ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
14 აგვისტო 2023, 11:54
2023-08-14
მარკ ზაკერბერგი ამბობს, რომ ილონ მასკი ბრძოლას სერიოზულად არ ეკიდება
მარკ ზაკერბერგმა Threads-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ დროა, ილონ მასკთან გალიაში ბრძოლა დაივიწყოს. «ყველას შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ ილონი არ არის სერიოზული». — დაწერა მან და დასძინა, რომ X-ის (ყოფილი Twitter) მფლობელის უარი თარიღის დადასტურებაზე და მისი შეთავაზება «სანაცვლოდ ჩემს ეზოში ვარჯიშზე» სწორედ ამაზე მეტყველებს.
გავრცელდა მილიარდერებს შორის ტექსტური შეტყობინებების სქრინშოტი, რომელიც X-ზე ჯერ მომხმარებელმა, DogeDesigner-მა გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი თავად მასკმა. მასკი ზაკერბერგს მომავალ კვირას სახლში «სავარჯიშო ორთაბრძოლას» სთავაზობდა, რაზეც Meta-ს დამფუძნებელი პასუხობს, რომ თუ მას «ნამდვილი MMA ბრძოლა» სურს, დამოუკიდებლად უნდა ივარჯიშოს და აცნობოს, როცა «ბრძოლისთვის მზად იქნება».
ორი აღმასრულებელი დირექტორი ივნისში ოქტაგონზე ბრძოლაზე შეთანხმდა. ეს იდეა პოტენციურად გასართობი ჩანდა, მაგრამ ამ პროცესისთვის თვალყურის დევნება უკვე დამღლელია, რადგან მასკი ბუნდოვან განცხადებებს აკეთებს, მათ შორის იმის შესახებ, თუ სად გაიმართება ბრძოლა. თავის მხრივ, ზაკერბერგი დაუღალავად ამბობს, რომ საჩხუბრად მზადაა.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის მთავრობის ოფიციალური პირი მარკ ზაკერბერგს დაუკავშირდა და ბრძოლის ჩატარება მსოფლიოში ყველაზე ლეგენდარულ მოედანზე, რომის კოლიზეუმში შესთავაზა.
სერ პოლ მაკარტნი 2003 წელს კოლიზეუმის შიგნით ექსკლუზიური საქველმოქმედო შოუსთვის 400 ადამიანის წინაშე წარსდგა, რომლებმაც $1,500 გადაიხადეს — გარდა ამ შემთვევისა, ყველა სხვა კონცერტი შენობის გარეთ ჩატარდა.
გაურკვეველია, სად ჩატარდება მასკისა და ზაკის ბრძოლა — კოლიზეუმის შიგნით თუ გარეთ, გალიაში თუ მარკის სახლში, თუმცა ფაქტია, რომ აღმასრულებელმა დირექტორებმა უამრავი ადამიანის ყურადღების მიქცევა მოახერხეს. მიუხედავად ზაკერბერგის განცხადებისა, ეს საგა ჯერ არ დასრულებულა.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.