ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო

საფრანგეთსა და ესპანეთში TikTok Lite-ის სათანადო რისკის შეფასების გარეშე გაშვების შემდეგ ევროკავშირმა, ციფრული სერვისების აქტის (DSA) შესაბამისად, პლატფორმის მორიგი გამოძიება დაიწყო.

კომენტარის დატოვება

TikTok Lite პლატფორმის ვერსიაა ყოველდღიური ამოცანებით, რომელთა შესრულებაც მომხმარებლებს ქულების მოსაპოვებლად შეუძლიათ (ისინი რეალურ ფულზე იცვლება). ფუნქცია უკვე რამდენიმე წელია, ხელმისაწვდომია აზიაში, მაგრამ ახლახან ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშიც დაემატა.

გასულ კვირას ევროკომისიამ TikTok-ისგან ინფორმაცია მოითხოვა, კერძოდ, რისკის შეფასება, 24-საათიანი ვადით, რაც TikTok-მა ვერ შეასრულა.

მათ რისკის შეფასების ანგარიში უნდა მოემზადებინათ, რომელიც ყველა  დიდმა ონლაინ პლატფორმამ გაშვებამდე უნდა წარადგინოს.

კომისიის შეშფოთება აპლიკაციის პოტენციურად ადიქციური ბუნებიდან და მისი ჯილდოების სისტემიდან გამომდინარეობს — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ. მიუხედავად იმისა, რომ TikTok Lite მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, კომისიამ შეშფოთების მიზეზად «TikTok-ზე ასაკის გადამოწმების ეფექტური მექანიზმების სავარაუდო არარსებობა დაასახელა».

ევროკომისარი ტიერი ბრეტონი X-ზე მიიჩნევს, რომ TikTok Lite «ტოქსიკური და ადიქციურია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის». «თუ TikTok უსაფრთხოების დამაჯერებელ მტკიცებულებებს არ მოგვაწოდებს — რაც მან აქამდე ვერ მოახერხა — ჩვენ საჭირო ზომების მისაღებად მზად ვართ».

«ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ ამ გადაწყვეტილებით — TikTok Lite 18 წლამდე მოზარდებისთვის მიუწვდომელია. ჩვენ კომისიასთან დისკუსიებს გავაგრძელებთ «. — განაცხადა TikTok-ის წარმომადგენელმა.

TikTok-ს ვადა 24 აპრილამდე მიეცა, რათა საჭირო დოკუმენტაცია უზრუნველყოს და კომისია დააწმუნოს, რომ რისკები საკმარისად შემცირდა. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, კომისია ევროპაში TikTok Lite-ის ოპერაციებს შეაჩერებს.

აშშ-ის კონგრესში TikTok აკრძალვის კანონპროექტი დარეგისტრირდა
აშშ-ის კონგრესში TikTok აკრძალვის კანონპროექტი დარეგისტრირდა
თემის მიხედვით
აშშ-ის კონგრესში TikTok აკრძალვის კანონპროექტი დარეგისტრირდა
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
თემის მიხედვით
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს

ასევე წაიკითხეთ
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.