ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
25 აპრილი 2024, 13:30
2024-04-25
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
მარკ ზაკერბერგის თქმით, X-ის კონკურენტი Threads სტაბილური ტემპით იზრდება. Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სოციალურ ქსელს ახლა ყოველთვიურად 150 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
ბოლო პერიოდში Threads-მა განსაკუთრებით დიდი ნაბიჯები ActivityPub-თან — დეცენტრალიზებულ პროტოკოლთან ინტეგრაციისკენ გადადგა, რომელიც ისეთ ქსელებს აძლიერებს, როგორიცაა Mastodon.
მარტში კომპანიამ აშშ-ში 18 წელზე უფროსი ასაკის მომხმარებლებს ნება დართო, თავიანთი ანგარიშები Fediverse-თან დაეკავშირებინათ, რათა მათი პოსტები სხვა სერვერებზე გამოჩენილიყო.
კომპანია ასევე გეგმავს დეველოპერების ფართო ნაკრებისთვის თავისი API გამოუშვას, რაც მათ საშუალებას მისცემს, სოციალური ქსელის გარშემო დამატებითი გამოცდილება შექმნან. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ნათელი, მისცემს თუ არა Threads დეველოპერებს სრულფასოვანი მესამე მხარის კლიენტების შექმნის უფლებას.
გასულ კვირას Meta-მ Facebook-ზე, Messenger-ში, WhatsApp-სა და Instagram-ზე თავისი AI ჩათბოტი დაამატა. Threads მათ სიაში არ ყოფილა. მას DM ფუნქციონალი საერთოდ არ აქვს.
24 აპრილს Threads-მა გამოუშვა სატესტო ფუნქციაც, რომელიც მომხმარებლებს განსაზღვრული დროის შემდეგ თავიანთი პოსტების დაარქივების საშუალებას აძლევს.