ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს, სახელწოდებით — Bard

Google ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტ Bard-ს უშვებს, რომელიც ChatGPT-ის კონკურენტი უნდა გახდეს. მომხმარებლებისთვის მიწოდებამდე Bard-ს ფოკუს ჯგუფი გამოიყენებს და გამოცდის. 

კომენტარის დატოვება

Bard აგებულია Google-ის მსხვილ ენობრივ მოდელ Lamda-ზე, რომელიც, ერთ-ერთი ინჟინრის აღწერით, იმდენად ადამიანურ პასუხებს იძლევა, რომ მარტივი დასაჯერებელია, გრძნობები ჰქონდეს.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა საძიებო სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დამატებაზეც ისაუბრა.

AI ჩატბოტები კითხვებზე პასუხის გასაცემად და ინფორმაციის მოსაძებნად იქმნება. ChatGPT ყველაზე ცნობილი მაგალითია. მსგავსი ჩატები ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას ცოდნის უზარმაზარ მონაცემთა ბაზად იყენებენ. თუმცა, არსებობს იმის საფრთხეც, რომ მათი პასუხები შეურაცხმყოფელ მასალას და დეზინფორმაციასაც შეიცავდეს.

«Bard ცდილობს მსოფლიო ცოდნის მასშტაბების გაერთიანებას ჩვენი დიდი ენობრივი მოდელების ძალასთან, ინტელექტთან და კრეატიულობასთან». — წერს Google-ის ხელმძღვანელი, სუნდარ პიჩაიმი.

პიჩაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურდა Google-ის ხელოვნური ინტელექტის სერვისები ყოფილიყო «გაბედული და პასუხისმგებლბიანი», თუმცა, არ დააკონკრეტა, როგორ აარიდებს Bard  თავს დეზინფორმაციას და შეურაცხმყოფელი შინაარსის მასალის გაზიარებას.

პლატფორმა თავდაპირველად Lamda-ს მსუბუქ ვერსიაზე იმუშავებს, რომელიც ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს მისი ერთდროულად გამოყენება.

Google-ის განცხადება ფართო სპეკულაციების ტალღას მოჰყვა, რომლის თანახმადაც Microsoft თავის საძიებო სისტემა Bing-ში ChatGPT-ის დამატებას აპირებს. ამ ვარაუდს კომპანიის მიერ OpenAI-ში რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციაც ამყარებს.

ChatGPT-ის შეუძლია უპასუხოს კითხვებს და შეასრულოს მოთხოვნები ტექსტური ფორმით ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. მას შეუძლია შექმნას სიტყვა საჯარო გამოსვლისთვის, სიმღერა, მარკეტინგული ასლი, ახალი სტატიები და ესეები სტუდენტებისთვის.

ექსპერტების აზრით, ჩატბოტების საბოლოო მიზანს უამრავი ინტერნეტ ბმულის ერთი კონკრეტული პასუხით ჩანაცვლება წარმოადგენს.

სუნდარ პიჩაის თქმით, ადამიანები Google-ის საძიებო სისტემას ახლა უფრო ნიუანსური კითხვებისთვის იყენებენ, ვიდრე წარსულში.

მაგალითად, წარსულში ფორტეპიანოს შესახებ გავრცელებული კითხვა შეიძლება ყოფილიყო ის, თუ რამდენი კლავიში აქვს, ახლა მეტად სავარაუდოა, დასმული შეკითხვა იყოს «ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა უფრო რთულია თუ გიტარაზე?» — რადგან ამ შეკითხვას პირდაპირი და ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს.

«ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გამოსადეგი სწორედ ამ მომენტში იყოს, ის შეძლებს შეხედულებების სინთეზირებას იმ კითხვებისთვის, რომლებსაც ერთი სწორი პასუხი არ აქვთ. მალე თქვენ იხილავთ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე საძიებო სისტემის ფუნქციებს, რომლებიც გაანაწილებენ კომპლექსურ ინფორმაციას და პერსპექტივას ადვილად ათვისებად ფორმატებში. ასე რომ, თქვენ შეძლებთ სწრაფად დაინახოთ დიდი სურათი და გაიგოთ მეტი». — წერს პიჩაი.

ChatGPT-ის საპასუხოდ Google გამოცდის AI ჩატბოტს სახელწოდებით Apprentice Bard
ChatGPT-ის საპასუხოდ Google გამოცდის AI ჩატბოტს, სახელწოდებით Apprentice Bard
თემის მიხედვით
ChatGPT-ის საპასუხოდ Google გამოცდის AI ჩატბოტს, სახელწოდებით Apprentice Bard
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს რომელსაც Google უნდა მოეკლა
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს, რომელსაც Google უნდა «მოეკლა»
თემის მიხედვით
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს, რომელსაც Google უნდა «მოეკლა»
OpenAI-მ ChatGPT-ის ფასიანი ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ChatGPT-ის ფასიანი ვერსია გამოუშვა
თემის მიხედვით
OpenAI-მ ChatGPT-ის ფასიანი ვერსია გამოუშვა

ასევე წაიკითხეთ
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო
GPT-4-ის უსაზღვრო შესაძლებლობებმა თითქმის ყველა დაარწმუნა, რომ მალე ჩვენი ცხოვრების სტილი, დამოკიდებულება, მიდგომები სამუდამოდ შეიცვლება. ამ ყველაფრის უკან კი, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი დგას, რომელიც განვითარებას არ წყვეტს. ამ აზრს გიგანტი კომპანიის, Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსიც იზიარებს, რომელმაც 21 მარტს შვიდგვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც ხელოვნურ ინტელექტსა და მის შესაძლებლობებზე დეტალურად საუბრობს. ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე.
OpenAI საკუთარი პროდუქტების განვითარებისთვის მკვლევრებს ეძებს
OpenAI საკუთარი პროდუქტების განვითარებისთვის მკვლევრებს ეძებს
OpenAI საკუთარი პროდუქტების განვითარებისთვის მკვლევრებს ეძებს
როგორ დავზოგოთ 300% Google-ის კურსებზე — Coursera Plus-ის უპირატესობები
როგორ დავზოგოთ 300% Google-ის კურსებზე — Coursera Plus-ის უპირატესობები
როგორ დავზოგოთ 300% Google-ის კურსებზე — Coursera Plus-ის უპირატესობები
თუ გსურს, IT-ში სრულყოფილი განათლება მიიღო, ერთი კურსი საკმარისი არაა. ასეთი შემთხვევებისთვის Coursera-ს აქვს გამოწერის Plus პაკეტი: ფიქსირებული ღირებულებით შეიძლება ისწავლო ყველაფერი, რაც შენთვის მნიშვნელოვანი, საჭირო და საინტერესოა.
კალიფორნიაში ხანძართან საბრძოლველად AI-ის იყენებენ
კალიფორნიაში ხანძართან საბრძოლველად AI-ის იყენებენ
კალიფორნიაში ხანძართან საბრძოლველად AI-ის იყენებენ
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კალიფორნიაში დიდმა ხანძრებმა ტყეები და კერძო საკუთრებები გაანადგურა. ცეცხლმა ასობით მილიარდი დოლარის ზარალი და ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. 2017 წლიდან აშშ-ის მხოლოდ ამ შტატში ხანძრების გამო 20 000-მდე ნაგებობა და 11 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწა განადგურდა. დაიღუპა 100-მდე ადამიანი.  კალიფორნიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ხანძრების გაჩენის ან  გავრცელების პრევენციისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენოს. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.