ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს

მას შემდეგ, რაც Meta Platforms-ის (META) შემოსავალთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემები გავრცელდა, აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ზაკერბერგმა კომპანიის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა, როგორ გამოიმუშავონ დამატებითი შემოსავალი — ძირითადი აქცენტი ხელოვნურ ინტელექტზე გაკეთდა.

კომენტარის დატოვება

ზაკერბერგმა Meta-ს AI-ში ინვესტიციებზე ისაუბრა, ასევე, ახლახან გამოშვებული Meta AI-ის შესახებ რამდენიმე განახლება შემოგვთავაზა და ბოლოს «ღია» AI ეკოსისტემის მიმართ კომპანიის მხარდაჭერასაც შეეხო.

ზაკერბერგმა თქვა, რომ Meta «საინვესტიციო შესაძლებლობებს» ხედავს, რათა უახლოეს პერსპექტივაში თავისი ძირითადი ბიზნესი, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში გენერაციული AI (GenAI) და კომპანიის ვირტუალური რეალობის ლაბორატორია გააუმჯობესოს.

კომპანია აპირებს, რომ «მომავალი წლების განმავლობაში, ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვნად მეტი ინვესტიცია განახორციელოს», ხოლო «აქცენტი საოპერაციო დისციპლინაზეც შეინარჩუნოს».

«ძლიერი ფინანსური მდგომარეობა საშუალებას მოგვცემს, ამ ინვესტიციებს მხარი დავუჭიროთ და ასევე დავაბრუნოთ კაპიტალი აქციონერებისთვის — აქციების გამოსყიდვისა და დივიდენდების გზით». — განაცხადა მარკ ზაკერბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიამ ისტორიულად თავის აქციებში ცვალებადობას აჩვენებს, როდესაც «ინვესტიციას ახალ პროდუქტებში დებს, მაგრამ მის მონეტიზაციას ჯერ არ აკეთებს». მისი თქმით, კომპანიამ მსგავსი ციკლი Reels-ის დამატების პირველ დღეებშიც განიცადა, რაც ახლა იმ დროის დაახლოებით 50%-ს შეადგენს, რომელსაც მომხმარებლები Instagtam-ზე ატარებენ.

აღმასრულებელმა დირექტორმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ხელოვნურ ინტელექტში ინვერსტირებისას დამატებით ხარჯებს ხედავს, როგორც აუცილებლობას, რათა «ამ სფეროში ლიდერობა მოიპოვოს და შეინარჩუნოს».

კომპანიამ პირველი კვარტლის მოგების პრესრელიზში თქვა, რომ მან 2024 წლის კაპიტალური ხარჯების მითითებები 35-დან 40 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა.

Meta-ს აქციები 24 აპრილს მოგების გამოქვეყნებისთანავე დაეცა. კლება შემოსავლების გამოძახების დროს დაჩქარდა და აქცია 15,4%-ით დაეცა.

აღმასრულებელმა დირექტორმა იმაზეც უსაუბრა, თუ როგორ იყენებს კომპანია AI ტექნოლოგიას თავის რეიტინგსა და რეკომენდაციების ძრავებში პლატფორმებისთვის, როგორიცაა Facebook და Instagram.

«Facebook-ის feed-ზე პოსტების დაახლოებით 30% ჩვენი ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციის სისტემით არის მოწოდებული. ეს ბოლო ორი წლის მონაცემებზე 2-ჯერ მეტია. პირველად Instagram-ზე ნანახი კონტენტის 50%-ზე მეტი ახლა AI რეკომენდირებულია». — თქვა ზაკერბერგმა.

მან განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციების სისტემა ჩართულობას აუმჯობესებს და, თავის მხრივ, რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაძლებლობას ზრდის.

Meta-ს მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა, (CFO) სიუზან ლიმ აღნიშნა, რომ რეკლამის განმთავსებლები კომპანიის AI ტექნოლოგიის სარეკომენდაციო ძრავით და ასევე GenAI ფუნქციებით ეფექტურად სარგებლობენ. მან დაამატა, რომ კომპანია AI მოდელების ტესტირების ადრეულ ეტაპზეა, რომლებიც ბიზნესს შეუძლია Messenger-სა და WhatsApp-ზე მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენოს.

ზაკერბერგმა მომხმარებლებს  ახალი AI ასისტენტის შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა და თქვა, რომ საწყისი გამოხმაურება «ძალიან დადებითია».

Meta-მ გამოუშვა MetaAI, რომელიც მისი უახლესი AI მოდელით, Llama 3-ით არის მხარდაჭერილი. ახალი AI ასისტენტი, რომელიც Facebook-ში, Instagram-სა და WhatsApp-შია ინტეგრირებული, Meta-ს დაეხმარება, რომ Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილ (MSFT) OpenAI-ის ChatGPT-სა და Alphabet-ის (GOOGL) Google Gemini ჩეთბოტს კონკურენცია გაუწიოს.

მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
თემის მიხედვით
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
Meta-მ გახსნა​ Quest-ის ოპერაციულ სისტემა მესამე მხარის მოწყობილობების შემქმნელებისთვის
Meta-მ გახსნა​ Quest-ის ოპერაციულ სისტემა მესამე მხარის მოწყობილობების შემქმნელებისთვის
თემის მიხედვით
Meta-მ გახსნა​ Quest-ის ოპერაციულ სისტემა მესამე მხარის მოწყობილობების შემქმნელებისთვის
მარკ ზაკერბერგი წელს თითქმის $54 მილიარდით მდიდარია - ის ილონ მასკს უახლოვდება
მარკ ზაკერბერგი წელს თითქმის $54 მილიარდით მდიდარია — ის ილონ მასკს უახლოვდება
თემის მიხედვით
მარკ ზაკერბერგი წელს თითქმის $54 მილიარდით მდიდარია — ის ილონ მასკს უახლოვდება

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.