ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

თანამშრომლები Google-ის CEO-ს Bard-ის შესახებ ნაჩქარევი განცხადებების გამო აკრიტიკებენ

Google-ის თანამშრომლები კომპანიის ხელმძღვანელებს, განსაკუთრებით აღმასრულებელ დირექტორს, სუნდარ პიჩაის ChatGPT-ის კონკურენტ ჩატბოტზე, Bard-ზე ნაჩქარევი განცხადებების გაკეთების გამო აკრიტიკებენ.

კომენტარის დატოვება

თანამშრომლები პოპულარულ შიდა ფორუმზე, Memegen-ზე შეიკრიბნენ, რათა Bard-თან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოეხატათ. მათ Google-ის ჩანაფიქრს «აჩქარებული», «გაფუჭებული» და «ანტი-Google» უწოდეს.

Google-მა Microsoft-ს დაასწრო და 6 თებერვალს Bard-ის გამოსვლა დააანონსა, ხოლო დეტალური ინფორმაცია ცნობილი 8 თებერვალს, პარიზში გამართულ ღონისძიებაზე გახდა. ამ მოვლენებს შორის კი Microsoft-მა ჟურნალისტები ვაშინგტონში, კომპანიის შტაბ-ბინაში შეკრიბა და მათ საკუთარ საძიებო სისტემაზე, Bing-ზე ChatGPT ტექნოლოგიის დამატება ამცნო.

6 თებერვლის ღონისძიებაზე Google-ის საძებო უფროსმა, პრაბჰაკარ რაღავანმა Bard-ის შესაძლებლობების შესახებ რამდენიმე სლაიდი წარადგინა. დამსწრე საზოგადოება მეტს ელოდა, ზოგიერთმა თანამშორმელმა  კი Bard-ის შესახებ არაფერი იცოდა. ერთ-ერთ წამყვანს ტელეფონის მოტანა დაავიწყდა, რომელიც საჭირო დემო ვერსიის გასაშვებად იყო.

მიუხედავად იმისა, რომ Google-ის თანამშრომლები Memegen-ს იუმორისტული კუთხით იყენებენ და კომპანიის უცნაურობებსა და შეცდომებს დასცინიან, Bard-ის დაანონსების შემდეგ პოსტებმა უფრო სერიოზული სახე მიიღო, საუბარი და კრიტიკა მიმართული  პირდაპირ პიჩაისკენ იყო.

«ძვირფასო სუნდარ, Bard-ის გაშვება და თანამშრომლების გათავისუფლება ნაჩქარევი და სულელური იყო. გთხოვთ, გრძელვადიან პერსპექტივას დაუბრუნდით». — წერს ერთ-ერთი თანამშრომელი ფორუმზე. პოსტმა სხვა თანამშრომლებისგან ბევრი დადებითი გამოხმაურება.

გასული წლის ბოლოს პიჩაიმ თანამშრომლებს მეტი კონცენტრირებისკენ მოუწოდა. კომპანიის ხელმძღვანელობას სურს, რომ ყველა ამბიციური, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის მოყვარეული და კონკურენტუნარიანი იყოს.

ამ კვირაში Alphabet-ის ფასი 9%-ით დაეცა, რასაც ექსპერტები კომპანიის ნაჩქარევ გადაწყვეტილებებსა და თანამშრომლების მსგავს გამოხმაურებას უკავშირებენ.

Google-ის ნერვიულობა ხელოვნურ ინტელექტთან და მის შესაძლებლობებთან  დაკავშრებით ახალი არ არის. დეკემბერში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლებმა ხელმძღვანელებს AI-ში კომპანიის კონკურენტუნარიონობაზე ჰკითხეს. აღმასრულებლებმა კი უპასუხეს, რომ კომპანიის რეპუტაცია სავარაუდოდ დაზარალდება და შეილახება, რადგან კონკურენციის გაწევა არც თუ ისე მარტივი იქნება. 

Bard VS chatGPT — Google-მა თანამშრომლებს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდა
Bard VS chatGPT — Google-მა თანამშრომლებს «სრული მობილიზაციისკენ» მოუწოდა
თემის მიხედვით
Bard VS chatGPT — Google-მა თანამშრომლებს «სრული მობილიზაციისკენ» მოუწოდა
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს სახელწოდებით — Bard
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს, სახელწოდებით — Bard
თემის მიხედვით
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს, სახელწოდებით — Bard
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
თემის მიხედვით
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
ChatGPT -  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
თემის მიხედვით
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი

ასევე წაიკითხეთ
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.