებლად იქნება», — თქვა Google Research-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ზუბინ ღაჰრამანმა.

Google ამბობს, რომ Bard-ს ყურადღებით დააკვირდება, რათა დარწმუნდეს, რომ ის კომპანიის AI პრინციპებს იცავს, რომელიც მიკერძოებისა ან დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებას გულისხმობს.

ის აზრის გამოხატვას ან პერსონაჟის კოპირებას ვერ შეძლებს, თუმცა ChatGPT-ის მსგავსად, სხვების წერის სტილის მიბაძვა შეეძლება.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თანამშრომლები Google-ის CEO-ს Bard-ის შესახებ ნაჩქარევი განცხადებების გამო აკრიტიკებენ
თანამშრომლები Google-ის CEO-ს Bard-ის შესახებ ნაჩქარევი განცხადებების გამო აკრიტიკებენ
თემის მიხედვით
თანამშრომლები Google-ის CEO-ს Bard-ის შესახებ ნაჩქარევი განცხადებების გამო აკრიტიკებენ
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს სახელწოდებით — Bard
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს, სახელწოდებით — Bard
თემის მიხედვით
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს, სახელწოდებით — Bard
Bard AI-ის შეცდომამ Google-ს $100 მილიარდი დააკარგინა
Bard AI-ის შეცდომამ Google-ს $100 მილიარდი დააკარგინა
თემის მიხედვით
Bard AI-ის შეცდომამ Google-ს $100 მილიარდი დააკარგინა

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.