ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Microsoft-მა ვირტუალური ასისტენტი Microsoft 365 Copilot გამოუშვა

ხელოვნურმა ინტელექტმა გავლენა Microsoft 365-ზეც იქონია. როგორც ექსპერტები და Microsoft-ის ენთუზიასტები ვარაუდობდნენ, ეს მალე უნდა მომხმდარიყო. რედმონდში დაფუძნებულმა კომპანიამ არ დააყოვნა და 17 მარტს Microsoft 365 Copilot-ის გამოსვლა გამოაცხადა. 

კომენტარის დატოვება

Microsoft 365 Copilot-ის მთავარი საიდუმლო ყველაზე ცნობილი დიდი ენობრივი მოდელის, ChatGPT-ის ძალაში მდგომარეობს, რომელიც Microsoft Graph-ისა და Microsoft 365 აპლიკაციების მონაცემებით არის გამდიდრებული, რათა პროფესიული სამყარო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სრულად გარდაქმნას.

«დღეს ჩვენ ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის ძალას ვნერგავთ. წარმოგიდგენთ Microsoft 365 Copilot-ს. რომელიც დიდი ენობრივი მოდელების (LLM) ძალას თქვენს მონაცემებთან Microsoft Graph-ში და Microsoft 365 აპებში აერთიანებს, რათა თქვენი სიტყვები ყველაზე პლანეტაზე ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტად გადააქციოს». — განაცხადა ჯარედ სპატარომ, Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

რა არის Microsoft 365 Copilot

Microsoft 365 Copilot ვირტუალური ასისტენტია, რომელიც სამსახურში თქვენი პირადი თანამგზავრი იქნება. ეს ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ხელსაწყოა, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენი ამოცანები მართოთ, სამუშაო ნაკადები გაამარტივოთ და თქვენი პროდუქტიულობა გაზარდოთ. თავისი მოწინავე ფუნქციებითა და შესაძლებლობებით, Microsoft 365 Copilot მიზნად ისახავს, მომხმარებლისთვის შეუფერხებელი და ეფექტური სამუშაო გამოცდილება შექმნას.

«დღეს მნიშვნელოვანი დღეა. Microsoft 365 Copilot ჩვენს მუშაობის სტილს შეცვლის და პროდუქტიულობას საგრძნობლად გაზრდის. ჩვენი ახალი სერვისით მომხმარებლებს მეტ კომფორტს ვუქმნით და ტექნოლოგიებს უფრო ხელმისაწვდომს ვხდით». — თქვა Microsoft-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ.  

როგორ მუშაობს Microsoft 365 Copilot

Microsoft 365 Copilot თქვენი სამუშაო შაბლონებისა და პრეფერენციების გასაგებად მანქანური სწავლების ალგორითმებს იყენებს. შემდეგ  ამ მონაცემებს ამუშავებს, რათა თქვენზე მაქსიმალურად მორგებული რეკომენდაციები შემოგთავაზოთ და უფრო ეფექტურად მუშაობაში დაგეხმაროთ. Microsoft 365 Copilot-ს შეუძლია პროდუქტიულობის ინსტრუმენტების ფართო სპექტრთან ინტეგრირდეს, როგორიცაა Microsoft Teams, Outlook და PowerPoint, რაც მას მრავალფუნქციურსა და უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

Microsoft 365 Copilot-ის მახასიათებლები

თქვენი სამუშაო გამოცდილების გაუმჯობესებისთვის Microsoft 365 Copilot მოწინავე ფუნქციებით არის აღჭურვილი. შეგვიძლია, რამდენიმე მთავარი მახასიათებელი გამოვყოთ:

ამოცანების მენეჯმენტი:  Microsoft 365 Copilot თქვენი ამოცანების პრიორიტეტიზაციასა და განრიგის ორგანიზებაში დაგეხმარებათ, რაც თქვენს დროსა და ენერგიას დაზოგავს.

დოკუმენტების მენეჯმენტი: Microsoft 365 Copilot თქვენი დოკუმენტებისა და ფაილების მართვაშიც დაგეხმარებათ, რაც თქვენთვის საჭირო ფაილის პოვნის პროცესს საგრძნობლად გააადვილებს.

გუნდური თანამშრომლობა: Microsoft 365 Copilot-ს რეალურ დროში კომუნიკაციითა და კოლაბორაციით შეუძლია, რომ გუნდური თანამშრომლობის ხარისხი გაზარდოს.

ანალიზი და რეკომენდაციები: Microsoft 365 Copilot თქვენი სამუშაო შაბლონებისა და პრეფერენციების საფუძველზე საჭირო ინფორმაციასა და რეკომენდაციებს მოგაწვდით, რაც უფრო ეფექტურად მუშაბაში დაგეხმარებათ.

Microsoft 365 Copilot-ის მთავარი უპირატესობა

დროის დაზოგვა: Microsoft 365 Copilot განმეორებადი ამოცანების ავტომატიზაციას ახდენს, რას თქვენს დროს დაზოგავს და საშუალებას მოგცემთ, რომ ყურადღება უფრო მნიშვნელოვან სამუშაოზე გადაიტანოთ.

პროდუქტიულობის გაზრდა: Microsoft 365 Copilot თქვენი სამუშაო ნაკადის ოპტიმიზაციაში გეხმარებათ, რაც საშუალებას მოგცემთ, უფრო ეფექტურად იმუშაოთ და იმაზე მეტი გააკეთოთ, ვიდრე ოდესმე.

ოპერაციების გამარტივება: Microsoft 365 Copilot თქვენი ოპერაციების გამარტივებაშიც დაგეხმარებათ, შეცდომებს, ფაქტობრივად, 0-მდე დაიყვანს და თქვენი სამუშაოს ხარისხს გააუმჯობესებს.

თანამშრომლობის გაუმჯობესება: Microsoft 365 Copilot გუნდურ თანამშრომლობაზეც ზრუნავს. ის სხვებთან ერთად მუშაობას უფრო მოსახერხებელს ქმნის და თქვენი მიზნების მიღწევაში გეხმარებათ.

მოკლედ, Microsoft 365 Copilot სამუშაო მენეჯმენტის სამყაროში ახალი სიტყვაა. თავისი მოწინავე ფუნქციებითა და შესაძლებლობებით, ის რევოლუციას გვპირდება, რაც ჩვენს შრომას უფრო ეფექტურს, მარტივსა და პროდუქტიულს გახდის. თუ გსურთ, რომ კვლავ კონკურენტუნარიანები იყოთ,მაშინ Microsoft 365 Copilot არის ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებლად გჭირდებათ.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Microsoft-ს Activision-ის ყიდვა $69 მილიარდ დოლარად სურს
Microsoft-ს Activision-ის ყიდვა $69 მილიარდ დოლარად სურს
თემის მიხედვით
Microsoft-ს Activision-ის ყიდვა $69 მილიარდ დოლარად სურს
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
თემის მიხედვით
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
Microsoft Internet Explorer-ს თქვენი კომპიუტერებიდან წაშლის
Microsoft Internet Explorer-ს თქვენი კომპიუტერებიდან წაშლის
თემის მიხედვით
Microsoft Internet Explorer-ს თქვენი კომპიუტერებიდან წაშლის

ასევე წაიკითხეთ
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.