ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეახალი ამბები
9 თებერვალი 2023, 15:57
2023-02-09
Bard AI-ის შეცდომამ Google-ს $100 მილიარდი დააკარგინა
რეკლამა, რომელიც Google-მა ხელოვნური ინტელექტის შესახებ შექმნა და გაავრცელა, აჩვენებდა, რომ Bard კითხვას არასწორად პასუხობდა. შედეგად, Google-ის დედა კომპანია Alphabet-ის აქციები ოთხშაბათს 7%-ზე მეტით დაეცა, რის გამოც კომპანიის საბაზრო ღირებულება $100 მილიარდით შემცირდა.
ახლა Google ეძებს გზებს საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ ის საუკეთესო ხელოვნური ინტელექტისთვის ბრძოლაში ჯერ კიდევ მოწინავე რიგებშია.
Bard-ის სარეკლამო რგოლი 6 თებერვალს გავრცელდა. ვიდეოში ბოტს სთხოვენ, ცხრა წლის ბავშვს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის აღმოჩენები აუხსნას.
პასუხად ბოტმა დაწერა, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპი იყო პირველი, რომელმაც შეძლო მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების გადაღება, მაშინ, როცა ამას 2004 წელს ევროპული ტელესკოპი აკეთებდა. Twitter-ზე ასტრონომებმა და ასტროფიზიკის მოყვარულებმა შეცდომა სწრაფად შენიშნეს.
«რატომ არ გადაამოწმეთ ეს მაგალითი, სანამ გააზიარებდით?» კითხულობს Newcastle University-ის თანამშრომელი, კრის ჰარისონი Twitter-ზე გავრცელებულ პოსტზე.
ამასთან, ინვესტორები არ დააკმაყოფილა პრეზენტაციამ, რომელიც კომპანიამ თავიანთ პროდუქციაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესახებ წარმოადგინა.
Google-ზე ზეწოლა 2022 წლის ბოლოდან დაიწყო, როდესაც Microsoft-ის მხარდაჭერით, OpenAI-მ ChatGPT-ის პროგრამული უზრუნველყოფა წარადგინა. ის მალევე გავრცელდა ვირუსულად და მრავალი ადამიანის მიერ სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენება.
Microsoft-მა ასევე განაცხადა, რომ Bing საძიებო სისტემის ახალმა ვერსიამ ChatGPT-ის ტექნოლოგიას კიდევ უფრო დახვეწილი ფორმით გამოყენება დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებმა ხელი შეუწყვეს ხელოვნური ინტელექტისკენ მისწრაფებას, სკეპტიკოსებმა ისინი გააფრთხილეს, რომ ტექნოლოგიის დაჩქარება იწვევს შეცდომებს ან დამახინჯებულ შედეგებს, ასევე პლაგიატს.
Google-ის სპიკერმა თქვა, რომ შეცდომამ გამოკვეთა «მკაცრი გამოცდის პროცესის მნიშვნელობა». Google Bard-ის გამოცდას მიმდინარე კვირაში სანდო ტესტერის პროგრამით დაიწყებს.
«ჩვენ გავაერთიანებთ გარე გამოხმაურებას საკუთარ შიდა გამოცდასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ Bard-ის პასუხები აკმაყოფილებენ მაღალი ხარისხს, უსაფრთხო და ყოვლისმომცველ დონეს რეალურ სამყაროში არსებული ინფორმაციის გამოყენებით». — ნათქვამია განცხადებაში.
რა თქმა უნდა, Bard არ არის ერთადერთი ჩატბოტი, რომელიც არაზუსტია. ChatGPT რასობრივად და გენდერულად მიკერძოებულია გარკვეულ სიტუაციებში და ამასთან, ზოგიერთ თემაზე არასწორ ან დამაბნეველ პასუხებს იძლევა.
Google-ის და მისი მშობელი კომპანიის, Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორის, სუნდარ პიჩაის განცხადებით, Bard რამდენიმე კვირაში გახდება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.