ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Amazon ხელოვნური ინტელექტის კოდირების ასისტენტზე უფასო წვდომას გთავაზობთ

Amazon დეველოპერებს AI-ზე მომუშავე კოდირების ასისტენტს უფასოდ სთავაზობს, რაც Microsoft-ს იძულებულს ხდის, რომ მსგავს პროდუქტს, რომელიც ამჟამად 10$ ღირს, ფასი დააკლოს. 13 აპრილს გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტში Amazon-მა განაცხადა, რომ CodeWhisperer ინსტრუმენტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ვინც მის გამოსაყენებლად დარეგისტრირდება.

კომენტარის დატოვება

Amazon-მა CodeWhisperer გასულ წელს გამოუშვა. ინსტრუმენტის გამოყენება დეველოპერებს მრავალმხრივ შეუძლიათ. მაგალითად, სხვადასხვა ინტეგრირებული განვითარების გარემოში (IDE), როგორიცაა Visual Studio Code, ან ტექსტურ მოთხოვნაზე დაფუძნებული კოდის ხაზების შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ის თავდაპირველად მხოლოდ Amazon-ის ვებ სერვისების მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა მისი გამოყენება, სავარაუდოდ, ისეთ დეველოპერებსაც შეეძლებათ, რომლებიც AWS-ს არ იყენებენ.

CodeWhisperer კოდის ნებისმიერ შეთავაზებას, რომელიც პოტენციურად მიკერძოებული ან უსამართლოა, ავტომატურად ფილტრავს. გარდა ამისა, მას აქვს უსაფრთხოების სკანირების ფუნქციაც, რაც დეველოპერის კოდში არსებული დაუცველობის იდენტიფიცირებასა და პრობლემის ავტომატურად გამოსწორებას გულისხმობს. CodeWhisperer-ს ახლა აქვს რამდენიმე ენის მხარდაჭერა, მათ შორის, Python, Java, JavaScript, TypeScript და C#.

Microsoft-ის საკუთრებაში არსებული ama-მა Amazon გასული წლის ივნისში Copilot AI-ის გამოშვებით დაამარცხა. Microsoft-მა ეს ინსტრუმენტი უფასო მხოლოდ ღია კოდის პოპულარულ პროექტებზე მომუშავე სტუდენტებისთვისა და დეველოპერებისთვის გახადა. ყველა სხვა მომხმარებელს კი თვეში $10-ის და წელიწადში $100-ის გადახდა უწევს.

ეს AI-სთან დაკავშირებული ერთადერთი სიახლე არ არის, რომელიც Amazon-მა დააანონსა. კომპანია ინსტრუმენტს ქმნის, სახელწოდებით Bedrock, რომელიც კომპანიებს გენერაციული AI აპლიკაციების შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება.

გიგანტი კომპანიების  ყურადღება, ფული და მოტივაცია AI-ზეა ორიენტირებული. ორი რამ უკვე ნათელია — ხელოვნური ინტელექტისთვის რბოლა დაწყებულია და გამარჯვებულის გამოვლენამდე ის გზა რადიკალურად იცვლება, რომლითაც დიდი ტექნოლოგიური კომპანიები არსებობდნენ და დომინაციას ინარჩუნებდნენ.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Amazon-მა შესაძლოა ახალი ბრაუზერი შექმნას
Amazon-მა შესაძლოა, ახალი ბრაუზერი შექმნას
თემის მიხედვით
Amazon-მა შესაძლოა, ახალი ბრაუზერი შექმნას
Microsoft-მა ვირტუალური ასისტენტი Microsoft 365 Copilot გამოუშვა
Microsoft-მა ვირტუალური ასისტენტი Microsoft 365 Copilot გამოუშვა
თემის მიხედვით
Microsoft-მა ვირტუალური ასისტენტი Microsoft 365 Copilot გამოუშვა
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
თემის მიხედვით
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.