ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ დავიცვათ ბავშვები ონლაინ საფრთხეებისგან — რჩევები

ერთი მხრივ, ინტერნეტი ბავშვებისთვის განათლების მიღებისა და გართობის კარგი საშუალებაა. მეორე მხრივ, ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა შეუსაბამო მასალა, კიბერბულინგი და ონლაინ შევიწროება.

ზოგიერთი ვებსაიტი შექმნილია, რათა ბავშვები მოტყუებით აიძულონ, გასცენ პერსონალური დეტალები ან ჩამოტვირთონ მავნე აპლიკაციები.

ბავშვებისთვის შესაძლოა მობილური აპლიკაციებიც საშიში იყოს.  მაგალითად, ზოგიერთი აპი გთავაზობთ ანონიმურ შეტყობინებებს, რაც მოძალადეებს საშუალებას აძლევს, ადვილად დაუკავშირდნენ ბავშვებს. სხვა აპლიკაციებს შეიძლება ჰქონდეთ კონფიდენციალურობის სუსტი კონტროლი, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვების პერსონალურ ინფორმაციას. ზოგი აპლიკაცია კი შეიძლება შექმნილი იყოს უფროსებისთვის, მაგრამ მიიზიდოს ბავშვებიც.

მშობლებისა და უფროსების მოვალეობაა ბავშვები მსგავსი პოტენციური საფრთხეებისგან დაიცვან.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ უზრუნველყოთ ბავშვების მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ მოხმარება. 

კომენტარის დატოვება

დააწესეთ ონლაინ ქცევის წესები და ყოველთვის შეასრულეთ ისინი 

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის მკაფიო წესების დადგენა. ეს შეიძლება მოიცავდეს წესებს იმის შესახებ, თუ რამდენი დრო შეუძლია ბავშვს ონლაინ გაატაროს, რომელ ვებსაიტებს შეუძლია ეწვიოს და რა ტიპის პერსონალური ინფორმაციის გააზიაროს. მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ, რომ ბავშვებს ესმით ამ წესების დარღვევის შედეგები.

წესების შესასრულებლად კარგი იქნება რუტინის დადგენა. განსაზღვრეთ გარკვეული დრო, როდესაც ბავშვს შესაძლებლობა ექნება, ინტერნეტი გამოიყენოს. აუცილებელია ბავშვის საქმიანობის მონიტორინგი. ყოველთვის დააჯილდოვეთ ბავშვები წესების შესრულებისთვის.

წაახალისეთ ღია და გულწრფელი კომუნიკაცია

ჰკითხეთ ბავშვებს მათი ონლაინ აქტივობებისა და ინტერესების შესახებ. მოუსმინეთ მათ სათქმელს განსჯის ან ლექციების წაკითხვის გარეშე.

იყავით ხელმისაწვდომნი. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ თქვენთან და ღიად ისაუბრონ ონლაინ გამოცდილების შესახებ. თუ ბავშვები კითხვით ან შეშფოთებით მოდიან, მიიღეთ ეს სერიოზულად და დაეხმარეთ საჭირო ინფორმაციის მიღებაში.

უფროსები თავად უნდა იყვნენ მისაბაძი მაგალითი. აჩვენეთ ბავშვებს, რომ აფასებთ ღია და პატიოსან კომუნიკაციას, იყავით მათთან ღია და გულწრფელი.

ასევე აუცილებელია ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ საუბარი რეგულარულად გააგრძელოთ, რადგან ბავშვებთან ერთად იზრდება მათი ინტერესის სფეროებიც და ჩვევებიც.

ასწავლეთ ბავშვებს ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ

რეგულარულად ესაუბრეთ ბავშვებს ინტერნეტის გამოყენების პოტენციურ რისკებზე, როგორიცაა კიბერბულინგი, შეუსაბამო კონტენტის აღმოჩენა და უცნობებთან ონლაინ შეხვედრა.

აუხსენით ბავშვებს პირადი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობა, მათ შორის სახელის, ტელეფონის ნომრის, მისამართსა და სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის. 

აუხსენით, რომ მას შემდეგ, რაც რაიმე გამოქვეყნდება ინტერნეტში, შეიძლება რთული ან შეუძლებელი იყოს მისი მთლიანად წაშლა.

შეახსენეთ მათ, რომ ონლაინ ქცევას შეიძლება ჰქონდეს რეალური შედეგები. უთხარით, რომ ისინი ყოველთვის პატივისცემით უნდა მოექცნენ ყველას.

წაახალისეთ ბავშვები, გამოიყენონ კონფიდენციალურობის პარამეტრები თავიანთი სოციალური მედიის ანგარიშებზე და სხვა ონლაინ სერვისებზე, რათა გააკონტროლონ, თუ ვის შეუძლია ნახოს მათი პოსტები და პირადი ინფორმაცია.

ახალი ლეპტოპის ან ტელეფონის ყიდვისას აუხსენით, როგორ გამოიყენონ ისინი უსაფრთხოდ.

ასწავლეთ ბავშვებს, იყვნენ სკეპტიკურად განწყობილი იმ შეტყობინებებისა მიმართ, რომლებსაც ინტერნეტში იღებენ

აუხსენით ბავშვებს, რომ ყველაფერი, რასაც ინტერნეტში ხედავენ, სიმართლე არ არის. ადამიანებს შეუძლიათ ადვილად შექმნან ყალბი ანგარიშები, ვებსაიტები და კონტენტი. წაახალისეთ ისინი, კრიტიკულად იფიქრონ იმ ინფორმაციის შესახებ, რომელსაც ინტერნეტში ნახულობენ. დაუსვით კითხვები, რათა დაეხმაროთ შეაფასონ მათ მიერ ნანახი ინფორმაცია, როგორიცაა:

  • ვინ არის ამ ინფორმაციის წყარო?
  • არსებობს რაიმე მტკიცებულება მის დასადასტურებლად?
  • არსებობს რაიმე მიზეზი, რის გამოც ინფორმაცია შეიძლება ყალბი იყოს?

წაახალისეთ ბავშვები, ისაუბრონ იმ შეტყობინებებზე ან ინფორმაციაზე, რომელიც დისკომფორტს უქმნით.

დაეხმარეთ ბავშვებს, გაიგონ კიბერბულინგის პოტენციური შედეგები

აუხსენით ბავშვებს, რა არის კიბერბულინგი და რატომ არის ეს არასწორი. ბავშვებმა ყოველთვის უნდა ისაუბრონ, თუ მათზე ან მათ ნაცნობზე ძალადობენ. დაეხმარეთ მათ, გააცნობიერონ ის დიდი მნიშვნელობა, რაც ამბის ხმამაღლა თქმას აქვს. 

კიბერბულინგმა შეიძლება მძიმე შედეგები მოუტანოს როგორც მსხვერპლს, ისე დამნაშავეს. მაგალითად, მსხვერპლმა შეიძლება განიცადოს შფოთვა, დეპრესია ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა  პრობლემა, დამნაშავეს კი შეიძლება დაემუქროს სამართლებრივი შედეგები. 

თვალყური ადევნეთ ბავშვების ონლაინ აქტივობას

უფროსებმა თვალყური უნდა ადევნონ ბავშვებს ტელეფონისა და კომპიუტერის გამოყენებისას. მნიშვნელოვანია, დროდადრო მათთან ერთად ნახოთ, რას აკეთებენ ონლაინ. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ მათი რეაქცია და განწყობა.

დროდადრო გადაამოწმეთ ბავშვების ინტერნეტ ისტორია, სადაც ნახავთ რა ვებსაიტებს ეწვივნენ. ნახეთ რა აპლიკაციები და სოციალური ქსელები აქვთ.

ბავშვების ონლაინ აქტივობის მონიტორინგით, შეგიძლიათ, ინფორმირებული იყოთ იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ და მიიღოთ ზომები მათი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

გამოიყენეთ კონფიდენციალურობის პარამეტრები

გამოიყენეთ კონფიდენციალურობის პარამეტრები სოციალური მედიის ანგარიშებში, რათა აკონტროლოთ, ვის შეუძლია ნახოს ბავშვების პოსტები, პროფილის ინფორმაცია და ვინ გაუგზავნოს მათ მეგობრობის მოთხოვნა. ასევე, შეგიძლიათ დაბლოკოთ კონკრეტული ადამიანები. თქვენ უნდა ასწავლოთ ბავშვებს კონფიდენციალურობის პარამეტრების მნიშვნელობა და წაახალისოთ, თავად გამოიყენონ ის.

გამოიყენეთ მშობელთა კონტროლის (parenlat control-ის) პროგრამული უზრუნველყოფა

მშობელთა კონტროლის აპლიკაციები მშობლებს საშუალებას აძლევს დააწესონ ინტერნეტის გამოყენების ლიმიტები, დაბლოკონ წვდომა შეუსაბამო ვებსაიტებსა და აპებზე, აკონტროლონ ბავშვების ონლაინ აქტივობა რეალურ დროში. პარამეტრების სწორად კონფიგურაციით შეგიძლიათ დაიცვათ ბავშვები უამრავი პოტენციური რისკისგან.

გამოიკვლიეთ მშობელთა კონტროლის სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, რათა საუკეთესო იპოვოთ. მოძებნეთ აპლიკაცია, რომელიც გთავაზობთ თქვენთვის საჭირო ფუნქციებს.

ყურადღება მიაქციეთ უახლეს ტენდენციებსა და პლატფორმებს

წაიკითხეთ სტატიები და ბლოგები ინტერნეტის უსაფრთხოებისა და მშობლების შესახებ.

დაუკავშირდით სხვა მშობლებს და ექსპერტებს ინტერნეტის უსაფრთხოებისა და აღზრდის სფეროში, რათა გაიგოთ მეტი ციფრული ლანდშაფტის უახლესი ტენდენციებისა და პლატფორმების შესახებ. მათ შეუძლიათ მოგაწოდონ ღირებული შეხედულებები და რჩევები პირადი გამოცდილების საფუძველზე.

დასკვნა

ბავშვების უსაფრთხოება ინტერნეტით სარგებლობისას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. ონლაინ ქცევის წესების დაწესებით იცავთ ბავშვებს მრავალი რისკისგან და უზრუნველყოფთ მათ დადებითი გამოცდილებით.

იყავით ჩართული ბავშვების ონლაინ აქტივობებში და განაგრძეთ ღია და გულწრფელი საუბრები. ასე დაეხმარებით მათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ინტერნეტით სარგებლობისას.

როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება - სრული გზამკვლევი ნინო გამისონიასგან
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება — სრული გზამკვლევი ნინო გამისონიასგან
თემის მიხედვით
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება — სრული გზამკვლევი ნინო გამისონიასგან

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება საპროტესტო აქციაზე — რჩევები
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება საპროტესტო აქციაზე — რჩევები
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება საპროტესტო აქციაზე — რჩევები
«ქართული ოცნება» პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. უკვე დაიწყო საპარლამენტო განხილვები, პარალელურად კი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.  ჩვენ მოკლედ გეტყვით, როგორ დაიცვათ ციფრული უსაფრთხოება, როცა ადგილზე ათასობით ადამიანია, ამასთან, შესაბამისი სამსახურები ყველა მხრიდან გითვალთვალებენ. 
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როცა თაღლითები სხვადასხვა მეთოდით: ყალბი რეკლამებით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით — მომხმარებლებს უბიძგებენ, ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის სმარტფონებში გადმოწერონ და დააინსტალირონ აპლიკაცია. ეს აპლიკაცია თაღლითებს ამ მოწყობილობისა და სხვადასხვა აპლიკაციიის, მათ შორის, მობილური ბანკის და SMS შეტყობინებების დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას აძლევს.
რა არის Jenny mod for Minecraft, რომელსაც საქართველოში Google-ში აქტიურად ეძებენ
რა არის Jenny mod for Minecraft, რომელსაც საქართველოში Google-ში აქტიურად ეძებენ
რა არის Jenny mod for Minecraft, რომელსაც საქართველოში Google-ში აქტიურად ეძებენ
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.