ლოკდაუნის დროს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების რაოდენობა გაიზარდა
Covid 19-ის ლოკდაუნის პერიოდში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის რიცხვი ათჯერ გაიზარდა.
Covid 19-ის ლოკდაუნის პერიოდში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის რიცხვი ათჯერ გაიზარდა.
2020 წლის დასაწყისში, როდესაც პანდემია დაიწყო, ინტერნეტის მოხმარებაც გაიზარდა. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია Internet Watch Foundation (IWF)-ის კვლევა ხაზს უსვამს, თუ როგორ ისარგებლეს მოძალადეებმა სიტუაციით.
2023 წელს IWF-მა 63,000-ზე მეტი ვებგვერდი აღრიცხა, რომელშიც მსგავსი მასალა იყო ნაჩვენები. პანდემიამდე კი მათი რიცხვი 5,000-მდე იყო.
IWF აკონტროლებს, იძიებს და ცდილობს, ინტერნეტიდან წაშალოს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ასობით ათასი კადრი მთელს მსოფლიოში.
ბავშვზე ძალადობის ვიდეოები და სურათები ახლა ანალიტიკოსების მიერ გამოკვლეული სურათების ორ მესამედს შეადგენს.
საქმე ეხება ბავშვების გამოსახულებებს, რომლებიც კამერის წინ, დამნაშავეების იძულებით, საკუთარ თავზე სექსუალურად ძალადობენ.
მკვლევრები ამბობენ, რომ ბევრი ვიდეო ჩაწერილია საძინებლებიდან ან საპირფარეშოებიდან.
IWF ამბობს, რომ ხშირად ძნელია ბავშვის იდენტიფიცირება. თუმცა, საქმეები ხელისუფლებასთან გადაიცემა, თუ ვიდეოში სკოლის ფორმა ან სხვა იდენტიფიკატორი გამოჩნდება.
იმ სურათებში, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციამ აღმოაჩინა 7-დან 10 წლამდე ბავშვები არიან. 8000-ზე მეტი მათგანი შეიცავდა A კატეგორიად კლასიფიცირებულ მასალას. ეს არის ყველაზე მძიმე სახეობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ცხოველებთან სექსუალურ აქტივობას ან სადიზმს.
IWF-ის ანალიტიკოსების მიერ აღმოჩენილ ერთ-ერთ ვიდეოში, ცხრა წლის გოგოს ონლაინ პლატფორმის საშუალებით უფროსები ავალებენ სექსუალური აქტის შესრულებას იმ დროს, როცა ის სათამაშოებით გარშემორტყმული საძინებელშია. ეს წყდება, როცა ბავშვს, სავარაუდოდ, ოჯახის წევრი, რომელმაც არ იცის ძალადობის ფაქტის შესახებ, ურეკავს და პატარა ძმის მოვლას სთხოვს.
IWF მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ონლაინ უსაფრთხოების კანონპროექტის მეშვეობით, ბავშვები უკეთესად დაიცვას.
კანონპროექტი ამჟამად შესწორების პროცესშია, რათა ტექნიკური პლათფორმის უფროსებმა პასუხისმგებლობა აიღონ, თუ ბავშვების სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის კონტენტის თავიდან აცილებას, იდენტიფიცირებასა და წაშლას ვერ მოახერხებენ.
IWF ამბობს, რომ მასალები, რომელსაც ის ამუშავებს, მთელი მსოფლიოდან მოდის და მათი უმეტესი ნაწილი დიდი ბრიტანეთიდან არ არის.
შეერთებული შტატების დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრი 2021 წელს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მასალის გაზრდის შესახებ იტყობინება. საქველმოქმედო ორგანიზაცია CyberTipline-მა ამ თემაზე 2020 წელს 21.7 მილიონი შეტყობინება მიიღო. 2021 წელს ეს რიცხვი 29.4 მილიონამდე გაიზარდა.