ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
23 თებერვალი 2023, 13:31
2023-02-23
აპლიკაცია, რომელიც ბავშვებზე ძალადობის ამსახველ ფოტოებს ბლოკავს, EU-სგან 1.8 მლნ ფუნტს მიიღებს
ახალმა აპლიკაცია Salus-მა, რომელიც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი კონტენტის შესამცირებლად შეიქმნა, ევროკავშირისგან 1.8 მილიონი ფუნტის დაფინანსება მიიღო.
მავნე სურათებისა და ვიდეოების ამოცნობის და დაბლოკვის აპლიკაციის გამოყენება, ჯერჯერობით მხოლოდ ტელეფონებზეა შესაძლებელი.
Salus-ის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ პროდუქტს ბავშვებზე ძალადობის ამსახველი კადრების შემცირება შეუძლია.
Salus რეალურ დროში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პოტენციური მასალის იდენტიფიცირებისთვისა და მომხმარებლებისთვის მისი ნახვის შეჩერების მიზნით იმუშავებს. ამასთან ერთად, აპლიკაცია კონტენტის დასაბლოკად ტრადიციულ და აპრობირებულ საშუალებებსაც გამოიყენებს.
Internet Watch Foundation, ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებზე ძალადობის ამსახველი მასალების მოძიებაზე, მონიშვნასა და წაშლაზე მუშაობს, ბრიტანულ კომპანიას, SafeToNet-ს AI ტექნოლოგიის მომზადებასა და შემუშავებაში დაეხმარება.
ტომ ფარელმა SafeToNet-იდან, რომელიც 19 წლის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა, განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე აპლიკაცია კონკრეტულ კონტენტს არა ყველასთვის, არამედ მოხალისეებისთვის დაბლოკავს.
«აპლიკაცია იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, რომლებიც ნებაყოფლობით ცდილობენ ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალები ნაკლებად ან საერთოდ არ ნახონ… ადრე ამის აღსაკვეთად სამართალდამცავი ორგანიზაციებისთვის შეტყობინება უნდა გაგეგზავნა». — თქვა მან.
მოხალისეები, რომლებიც აპლიკაციას ჩამოტვირთავენ, ორგანიზაციების მეშვეობით დაკომპლექტდებიან. ისინი იმ პირებთან მუშაობენ, რომლებიც ბავშვებზე ძალადობის ამსახველ ონლაინ სურათებს ძალიან ხშირად ნახულობენ.
მაგალითად, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Lucy Faithfull Foundation, იმ ადამიანებისთვის მუშაობს, ვინც შიშობს, რომ შეიძლება უკანონო სურათები ჩამოტვირთონ და ამის შეჩერება სურთ.
ფონდის წარმომადგენელმა, დონალდ ფაინდლეიტერმა თქვა, რომ ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა, მაგალითად Salus აპლიკაცია, შეიძლება ინდივიდებს თავიანთ ქცევის კონტროლში დაეხმაროს.
«ეს პრაქტიკული დახმარებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაუცველობას გრძნობენ და ამას აღიარებენ კიდეც». — დასძინა მან.
პრობლემა მასშტაბურია. NSPCC-ის თანახმად, 2021-2022 წლებში ჩადენილი იყო 30 925 დანაშაული, რომელიც ბავშვების უხამსი სურათების ფლობასა და გაზიარებას ეხებოდა.
ფარელი ამტკიცებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა 2014 წლის შემდეგ ადამიანი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის ფლობისთვის იმაზე მეტი ადამიანი დააკავა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერმა ქვეყანამ.
«დაპატიმრება გამოსავალი არ არის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია პრევენციის მხარეზე ვიმუშაოთ, მოთხოვნა და ხელმისაწვდომობა შევამციროთ». — თქვა მან.
აპლიკაციას ხუთ ქვეყანაში — გერმანიაში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, ირლანდიის რესპუბლიკასა და დიდ ბრიტანეთში გამოცდიან.
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.