ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

WP: Huawei-იმ გამოსცადა AI, რომელიც უიღურებს ამოიცნობს და პოლიციას შეატყობინებს

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია Huawei-მ გამოსცადა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც იუღურებს ამოიცნობს და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინებს. ინფორმაცია Washington Post-მა მოიპოვა. ის Huawei-ს შიდა დოკუმენტაციას ეყრდნობა. 

კომენტარის დატოვება

უიღურები ჩინეთის ეთნიკური ჯგუფია, რომელსაც ჩინეთის ავტორიტარული რეჟიმი მინიმუმ 6 წელია, დევნის და ზოგი შეფასებით, გენოციდსაც კი უწყობს. ისინი თურქული წარმოშობის არიან, მათი უმეტესობა მუსლიმად იდენტიფიცირდება. 

ჩინეთის მთავრობა მათ მასობრივად აკავებს და სინციანში, საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებს. ბანაკებში უიღურებს აწამებენ, ასევე, ჩაბმულები ყავთ იძულებით შრომაში. ასევე, ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს, უიღურების რაოდენობა შობადობის კონტროლით შეამციროს — ქალებს აიძულებენ, გამოიყენონ კონტრაცეპტივი — სპირალი, ასევე, უტარებენ იძულებით სტერილიზაციას. 

რეპრესიების გამო ბევრი უიღური ქვეყნიდან გაიქცა და თავშესაფარი სხვადასხვა სახელმწიფოს სთხოვა. ჩინეთის მთავრობა ძალადობის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბანაკები რეალურად პროფესიული მომზადების ცენტრებია, რომლებიც ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან საბრძოლველად არის შექმნილი.

დოკუმენტები, რომლებსაც ხელს Huawei-ის წარმომადგენლები აწერენ და რომლებიც კვლევითმა ორგანიზაცია IPVM-მ Washington Post-ს გადასცა, აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური კომპანია 2018 წლიდან მუშაობდა სახის ამომცნობზე, რომელსაც ასევე შეეძლო ამ ადამიანების, ასაკის, სქესის და ეთნიკური წარმომავლობის შეფასება. IPVM ვიდეო-სათვალთვალო სისტემებს აკვირდება და იკვლევს. 

თუ სისტემა აღმოაჩენს სახეს, რომელიც უიღურთა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, საცდელი ანგარიშის მიხედვით, ეს იქნება «უიღურული განგაშის» განმაპირობებელი და ინფორმაცია, პოტენციურად, ჩინეთის პოლიციას გადაეცემა. 

პოლიციას, რომელიც ჩინეთის მთავრობის იარაღია უიღურთა დევნაში, ხელს Huawei და კიდევ ერთი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი — Megvii უწყობენ — ისინი მას სერვერებით, კამერებით, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურით და სხვა ხელსაწყოებით ამარაგებს. 

IPVM-ის დამფუძნებელი, ჯონ ჰონოვიჩი ამბობს, რომ Huawei-ს დოკუმენტი აჩვენებს, როგორი საშინელი და ტოტალურად ნორმალიზებულია ტექნოლოგიის დისკრიმინაციული მიზნებისთვის გამოყენება. 

Human Rights Watch-უფროსი მკვლევარი ჩინეთში, მაია ვონგი ამბობს, რომ ქვეყანა სულ უფრო ხშირად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს თვალთვალისთვის, მათ შორის, საპროტესტო აქციებზე. 

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა 2021 წელს სანქციები 8 ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიას, მათ შორის, Hiawei-ის და Megvii-ს დაუწესა, უიღურებისა და სხვა მუსლიმური უმცირესობების ჯგუფების უფლებების დარღვევისა და რეპრესიების, მასობრივი თვითნებური დაკავებისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის კამპანიის გამო. 

ასევე, აკრძალულია ამერიკული ტენოლოგიების Huawei-სთვის მიყიდვა. 

Huawei, Apple-ის შემდეგ სმარტფონების მეორე უმსხვილესი მწარმოებელია. მას 170-ზე მეტ ქვეყანაში იყენებენ. გარდა ამისა, კომპანია ცდილობს, დანერგოს 5G მობილური ქსელები, რასაც ინტერნეტის შეცვლა შეუძლია. 

რაც შეეხება Megvii-ის, ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახის ამომცნობის შემქმნელია. მის მიერ შეთავაზებულ კამერის სისტემებს, სენსორებს და პროგრამულ უზრუნველყოფას ჩინეთის ხელისუფლება ქვეყნის 112 ქალაქში იყენებს საზოგადოების მონიტორინგისა და კონტროლისთვის.  

გვითვალთვალებს თუ არა TikTok
გვითვალთვალებს თუ არა TikTok
თემის მიხედვით
გვითვალთვალებს თუ არა TikTok
TikTok Forbes-ის ჟურნალისტებს უთვალთვალებდა
TikTok Forbes-ის ჟურნალისტებს უთვალთვალებდა
თემის მიხედვით
TikTok Forbes-ის ჟურნალისტებს უთვალთვალებდა
Meta-ს და Cambridge Analytica-ს საქმე იხურება Meta $725 მილიონს გადაიხდის
Meta-ს და Cambridge Analytica-ს საქმე იხურება, Meta $725 მილიონს გადაიხდის
თემის მიხედვით
Meta-ს და Cambridge Analytica-ს საქმე იხურება, Meta $725 მილიონს გადაიხდის

ასევე წაიკითხეთ
აშშ-მ Nvidia-ს უბრძანა, რომ ჩინეთში AI ჩიპების ექსპორტი დაუყოვნებლივ შეაჩეროს
აშშ-მ Nvidia-ს უბრძანა, რომ ჩინეთში AI ჩიპების ექსპორტი დაუყოვნებლივ შეაჩეროს
აშშ-მ Nvidia-ს უბრძანა, რომ ჩინეთში AI ჩიპების ექსპორტი დაუყოვნებლივ შეაჩეროს
2023 წლის ანგარიში AI-ში ყველაზე საინტერესო მოვლენების შესახებ
2023 წლის ანგარიში AI-ში ყველაზე საინტერესო მოვლენების შესახებ
2023 წლის ანგარიში AI-ში ყველაზე საინტერესო მოვლენების შესახებ
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
ილონ მასკი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს
ილონ მასკი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს
ილონ მასკი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.