ილონ მასკმა Twitter-ზე Mr.Tweet დაირქვა
ილონ მასკმა Twitter-ზე Mr.Tweet დაირქვა.
ილონ მასკმა Twitter-ზე Mr.Tweet დაირქვა.
«და ახლა ტვიტერი მას აღარ მაცვლევინებს». — დაწერა მილიარდერმა.
ილონ მასკი რჩება Twitter-ის CEO-დ, თუმცა, შესაძლოა გადადგეს, თუ — როგორც თავად თქვა, შემცვლელს იპოვის.
2022 წლის 19 დეკემბერს ილონ მასკმა მომხმარებლებს ჰკითხა, უნდა გადადგეს თუ არა Twitter-ის დირექტორის პოსტიდან.
გამოკითხვაში მონაწილეობა 17 502 39-მა ადამიანმა მიიღო. მათი 57,5%-ის აზრით, ილონ მასკი უნდა გადადგეს.
მილიარდელი ბიზნესმენი ამბობს, პოტენციური აღმასრულებელი დირექტორის პოვნა გამოწვევაა, რადგან, მისივე თქმით, 2023 წელს კომპანიამ შეიძლება რამდენიმე მილიარდი იზარალოს და გაკოტრდეს კიდეც.
«ისეთს არავის სურს ეს თანამდებობა, ვინც Twitter-ს სიცოცხლეს ნამდვილად შეუნარჩუნებს». — დაწერა მან.
ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვა 2022 წლის ოქტომბერში დაასრულა და მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა. სამსახურიდან გაათავისუფლა ასობით ადამიანი, მათ შორის, ხელმძღვანელი პირები.
გაათავისუფლა ის ადამიანები, რომლებიც მას აკრიტიკებდნენ. ილონ მასკი ამ პირებს საჯაროდ «არცხვენდა» და ლანძღავდა.
შეცვალა სამუშაო რეჟიმი.
ასევე, ვერიფიკაციის ნიშანი ფასიანი გახადა — ის $8 ღირს. ადრე ლურჯი ნიშანი გამოიყენებოდა, როგორც მაღალი დონის ანგარიშების დასტური. მას Twitter უფასოდ გასცემდა, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თავად შეარჩევდა გამომწერების რაოდენობის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით.
Twitter-მა ასევე შეაჩერა Mastodon-ის ოფიციალური ანგარიში შეაჩერა, რომელიც Twitter-ის ალტერნატივად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ილონ მასკმა პლატფორმა 44 მილიარდ დოლარად იყიდა.
ბოლო ცვლილებების თანახმად, ილონ მასკმა დაბლოკა ყველა სხვა სოციალური მედიის ანგარიში, ასევე, აიკრძალა ამ სოციალური მედიების ლინკების გაზიარება.
ილონ მასკმა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავისუფალი სიტყვის აბსოლუტისტია, გააუქმა რამდენიმე ჟურნალისტის ანგარიში, რომლებიც მას და მის ქმედებებს აშუქებდნენ. არგუმენტად მან Twitter-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის ახალი წესები მოიყვანა, რომლის თანახმადაც, მომხმარებლებს არ შეუძლიათ, გამოაქვეყნონ სხვა ადამიანების პირადი ინფორმაცია მათი პირდაპირი ავტორიზაციისა და ნებართვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ტვიტერზე ეს პოლიტიკა მოულოდნელად და გაუფრთხილებლად შეიცვალა.
დაბლოკილთა შორის ისეთი დიდი მედიების წარმომადგენლებიც აღმოჩდნენ, როგორიცაა The New York Times, CNN და Washington Post. თუმცა, მის ამ ნაბიჯს მწვავე კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან და მომდევნო დღეს ჟურნალისტების ანგარიშები აღდგა.