ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
1 აპრილი 2024, 14:03
2024-04-01
Temu-მ ახალ მომხმარებლებზე თანხის გაცემის პირობები შეშფოთების ფონზე შეცვალა
ელექტრონული საცალო ვაჭრობის ჩინურმა კომპანია Temu-მ თანხის გაცემის პირობები მნიშვნელოვნად შეცვალა მას შემდეგ, რაც მომხმარებლებმა შეშფოთება გამოხატეს. პლატფორმის ახალი Temu-სგან 50 ფუნტამდე იღებდნენ, მაგრამ უნდა დათანხმებოდნენ პერსონალური მონაცემების მუდმივად გაცემას.
ადრე Temu-მ თქვა, რომ ეს «სტანდარტული პირობები» იყო. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ეს პირობები შეცვალა, რადგან ისინი «ზედმეტად ზოგადი» იყო.
Temu აშშ-ში 2022 წელს, ხოლო დიდ ბრიტანეთში გასულ წელს ამოქმედდა.
საცალო ვაჭრობის ექსპერტებმა მას უწოდეს «Amazon სტეროიდებზე». Temu საქონლის ძალიან იაფად გაყიდვითაა ცნობილი — სლოგანით «ივაჭრეთ მილიარდერივით».
მაგრამ მას პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, როდესაც აშშ-ის მთავრობის გამოძიებამ დაადგინა, რომ, დიდი ალბათობით, Temu-ზე შეთავაზებული პროდუქტების უმრავლესობა იძულებითი შრომით მზადდებოდა.
Temu-ს უახლესი აქცია ახალ მომხმარებლებს სთავაზობს, 24 საათში სხვა მომხმარებლების მიერ გაზიარებული ბმულის გამოყენებით დარეგისტრირდნენ, რითაც თითოეული მათგანი 40-დან 50 ფუნტამდე ფულად ჯილდოს მიიღებს.
მონაწილეობის მიღება უკვე არსებული ანგარიშის მფლობელებსაც შეუძლიათ, მაგრამ, როგორც ცნობილია, ასეთი ჯილდოებისთვის უფრო მაღალ საფეხურს უნდა მიაღწიონ.
სანაცვლოდ Temu მომხმარებლების მონაცემებს იღებს. X-ის რამდენიმე მომხმარებელმა თქვა, რომ პლატფორმაზე არსებული წესები Temu-ს მათი მონაცემების გაყიდვის ან თუნდაც ყალბი რეკლამების შექმნის საშუალებას აძლევს — თუმცა, ეს პრეტენზიები Temu-მ მკაცრად უარყო.
სწრაფად მზარდმა პლატფორმამ ეს წესები დაუყოვნებლივ შეცვალა და თქვა, რომ შეშფოთება ფულადი შეთავაზების «მრავალმა მონაწილემ» გამოთქვა.
Temu-მ აღნიშნა, რომ პირობები შეასწორა, რათა დაემტკიცებინა, რომ მომხმარებლის სახელსა და პროფილის სურათებს მხოლოდ რეფერალური ფუნქციონირებისთვისა და გამარჯვებულის გამოცხადებისთვის იყენებდა.
«წინა პირობები ზედმეტად ზოგადი იყო და უნებლიედ მოიცავდა სარეკლამო მიზნებს, რომლებშიც Temu არ მონაწილეობს». — განაცხადა კომპანიამ.
Temu სოლიდურ ფასდაკლებას უამრავ პროდუქტზე გთავაზობთ, რომლებიც, ძირითადად, ჩინური ქარხნებიდან და საწყობებიდან იგზავნება. წარმოუდგენლად დაბალი ფასების გარდა, Temu-ს პოპულარობას საინტერესო სტრატეგიაც განსაზღვრავს — აპლიკაცია მომხმარებლებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში მის პოპულარობაზე ზრუნავენ, არეგისტრირებენ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, უფასო საჩუქრებს უკეთებს.
ზოგადი სურათი მშვენიერი და მისაღებია, მაგრამ Temu-ს შიდა სამზარეულო არც თუ ისე დალაგებულია. აპლიკაციის გამოშვებიდან ნახევარი წელიც არ იყო გასული, როცა Temu-ს უკვე შელახული რეპუტაციის აღდგენასა და განვითარებაზე ზრუნვა უწევდა. ბოლო პერიოდში სიტუაცია გამოსწორდა და პლატფორმამ მოხმარებლების ნდობა შედარებით დაიბრუნა.
დუგლას შმიდტი, რომელიც უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის სპეციალისტია, ამბობს, რომ Temu-ს მონაცემები და კონფიდენციალურობის პრაქტიკა უჩვეულო არ არის: კომპანია უამრავ პერსონალურ მონაცემს აგროვებს და მას უკანონოდ იყენებს.
თუმცა, შმიდტს მიაჩნია, რომ Temu-ს აღზევება იმაზე მეტ პრობლემას გამოიწვევს აშშ-სთვის, ვიდრე მხოლოდ კონფიდენციალურობაა. იგი ფიქრობს, რომ პლატფორმა ამერიკულ კომპანიებზე დიდ ზეწოლას მოახდენს.
კერძოდ, თუ ბევრი მომხმარებელი გადავა Temu-ზე, ეს Amazon-სა და სხვა კონკურენტებს ფასების დაწევას აიძულებს, რაც გავლენას ხელფასებზე მოახდენს.
«ეს არის საინტერესო მაგალითი იმისა, რომ ჩინეთის საწარმოო ბაზა იმდენად დახვეწილია, რომ მას დისტრიბუტორების მეშვეობით გავლა აღარ სჭირდება. ისინი ყველაფერს პირდაპირ მომხმარებლებზე ყიდიან. Temu აშკარად აპირებს, ზეწოლა საქონლის მწარმოებლებზე მოახდინოს, რათა აშშ-ში შიდა წარმოების შემდგომი ეროზია გამოიწვიოს» — ამბობს შმიდტი.