ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

BBC: ბრიტანეთში ბავშვებს ონლაინ პორნოგრაფიაზე ხელი 9 წლის ასაკიდან მიუწვდებათ

ინგლისის ბავშვთა კომისიის კვლევის მიხედვით, ბავშვებს ონლაინ პორნოგრაფიაზე ხელი 9 წლიდან მიუწვდებათ.

კვლევა აჩვენებს, რომ 16-21 წლის ახალგაზრდების მეოთხედმა პორნოგრაფია პირველად ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში სწავლის დროს ნახა.

კომენტარის დატოვება

ექსპერტები ამას ახლაგაზრდების დაბალ თვითშეფასებასა და სექსსა და ურთიეთობებზე მცდარ წარმოდგენებს უკავშირებენ.

კომისარმა რეიჩელ დე სოუზამ თქვა, რომ კვლევის შედეგები შემაშფოთებელია.

გამოკითხვაში მონაწილეობა 1000-ზე მეტმა 16-21 წლის მოზარდმა მიიღო. მათგან 38%-მა პორნოგრაფიული შინაარსი შემთხვევით აღმოაჩინა.

მაგალითად, ჯონ შნაიდერის ვაჟი პორნოგრაფიულ საიტს 8 წლის ასაკში წააწყდა, მას შემდეგ, რაც სკოლაში მოსმენილი უხამსი სიტყვა საძიებო სისტემაში ჩაწერა.

«ჩვენ ყველა საჭირო უსაფრთხოების ფუნქცია დავაყენეთ და ისეთი აპლიკაციებიც წავშალეთ, როგორიცაა, მაგალითად, YouTube. წამითაც არ გვიფიქრია, რომ ჩვენი შვილი ზრდასრულთა გასართობ საიტებზე რამდენიმე წამში აღმოჩნდებოდა». — განაცხადა ჯონ შნაიდერის მეუღლემ.

«როგორც კი დავინახე რა ხდებოდა, საიტი გამოვრთე — მაგრამ მე და ჩემი შვილი ნანახით შოკში დავრჩით. ამ ყველაფრის გამო თავს საშინლად ვგრძნობდი. ყველაფრის ახსნა უცებ მომიწია. მოვატყუე, რომ ის, რაც მან ნახა, ხელოვნური და რეალობისგან შორს მყოფი იყო.» — აღნიშნა მან.

კვლევის მიხედით, 18-21 წლის ახალგაზრდებიდან 79%-ს სექსუალური ძალადობის შემცველი პორნოგრაფია ბავშობაში უნახავს.

ახალგაზრდების თითქმის ნახევარი ამბობს, რომ გოგოები სექსის დროს ფიზიკურ აგრესიას ელოდებიან, მათ შორის, სასუნთქი გზების შეზღუდვას.

რეიჩელ დე სოუზას აზრით, ონლაინ უსაფრთხოების კანონპროექტი, რომელიც ლორდთა პალატაში გადის, ბავშვების ინტერნეტ პორნოგრაფიისგან დასაცავადაც უნდა გამოიყენონ.

«ზრდასრულები ამ საქმეს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. არ შეიძლება 9 წლის ბავში მსგავს ძალადობას ხედავდეს» — თქვა მან.

რეიჩელმა მშობლებს მოუწოდა, სახლში ამ თემაზე საუბარს არ მეორიდნონ და შვილებს აუხსნან, რომ ექსტრემალური პორნოგრაფია «არარეალურია და ყველაფერი მსახიობობაა».

ბავშვთა მიმართ სისასტიკის პრევენციის ეროვნული საზოგადოება მთავრობას მკაცრი ზომების განხორციელებისკენ უკვე დიდი ხანია მოუწოდებს.

ამ საზოგადოების ლიდერის, რიჩარდ კოლარდის აზრით, პორნოგრაფიის გავლენა შეიძლება შემაშფოთებელი აღმოჩნდეს.

«როგორც ჩანს, პორნოგრაფიულ საიტებზე ბავშვების წვდომას ვერაფერი აჩერებს, ეს უნდა შეიცვალოს. დროა პოლიტიკოსები, მარეგულირებლები და კერძო სექტორი საბოლოოდ გაერთიანდნენ და ბავშვები, საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილი დაიცვან.» — განაცხადა მან.

ლოკდაუნის დროს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების რაოდენობა გაიზარდა
ლოკდაუნის დროს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების რაოდენობა გაიზარდა
თემის მიხედვით
ლოკდაუნის დროს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების რაოდენობა გაიზარდა
ბრიტანეთში დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს სახიფათო კონტენტის წაშლას არ დაავალდებულებენ
ბრიტანეთში დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს სახიფათო კონტენტის წაშლას არ დაავალდებულებენ
თემის მიხედვით
ბრიტანეთში დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს სახიფათო კონტენტის წაშლას არ დაავალდებულებენ

ასევე წაიკითხეთ
აპლიკაცია, რომელიც ბავშვებზე ძალადობის ამსახველ ფოტოებს ბლოკავს, EU-სგან 1.8 მლნ ფუნტს მიიღებს
აპლიკაცია, რომელიც ბავშვებზე ძალადობის ამსახველ ფოტოებს ბლოკავს, EU-სგან 1.8 მლნ ფუნტს მიიღებს
აპლიკაცია, რომელიც ბავშვებზე ძალადობის ამსახველ ფოტოებს ბლოკავს, EU-სგან 1.8 მლნ ფუნტს მიიღებს
როგორ დავიცვათ ბავშვები ონლაინ საფრთხეებისგან —  რჩევები
როგორ დავიცვათ ბავშვები ონლაინ საფრთხეებისგან — რჩევები
როგორ დავიცვათ ბავშვები ონლაინ საფრთხეებისგან — რჩევები
ერთი მხრივ, ინტერნეტი ბავშვებისთვის განათლების მიღებისა და გართობის კარგი საშუალებაა. მეორე მხრივ, ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა შეუსაბამო მასალა, კიბერბულინგი და ონლაინ შევიწროება. ზოგიერთი ვებსაიტი შექმნილია, რათა ბავშვები მოტყუებით აიძულონ, გასცენ პერსონალური დეტალები ან ჩამოტვირთონ მავნე აპლიკაციები. ბავშვებისთვის შესაძლოა მობილური აპლიკაციებიც საშიში იყოს.  მაგალითად, ზოგიერთი აპი გთავაზობთ ანონიმურ შეტყობინებებს, რაც მოძალადეებს საშუალებას აძლევს, ადვილად დაუკავშირდნენ ბავშვებს. სხვა აპლიკაციებს შეიძლება ჰქონდეთ კონფიდენციალურობის სუსტი კონტროლი, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვების პერსონალურ ინფორმაციას. ზოგი აპლიკაცია კი შეიძლება შექმნილი იყოს უფროსებისთვის, მაგრამ მიიზიდოს ბავშვებიც. მშობლებისა და უფროსების მოვალეობაა ბავშვები მსგავსი პოტენციური საფრთხეებისგან დაიცვან. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ უზრუნველყოთ ბავშვების მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ მოხმარება. 
"ყველა ბავშვი არის მეცნიერი" — ქართული კომპანია, რომელიც ექსპერიმენტულ თამაშებს ქმნის
"ყველა ბავშვი არის მეცნიერი" — ქართული კომპანია, რომელიც ექსპერიმენტულ თამაშებს ქმნის
ყველა ბავშვი არის მეცნიერი — ამ დევიზით უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე ინოვაციური კომპანია «ატომ ქიდს» ოპერირებს, რომლის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ექსპერიმენტულ თამაშებს, რაც გულისხმობს ისეთი დარგების ხელმისაწვდომობასა და შემეცნებას ბავშვებისთვის, როგორიც არის მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა.
ბრიტანეთში დაიწყეს საუბარი, კანონიერია თუ არა Netflix-ის პაროლის გაზიარება
ბრიტანეთში დაიწყეს საუბარი, კანონიერია თუ არა Netflix-ის პაროლის გაზიარება
ბრიტანეთში დაიწყეს საუბარი, კანონიერია თუ არა Netflix-ის პაროლის გაზიარება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.