ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეახალი ამბები
17 მარტი 2023, 16:00
2023-03-17
Wall Street Journal: ილონ მასკი ქალაქის აშენებას გეგმავს
რას აჩუქებდით მილიარდერს, რომელსაც ყველაფერი აქვს? ალბათ, საკუთარ ქალაქს.
ილონ მასკთან და მის კომპანიებთან დაკავშირებული სუბიექტები, გავრცელებული ინფორმაციით, ყიდულობენ ათასობით ჰექტრის მიწას ტექსასის შტატში იმისთვის, რომ ააშენონ ქალაქი, სადაც მასკის თანამშრომლებს ცხოვრება და მუშაობა შეეძლებათ.
Wall Street Journal-ის თანახმად, ამ ადამიანებმა შეიძინეს მინიმუმ 3 500 ჰექტარი ოსტინთან ახლოს და მუშაობენ ქალაქ სნეილბრუკის (Snailbrook) შექმნაზე, რომლის სახელიც აშკარად მიუთითებს მასკის გვირაბების კომპანია Boring Company-ის თილისმა ლოკოკინაზე (snail).
ჟურნალის გამოქვეყნებულ ანგარიშში მოყვანილია დოკუმენტები და მიწის შესახებ ინფორმაცია, ასევე ქალაქისა და ქვეყნის ელექტრონული ფოსტა, შიდა კომპანიის კომუნიკაციები, სახელმწიფო ლიცენზირების ჩანაწერები და გასაუბრება მიწის მფლობელებთან, ასევე, ქალაქისა და ქვეყნის ოფიციალურ პირებთან.
წლების განმავლობაში, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა თანამშრომლებს შესთავაზეს კეთილმოწყობილი კამპუსები, რაც სამუშაო საათების სტიმულირების გაზრდას ემსახურებოდა. საკუთარი კომპანიისთვის ქალაქის აშენებით მასკმა ეს მიდგომა კიდევ უფრო დახვეწა.
მასკის კომპანიების (Boring Co, Tesla, SpaceX) საწარმოო ობიექტები ძირითადად ოსტინთან ახლოსაა. მოხსენების თანახმად, ილონ მასკს სურს, რომ თანამშრომლებს შეეძლოთ ცხოვრება ახალ სახლებში არსებულზე დაბალი ქირით. სნეილბრუკის გეგმა ასევე მოიცავს 100-ზე მეტი სახლის აშენებას სამეზობლო ფუნქციებით, როგორიცაა აუზი და გარე სპორტული ტერიტორია.
ქალაქის შექმნამ შესაძლოა კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინოს, თუ როგორ მართავს სახელმწიფო და ფედერალურ მარეგულირებლებთან დაპირისპირებებით ცნობილი მასკი საქმეებს.
ილონ მასკმა 2020 წელს გამოაცხადა, რომ ტესლას შტაბ-ბინას და მის პირად რეზიდენციას კალიფორნიიდან ტექსასში გადაიტანდა, რასაც კალიფორნიაში კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აწერდა. გასულ წელს, Tesla-მ ახალი Gigafactory-ის საწარმო გახსნა ოსტინში. SpaceX-სა და Boring Co.-ს ასევე აქვთ ობიექტები ტექსასში. როგორც ცნობილია, Boring Co. აწარმოებს მოლაპარაკებებს ოსტინთან ქალაქში გვირაბების აშენების შესაძლებლობისთვის.
ოსტინის მახლობლად მდებარე ბასტროპის ოლქის ქონების ჩანაწერები აჩვენებს, რომ Boring Co-ს აქვს 11 მიწის ნაკვეთი ერთ მისამართზე და მდინარე კოლორადოს მახლობლად, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მობილური სახლები აშენდა. ტექსასის გარემოს ხარისხის კომისია აპირებს შეხვედრის გამართვას იმავე ადგილზე გამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების გეგმებზე სასაუბროდ, რომლებიც Boring Co-ის აღმასრულებელ კომპანიაში რეგისტრირებული შპს-ს მიერ იყო წარმოდგენილი.
საჯარო ჩანაწერები აჩვენებს, რომ იგივე ერთეული ფლობს რამდენიმე მიმდებარე ნაკვეთს, რომელიც მოიცავს კომერციულ და საცხოვრებელ სამშენებლო ნაკვეთებს, საძოვრებსა და სასოფლო-სამეურნეო მიწებს.