ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს

Meta-მ 2 მარტს დააანონსა, რომ Instagram-ზე ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის კანადასა და მექსიკაში, დაამატებს. გასული წლის ივნისში, სოციალური მედიის პლატფორმამ მომხმარებლებს ასაკის დადასტურებისთვის სამი ვარიანტი შესთავაზა: პირადობის მოწმობის ატვირთვა, ვიდეო სელფის ჩაწერა ან მეგობრებისგან დასტური, რომ ის მართლაც სრულწლოვანია. თუ მომხმარებელი Instagram-ზე დაბადების თარიღის რედაქტირებას ცდილობს, პლატფორმა მას ასაკის დადასტურებას ამ სამი მეთოდიდან ერთ-ერთის გამოყენებით მოსთხოვს.

კომენტარის დატოვება

სიახლე თავდაპირველად შეერთებულ შტატებში დაინერგა, შემდეგ კი ბრაზილიასა და იაპონიაში გავრცელდა. ასაკის ვერიფიკაციის ფუნქცია ამჯერად მექსიკაში, კანადაში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაემატება. Meta ინსტრუმენტის გლობალურ ხელმისაწვდომობას უახლოეს თვეებში გეგმავს.

თქვენი ასაკის დასადასტურებლად პირადობის მოწმობის, პასპორტის ან მართვის მოწმობის ატვირთვა შეგიძლიათ. ამ გზის არჩევის შემთხვევაში, Instagram თქვენს პირადობის მოწმობას თავის სერვერებზე 30 დღის განმავლობაში შეინახავს, შემდეგ კი წაშლის.

თუ პირადობის მოქმედი მოწმობა არ გაქვთ, შეგიძლიათ, ვიდეო სელფის მეთოდი აირჩიოთ. Instagram-მა ამ ვარიანტის სრულყოფისთვის ლონდონში დაფუძნებულ ციფრული იდენტიფიკაციის სტარტაპთან, Yoti-სთან ითანამშრომლა. სელფის ატვირთვისთანავე სპეციალურად დაპროგრამებული ხელოვნური ინტელექტი თქვენს ასაკს ამოწმებს. გადამოწმების შემდეგ ორივე კომპანია, Instagram და Yoti, მონაცემებს შლის.

ასაკის ვერიფიკაციის მესამე ვარიანტს «სოციალური გარანტია”(social vouching) ჰქვია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გამომწერებს თქვენი ასაკის დადასტურება სთხოვოთ. ადამიანი, რომელიც თქვენს სრულწლოვანებაზე გარანტიას იძლევა, თავადაც 18 წლის ან მეტის უნდა იყოს. პროცესი მარტივია, თქვენ სამ ადამიანს აარჩევთ, Instagram მათ მოთხოვნას გაუგზავნის, რათა თქვენი ასაკი დაადასტურონ, რისთვისაც სამი დღე ექნებათ. აუცილებელია, რომ თითოეულის არჩეული ასაკი ერთმანეთს დაემთხვეს. 

Meta ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც Instagram-ზე ასაკის გადამოწმების ტესტირება დაიწყო, თინეიჯერების 96%-ის შეჩერება შეძლო, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ 18 წელზე მეტის იყვნენ.

ზოგადად, Instagram-მა ახალ მომხმარებლებს დაბადების დღის თარიღის მითითება პირველად 2019 წელს მოსთხოვა. ეს ნაბიჯი 13 წელზე უმცროსი მომხმარებლების პრევენციისთვის გადაიდგა. 2021 წელს კი სოციალურმა პლატფორმამ დაბადების დღის თარიღის მითითება ყველასთვის სავალდებულო გახადა.

dev.ge-მ ვაკანსიების სერვისი გაუშვა: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები ჩვენთან და მიიღეთ გამოხმაურებები!

Meta Facebook-სა და Instagram-ზე ვერიფიკაციის ფასიან სერვისს უშვებს

თემის მიხედვით

Instagram-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა

Instagram-ის თანადამფუძნებლებმა ახალი ამბების აპლიკაცია Artifact შექმნეს

ასევე წაიკითხეთ
2023-ში მაგთის შემოსავალი 42 მლნ ლარით გაიზარდა, სილქნეტის — 35 მლნ-ით, სელფის — 14 მლნ-ით

TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს

ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია

Facebook და Instagram AI-ის მიერ გენერირებულ სურათებს შესაბამის აღნიშვნას გაუკეთებენ

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.