ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta 16 წლამდე ასაკის პირებისთვის მშობელთა კონტროლის კანონების გამკაცრებას ითხოვს

Meta-მ კანონების დამატება მოითხოვა, რომლებიც აპლიკაციების მაღაზიებს აიძულებს, მშობლის თანხმობას დაელოდნონ მაშინ, როდესაც აპლიკაციას ბავშვი ჩამოტვირთავს.

კომენტარის დატოვება

Instagram-ისა და Facebook-ის მფლობელი Meta მოზარდების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო არაერთხელ გააკრიტიკეს.

კომპანიის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე არა მხოლოდ სოცილაური მედიის პლატფორმებმა, არამედ აპების მაღაზიებმაც უნდა იზრუნონ.

«მშობლებმა მოზარდების ჩამოტვირთვები უნდა აკონტროლონ. ჩვენ ფედერალურ კანონმდებლობას, რომელიც აპების მაღაზიებს მშობლების თანხმობის მიღებას ავალდებულებს, მხარს ვუჭერთ». — თქვა Meta-ს უსაფრთხოების გლობალურმა ხელმძღვანელმა, ანტიგონე დევისმა. — «როდესაც მოზარდს აპლიკაციის ჩამოტვირთვა ენდომება, აპების მაღაზიები ვალდებულნი იქნებიან, მშობლებს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. ეს აპრობირებული საშუალებაა — მაგალითად, მშობლებს მოზარდების შესყიდვებზე კონტოლი აქვთ. მშობლებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ჩამოტვირთვის დამტკიცება… მათ ასევე საკუთარი შვილის ასაკის დადასტურებაც შეუძლიათ».

გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც კომპანია სასამართლო პროცესის საშიშროების წინაშე დადგა, რომელიც ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთოებას ეხება — მამხილებელმა აშშ-ს კონგრესს უთხრა, რომ Instagram მოზარდების ონლაინ ზიანისგან დასაცავად თითქმის არაფერს აკეთებს.

Meta-მ ადრე განაცხადა, რომ უსაფრთხო ონლაინ გარემოს მხარდასაჭერად «30-ზე მეტი ინსტრუმენტი» შემოიტანა. 

მაგრამ აშშ-ში პოლიტიკოსები პრობლემის გადასაჭრელად ახალი კანონების მიღებას ამჯობინებენ, რამაც შეიძლება Meta-სა და სხვა კომპანიების ნავიგაციის უფრო რთული სამართლებრივი ჩარჩო გამოიწვიოს.

მარტში იუტა პირველი შტატი გახდა, რომელმაც სოციალური მედიის კომპანიებს მშობლების თანხმობა მოსთხოვა, რათა ბავშვებს მათი აპლიკაციების გამოყენება შესძლებოდათ.

Meta-მ თქვა, რომ ეროვნული კანონის მიღებას ითხოვს.

«როგორც ინდუსტრია, ჩვენ კანონმდებლებთან უნდა გავერთიანდეთ, რათა მშობლებისთვის მარტივი, ეფექტური გზები შევქმნათ, რომ თავიანთი მოზარდების ონლაინ გამოცდილების კონტროლი შეძლონ». — თქვა დევისმა.

«საჭიროა კანონმდებლობა, რათა ყველა აპლიკაცია, რომელსაც მოზარდები იყენებენ, ერთნაირი სტანდარტით იყოს დაცული».

ექსპერტების აზრით Meta-ს მშობელთა კონტროლმა შეიძლება მოზარდები საფრთხეში ჩააგდოს
ექსპერტების აზრით, Meta-ს მშობელთა კონტროლმა შეიძლება მოზარდები საფრთხეში ჩააგდოს
თემის მიხედვით
ექსპერტების აზრით, Meta-ს მშობელთა კონტროლმა შეიძლება მოზარდები საფრთხეში ჩააგდოს
Meta მოითხოვს პოლიტიკური რეკლამაში გამოყენების შემთხვევაში მიეთითოს რომ deepfake-ია
Meta მოითხოვს, პოლიტიკური რეკლამაში, გამოყენების შემთხვევაში, მიეთითოს, რომ deepfake-ია
თემის მიხედვით
Meta მოითხოვს, პოლიტიკური რეკლამაში, გამოყენების შემთხვევაში, მიეთითოს, რომ deepfake-ია

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.