ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

WSJ: Instagram Reels მომხმარებლების ნაწილს ბავშვთა სექსუალიზებულ კონტენტს უჩვენებს

2023 წლის ივლისი Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის თვე იყო — ფოტო, რომელშიც ის მაისურის გარეშე დგას, თითქმის ყველა პლატფორმაზე გამოქვეყნდა და პოპულარული გახდა, Threads-ის წარმატებული გაშვება და ილონ მასკთან ფიზიკური დაპირისპირების სურვილი, რომელიც სურვილად დარჩა. ზაკერბერგის ასეთ უჩვეულო აქტიურობას ტექნოლოგიების ენთუზიასტებმა «Hot Zuck Summer» უწოდეს და ის ოფიციალურად დასრულებულია.

კომენტარის დატოვება

მასკთან შედარებით, რომელიც როგორც Twitter-ის, ასევე მისი რეპუტაციის განადგურებით იყო დაკავებული, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი უფრო გონივრულ, ზრდასრულ და გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებდა.

თითქოს Meta-ს «ბანერის დამზადების» მომენტი ჰქონდა, რომელზეც ეწერებოდა «დღეები დიდი სკანდალის გარეშე». ეს მრიცხველი ახლახან «0"-ს დაუბრუნდა.

27 ნოემბერს The Wall Street Journal-მა ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ უფროსებს ბავშვების სექსუალური კონტენტი Instagram Reels-ის მეშვეობით მიეწოდებოდათ.

The Wall Street Journal-მა სატესტო ანგარიში შექმნა, რომელიც მხოლოდ თინეიჯერებს, ტანმოვარჯიშეებსა და მათ ახალგაზრდა გულშემატკივრებს აფოლოვებდა. გამოცემის თანახმად, ამ ანგარიშზე შეთავაზებული Reels-ების დიდი ნაწილი პორნოგრაფიულ, ასევე, და ბავშვების სექსუალიზებულ კონტენტს ასახავდა. ცნობილია, რომ მსგავსი ცდა იმავე შედეგებით კანადის ბავშვთა დაცვის ცენტრმაც ჩაატარა. 

«ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებისთვის თვალყურის დევნებამ Instagram აიძულა, ამ ანგარიშისთვის ზრდასრულების სექსუალური კონტენტი შეეთავაზებინა — ძირითადად სამომხმარებლო ბრენდების რეკლამებთან ერთად. მაგალითად, Walmart-ის რეკლამის ფრაგმენტების შემდეგ ჩნდებოდა ქალი, რომელიც მხრებს აჩენდა». — წერს WSJ.

Meta-ს სპიკერმა WSJ-ს განუცხადა, რომ კომპანიამ ახალი ბრენდის უსაფრთხოების ინსტრუმენტები ახლახან გამოუშვა და საეჭვო მომხმარებლების გამოსავლენად ცალკე სამუშაო ჯგუფი ჰყავს.

Business Insider-ისთვის მიცემულ განცხადებაში Meta-მ თქვა:

«ჩვენს პლატფორმებზე ასეთი შინაარის ხილვა არ გვინდა და არც ბრენდებს სურთ, მათი რეკლამა მსგავსი კონტენტის გვერდით გამოჩნდეს. ჩვენ მის შესაჩერებლად აგრესიულ ინვესტიციებს ვაგრძელებთ».

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ WSJ-ის ტესტი «წარმოებული გამოცდილება» იყო, რომელიც რეალობას არ შეესაბამება.

«ეს არ არის ის, რასაც რეალური მომხმარებლები ყოველდღე ხედავენ». — განაცხადა Meta-მ.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე Meta-ს წინააღმდეგ სარჩელი 33 შტატმა შეიტანა და კომპანია ახალგაზრდა გოგოების პოტენციური ზიანის შესახებ გაფრთხილებების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. როგორც ცნობილია, Meta-ს მილიონობით ანგარიშის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, რომლებიც 13 წლამდე ბავშვების მიერ იყო გახსნილი, მაგრამ მათ არ ხურავდნენ.

მასაჩუსეტსის სარჩელში ნათქვამია, რომ Meta-მ თავის აპლიკაციებში მოზარდების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მცდელობები უგულებელყო.

მარკ ზაკერბერგი ამბობს რომ ილონ მასკი ბრძოლას სერიოზულად არ ეკიდება
მარკ ზაკერბერგი ამბობს, რომ ილონ მასკი ბრძოლას სერიოზულად არ ეკიდება
თემის მიხედვით
მარკ ზაკერბერგი ამბობს, რომ ილონ მასკი ბრძოლას სერიოზულად არ ეკიდება
Meta 16 წლამდე ასაკის პირებისთვის მშობელთა კონტროლის კანონების გამკაცრებას ითხოვს
Meta 16 წლამდე ასაკის პირებისთვის მშობელთა კონტროლის კანონების გამკაცრებას ითხოვს
თემის მიხედვით
Meta 16 წლამდე ასაკის პირებისთვის მშობელთა კონტროლის კანონების გამკაცრებას ითხოვს
Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს
Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს
თემის მიხედვით
Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.