ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ბექა მაისურაძესტარტაპები
4 ნოემბერი 2022, 13:26
2022-11-04
Pulsar AI — გზა თბილისიდან სილიკონის ველამდე
2019 წელს, ქართველი დეველოპერების, ლინგვისტებისა და ლიდერშიფ გუნდმა გადაწყვიტა შეექმნა ვირტუალური ასისტენტი ავტომანქანების დილერებისთვის. მთავარი მიზანი იყო, ბაზრისთვის ინოვაციური, სწრაფი და კომფორტული მომსახურება შეეთავაზებინათ, პროდუქტს კი დრო დაეზოგა ავტომანქანის დილერებისთვის და უზრუნველეყო მათი ეფექტური მუშაობა. ძალიან მალე, Pulsar AI გახდა პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი წარმატებული Exit-ით — კომპანია რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად გაიყიდა.
Pulsar AI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოფო ჭყოიძეა, 26 წლის ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი. სოფო გვიყვება, რომ თავდაპირველად ადგილობრივი ბაზრისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების შექმნაზე მუშაობა დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ 2016 წელს დაიწყეს, ის კი მოგვიანებით შეუერთდა.
სოფო ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის იდეის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყეს. ის dev.ge-ს უყვება, რა გზა გაიარა სტარტაპმა პირველი მილიონ დოლარიანი ინვესტიციის მოზიდვამდე, შემდეგ კი ქვეყნის საზღვრებს გარეთ საკუთარი სახელის დასამკვიდრებლად.
სოფო ჭყოიძე ახლა საოპერაციო მიმართულებით Impel-ის ვიცე-პრეზიდენტია. ამბობს, რომ Impel-ის პროდუქტებთან პულსარის პროდუქტის ინტეგრირება აუმჯობესებს აშშ-ის დილერებისთვის შეთავაზებულ სერვისებს. Impel-ის გუნდთან შეერთების შედეგად, ფართოვდება მყიდველთა და სერვისის გამოყენების მსურველთა რაოდენობა.
Impel-ის კლიენტები ძირითადად ავტომანქანის დილერები არიან, რომელთაც სურთ ციფრული გაყიდვების სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიური სერვისით თავიანთი გაყიდვებისა და მომსახურების გაზრდა.
გაერთიანების შედეგად, პულსარის თანამშრომლები შეუერთდნენ აშშ-ის გუნდის პროდუქტის, ოპერაციების, კვლევისა და განვითარების პროცესებს. საქართველოში მყოფი გუნდი უკვე გლობალური კომპანიის პროდუქტისა თუ სერვისის განვითარებაში იღებს მონაწილეობას.
ამჟამად კომპანიას ოთხი ოფისი აქვს: აშშ-ში, კანადაში, ინგლისსა და საქართველოში. თბილისის ოფისში, რომელიც სიდიდით მეორეა, დაახლოებით 50 თანამშრომელი მუშაობს.
სოფო dev.ge-ს უყვება სამომავლო გეგმების შესახებაც. წარსულში Pulsar AI-ის, ახლა უკვე Impel-ის გუნდი ინოვაციური და ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას გააგრძელებს.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება — რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.