ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის

Apple-მა WhatsApp და Threads ქვეყნის აპლიკაციების მაღაზიიდან წაშალა. მიზეზად ეროვნული უსაფრთხოება სახელდება.

კომენტარის დატოვება
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის

Apple-მა WhatsApp და Threads ქვეყნის აპლიკაციების მაღაზიიდან წაშალა. მიზეზად ეროვნული უსაფრთხოება სახელდება.

«ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ კანონები იმ ქვეყნებში, სადაც ვმუშაობთ, მაშინაც კი, თუ მათ არ ვეთანხმებით». — განუცხადა Apple-ის წარმომადგენელმა CNN-ს. — «ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ  ეროვნული უსაფრთხოების შეშფოთების საფუძველზე App Store-დან ამ აპლიკაციების ამოღება მოითხოვა».

აპლიკაციები, რომლებიც Meta-ს ეკუთვნის, ჩინეთში უკვე დაბლოკილია. ქვეყანაში მათზე წვდომა მხოლოდ ვირტუალური კერძო ქსელების (VPN) გამოყენებით შეიძლება, რომლებსაც ინტერნეტ-ტრაფიკის დაშიფვრა და მომხმარებლის ონლაინ იდენტურობის შენიღბვა შეუძლიათ.

პეკინში დაფუძნებული საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიის, BDA China-ს თავმჯდომარემ, დანკან კლარკმა თქვა, რომ Apple-ის მიერ აპლიკაციების ამოღება უკვე განცალკევებულ ტექნიკურ სამყაროებს ერთმანეთს კიდევ უფრო აშორებს.

«ეს მომხმარებლებსა და ბიზნესებს (ჩინეთში), რომლებიც ოჯახს, მეგობრებს ან უცხოელ მომხმარებლებს საზღვარგარეთ  ესაუბრებოდნენ, დისკომფორტს შეუქმნის. იმ შემთხვევაში, თუ VPN-ებს გამოიყენებენ, დროთა განმავლობაში ისინი მოძველდება და განახლება დასჭირდება». — თქვა მან.

სხვა პოპულარული სოციალური მედიის აპლიკაციები, მათ შორის X (ყოფილი Twitter), Facebook, Instagram და Messenger Apple-ის ჩინეთის აპლიკაციების მაღაზიაში კვლავ ხელმისაწვდომია.

ჩინეთი მთავარი საწარმოო ცენტრია და Apple-ისთვის მნიშვნელოვან ბაზარად რჩება, რადგან ის შეერთებული შტატების შემდეგ ყველაზე დიდი ბაზარია. კომპანია ქვეყანაში გაყიდვების გაზრდის მიზნით ფასდაკლებების შეთავაზებას აგრძელებს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი გასულ თვეში შანხაის მსოფლიოში სიდიდით მეორე Apple მაღაზიის გასახსნელად ეწვია.

აშშ-მ Nvidia-ს უბრძანა რომ ჩინეთში AI ჩიპების ექსპორტი დაუყოვნებლივ შეაჩეროს
აშშ-მ Nvidia-ს უბრძანა, რომ ჩინეთში AI ჩიპების ექსპორტი დაუყოვნებლივ შეაჩეროს
თემის მიხედვით
აშშ-მ Nvidia-ს უბრძანა, რომ ჩინეთში AI ჩიპების ექსპორტი დაუყოვნებლივ შეაჩეროს
DMA-ის წესების შესაძლო დარღვევის გამო EU Apple-ზე Meta-სა და Google-ზე გამოძიებას დაიწყებს
DMA-ის წესების შესაძლო დარღვევის გამო EU Apple-ზე, Meta-სა და Google-ზე გამოძიებას დაიწყებს
თემის მიხედვით
DMA-ის წესების შესაძლო დარღვევის გამო EU Apple-ზე, Meta-სა და Google-ზე გამოძიებას დაიწყებს


ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.